*23 წლის ვიეტნამელი გოგონა რამდენიმე დღეში დაბერდა
ექიმები 23 წლის ვიეტნამელი გოგონას, ნგუენ ტი ფუნგის უჩვეულო შემთხვევას იკვლევენ. გოგონა რამდენიმე დღეში დაბერდა.
სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ამის მიზეზი ზღვის პროდუქტებზე მწვავე ალერგიაა.
შემთხვევა 2008 წელს მოხდა, თუმცა ექიმებმა მას ყურადღება მხოლოდ ახლა მიაქციეს. თავიდან სპეციალისტებმა არ დაიჯერეს პაციენტის მონაყოლი. იმავე წელს გოგონას მძიმე ალერგიაც ჰქონდა, მას მთელი ტანი ექავებოდა.
ნგუენმა გადაწყვიტა, თავად ემკურნალა საკუთარი თავისთვის და აფთიაქში ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები შეიძინა, რამაც ქავილი ცოტა დაუწყნარა. გოგონამ ტრადიციულ მედიცინასაც მიმართა და გამონაყარიც გაიქრო, თუმცა შემდეგ სახის დეფორმაცია დაეწყო.
ექიმების აზრი ორად გაიყო. ზოგი ფიქრობს, რომ ამის მიზეზი ტრადიციული მედიცინაა. ზოგი კი მიზეზად ჰორმონალური პრეპარატების გრძელვადიან მიღებას მიიჩნევს.
სპეციალისტთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ გოგონას კანის იშვიათი დაავადება - მესტოტიტოზი აქვს. ამ დროს ორგანიზმი კანის უჯრედებს დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს.
გოგონას არ გაფუჭებია კბილები, თმები.მხოლოდ კანი დაუბერდა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ სწორი მკურნალობის შედეგად, მდგომარეობის გამოსწორება შეიძლება.
*ალბერტ აინშტაინის ფოკუსი
*ესპანელები საცხოვრებლად ხეებზე გადავიდნენ
ესპანეთში ფეხს ახალი მოდა იკიდებს. ესპანელებმა ხეებზე სახლების აშენება დაიწყეს.
ხეზე სახლის აშენება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ხის შერჩევის შემდეგ მსურველს მერიაში განცხადება შეაქვს, სადაც ხის აგებულებაა აღწერილი, მას თან ერთვის სახლის პროექტიც. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფლად შეიძლება შენებლობის დაწყება.
სახლის ზომა და მასალა შემკვეთების სურვილზეა დამოკიდებული. ასეთი სახლის მინიმალური ფასი 7000 ევროა.
უკვე მრავალი ასწლეულის მანძილზე არსებობს ხეებზე სახლები. ისინი ყოველთვის უფრო უსაფრთხო იყო პირველყოფილი ადამიანებისთვის, ვიდრე მიწაზე განთავსებული ქოხი. დღევანდელ დროს, იდეალურად დაცულ ბეტონის ყუთებში ცხოვრების პირობებში, ხეებზე აშენებული სახლი სამყაროდან გაქცევის, ცხოვრებაში გარკვეული რომანტიზმის შეტანისა და თავგადასავლების ელემენტის შემცველია.