|
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 22 » ვარდი ❤
|
საინტერესო ფაქტები ვარდის შესახებ: ❤ვარდი ამერიკის შეერთებული შტატების, ინგლისის და ირანის ეროვნული ყვავილად ითვლება ❤ვარდის მომშენებლებს შორის პირველობა საფრანგეთს უჭირავს;არავინ იმდენ ვარდსარ ყიდის, რამდენსაც ჰოლანდიელები; ბულგარელები ი ვარდის ზეთის წარმოებით არიან ცნობილნი; ❤საერთაშორისო ბაზარზე ნატურალური ვარდის ზეთ ხშირად ოქროსა და პლატინაზე ძვირად ფასობს; ❤ვარდის ყველაზე დიდი რაოდენობა-დაახლოებით 3 000 000 - წმინდა ვალენტინის დღეს იყიდება; ❤ცისფრისა და შავის გარდა თითქმის ყველა ფერის ვარდი არსებობს. თუმცა ამჟამად გენური ინჟინერია ლურჯი ვარდის შექმნას ცდილობს, ხოლო შავ ვარდს მუქი წითელი ცვლის; ❤იაპონიაში გამოყვანილ ვარდს დღისით მკაფიო წითელი ფურცლები აქვს,ხოლო ღამით - თეთრი. გასაკვირი არ არის , რომ მას ქამელეონი დაარქვეს; ❤ვარდის ყველაზე დიდ ბუჩქს - თეთრ "ლედი ბენქსს " ამერიკის შტატ არიზონაში ფეხბურთის მოედნის ხელა ადგილი უკავია. ყვავილობის დროს იგი 200 ათასი ყვავილით იფარება. გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლები მას ყოველწლიურად ზომავენ; ❤ყველაზე პატარა ვარდის კოკორი ბრინჯის მარცვლის ხელაა; ❤ყველაზე "ხანდაზმული" ვარდი გერმანიაში ხარობს. 1 000 წლის ვარდის ბუჩქი ჰილდეისჰამში მდებარე ტაძართან იზრდება და თითქმის ამ შენობის სახურავს აღწევს.(აღსანიშნავია, რომ ვარდი საშუალოდ 25 წელი ცოცხლობს); ❤ამერიკულიმ შეერთებულ შტატებში ვარდზე დაახლოებით ოთხი ათასი სიმღერაა დაწერილი; ❤შექსპირი თავის სონეტებში ვარდს სულ მცირე 50-ჯერ მაინც მოიხსენიებს;
|
კატეგორია: სხვა .. |
ნანახია: 1057 |
დაამატა: Leluka♥))
| რეიტინგი: 5.0/1 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
პროფილი |
სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
სწრაფი რეგისტრაცია
|
|