The Vampire Diaries სპოილერები მომდევნო სერიებიდან
–მე გავიგე რომ სერია 3.20 ში იქნება სცენა წვიმით, იენმა თვითერზე დაწერა, რომ, ზოგს მოეწონება ეს სცენა და ზოგს არა. ეს დელენას სცენა იქნება?
–მაპატიეთ, მაგრამ ვერ გეტყვით ამას, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ დეიმონსა და ელენას შორის კიდევ იბრწყინებს ნაპერწკლები და ელენა ცოტას წაიეჭვიანებს სეიჯის მიმართ.
–რაიმე დელენასა და კლაროლაინზე!! გთხოვთ!!
–ორივე წყვილი ააზანზარებს იატაკს 20იანი წლების სტილის ცეკვით. ! ასევე, მალე ვიღაცა გადაარჩენს კლაუსის სიცოცხლეს და კეროლაინი ამ სერიაში ძალიან დიდ როლს ითამაშებს!
–კიდევ ერთი შეკითხვა შეიძლება? მაინტერესებს, როგორ ეყწობიან ორიგინალების ოჯახის წევრები? ფინი–ელაიჯა–კლაუსი–კოლი–რებეკა უფროსიდან უმცროსადმე? ბევრს უკვე ერევა!
–კი ყველაფერი ზუსტად ასეა!
–მაინტერესებს, მომდევნო სერიები კარგად აისახება დელენაზე?
–დიდი კი! რაღაც მნიშვნელობით ეს სერიები არაჩვეულებრივი იქნება დელენასათვის, მაგრამ აქ არაფერი მთავრდება!
–შეგიძლიათ რაიმე საინტერესო მოგვიყვეთ კლაუსის შესახებ? ვგიჟდები მასზე, ის ჩემი საყვარელი პერსონაჟია , მაგრამ ძალიან ვნერვიულებ მასზე, რომ შესაძლოა ის მოკლან. მგონია რომ პირდაპირ ვერ მეტყვით ამის შესახებ, მაგრამ იქნებ მინიშნება მაინც ჩააგდოთ?
–კლაუსს უყვარს კეროლაინი, მაგრამ კეროლაინი გრძნობებზე არ პასუხობს, და კლაუსიც მისი ყურადღების მიქცევას ცდილობს ყველაფერის მიუხედავად! მონიშნეთ თქვეს კალენდარზე 3.20ის გამოსვლის თარიღი, რადგან ის ძალიან მნიშვნელოვანია კლაუსისთვის! ის შეიძლება ისევ აღმოჩნდეს სასიკვდილო ხიფათში!
–ანუ კლაუსს კეროლაინი არ დაუვიწყებია! ვაშაა! ანუ იქნება რაიმე დაპირისპირება ტაილერთან? ღმერთო ჩემი ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გადარჩება. იყო სპოილერები რომ ვიღაცა მას გადაარჩენს, მაგრამ რამდენად მართალია ისინი არ ვიცი. ალბათ დალოდება მომიწევს და მეთვითონ ვიხილავს.
–ვერ გეტყით, იქნება თუ არა წინააღმდეგობა ტაილერთან 3.20 სერიაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რამ გველის!
–რაიმე სტელენაზე? ვნახავთ თუ არა მათ უახლოეს მომავალში? და კიდევ..შეგიძლიათ რაიმე ესტერზე გვითხრათ? ანუ სად გაქრა? კიდევ რაიმე ეშმაკური გეგმა აქვს?
–პასუხი პირველ კითხვაზე – არა , სტელენა არ შეერთდება უახლოეს სამ სერიაში, მაგრამ მათ ექნებათ რამდენიმე საერთო საინტერესო სცენა! რაც შეეხება მეორე კითხვას, ორიგინალი დედიკო ბრუნდება! მაგრამ არ გეტყით ექნება თუ არა მას, კიდევ ერთი გეგმა! მაგრამ, ღირს ახალ პერსონაჟზე ინერვიულოთ, სეიჯზე, ის უფრო ცბიერია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ის ჩვენ კაბიან კლაუსს გვაგონებს. ის გამოჩნდება , რათა დაეხმაროს დეიმონს, მისი დამრიგებლის სტილში გვევლინება.
–ვგიჟდები ვამპირის დღიურებზე, განსაკუთრებით კეტრინზე! და ძალიან მასევდიანებს ინფორმაცია, მაგრამ გარკვეული პერიოდი ის არ გამოჩნდება.. ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენ მას სეზონის ბოლომდე ვერ ვიხილავთ, თუ რაიმე იმედი უნდა გვქონდეს?
–სცენარისტებს არ აქვთ გეგმები მის შესახებ, ასე რომ, უახლოეს მოედანში მისი ლოდინი არ ღირს.
–ძალიან მააწყენინეთ! და მეთი და ელენა? აქვთ მათ რაიმე შანსი?
–არა, ამ პერიოდში ელენა ძმებ სალვატორეებს შორის იხლიჩება!
–დელენას უდიდესი ფანი ვარ და ცნობისმოყვარეობა მკლავს. სადღაც წავიკითხე, რომ ელენა როგორც იქნა გააკეთებს არჩევანს მესამე სეზონის ბოლოსთვის.. მე ვგულისხმობ არჩევანს სტეფანსა და დეიმონს შორის. და მაინტერესებს.. სიმართლეა? უბრალოდ ვიწვი მოუთმენლობისგან!
–კი ეს სიმართლეა, ელენა გააკეთებს არჩევანს სეზონის ბოლოსკენ, მაგრამ მე არამგონია, რომ ეს საბოლოო გადაწყვეტილება იყოს, ამისთვის ჯერჯერობით ადრეა! შეიძლება მისი არჩევანი სამუდამო არ იყოს და მეოთხე სეზონში ყველაფერი თავდაყირა დატრიალდეს! მას ეხლა სამი ვარიანტი აქვს : დეიმონი, სტეფანი ან მარტო დარჩენა. სეზონის ფინალში, ის ერთერთს აირჩევს.
თარგმანი : ნათია გოგავა წყარო :The Vampire Diaries Georgia
|