|
მთავარი » 2012 » მაისი » 2 » The Sun Shinning For You [ 2 ]
5:07 PM The Sun Shinning For You [ 2 ] |
მეორე დღეს დემიმ დამირეკა და მითხრა:
- სელ, ბოდიში გუშინ რომ არ გპასუხობდი ღამემდე კონცერტზე ვიყავი და...(დემი)
- კარგი არაუშავს.(მე)
- რა ხდებოდა გუშინ საღამოს? მგონი შენ და ჯასტინმა იჩხუბეთ არა?
- ჰო, ვიჩხუბეთ და შენ საიდან იცი?
- ჯასტინმა მითხრა
- მოუსწრია უკვე ბიჭს
რამოდენიმე ხანში ჯასტინმა დამირეკა და ბოდიში მომიხადა
- გუშინდელი ამბის შემდეგ ბევრი ვიფიქრე და მინდა ბოდიში მოგიხადო...(ჯასტინი)
- არაუშავს, მაგრამ თუ ასე კიდევ გაიმეორებ, უკვე მეგობრებიც აღარ ვიქნებით...
- ისე დღეს დემისთან ვიყავი და უკვე ცალია და სადმე ხომ არ წავსულიყავით?
- დიდი სიამოვნებით )
- კარგი. მე ვიცი ერთი ძაან მაგარი კლუბი და იქ წავიდეთ ესე 8-9-სთვის,
- კარგი არაა პრობლემა
- დროებით.
მერე ყურმილი დავუდე და ეშმაკურად ჩავიცინე თითქოს გამიხარდა რომ შევრიგდით:დ ამასობაში დაღამდა და ჯასტინმა დამირეკა კლუბში წასასვლელად მზადხარო ? მე უკვე დიდიხნის მომზადებული ვიყავი .
კლუბში რომ მივედით, დემი იქ დაგვხვდა. მე მოკლე კაბა მეცვა, თმები შეჭრილი მქონდა ცოტა და დახვეული .
მერე ჯასტინმა ცეკვა შემომთავაზა და მეც დავთანხმდი.
დიდი ხანი ვცეკვავდით და რომ მოვრჩით გიჟობას, 2 ტეკილა შევუკვეთეთ.
- ამ საღამოს განსაკუთრებით ლამაზი ხარ (ჯასტინი)
- ჯასტინ, როგორ გეტყობა რომ მთვრალი ხარ(მე)
- მთვრალი? გეყოს ერთი...
- დემი სადაა?
- არ ვიცი წეღან ვიღაცას ეცეკვებოდა
ამის გაგონებაზე ჯასტინს ხელი ჩავჭიდე და გარეთ გამოვათრიე. მანქანაში ჩავსვი და ვუთხარი:
- დემი უნდა მოვძებნოთ!
ცოტა ტყეში შევედით. ძალიან ბნელოდა და ერთმანეთსაც კი ვერ ვხედავდით.
მერე მანქანიდან გადმოვედით და მობილურით ვანათებდით.
- დემი! დემი!(ჯასტინი)
- იდიოტო!(მე)
- რა იყო ეხლაც გაკოცე?
- არა ყურში ჩამაყვირე
- უი ბოდიში
შუა ღამემდე ვეძებდით დემის და მაინც ვერ ვიპოვეთ.
მე ბევრი ვინერვიულე და ბოლოს მობილურზე დავურეკეთ მაგრამ გათიშული იყო არ პასუხობდა.
მერე სახლში დავბრუნდით და პოლიციაში დავრეკეთ... მალე პოლიციაც მოვიდა და ძებნა დაიწყო.
მეორე დღეს მე და ბენზო (ჩემი მეგობარი) პლიაჟზე მივდიოდით.
(პოლიციის იმედი გვქონდა) რომ ვბრუნდებოდით პოლიციის 20-მდე მანქანა დავინახეთ .
|
კატეგორია: BooK < 33 |
ნანახია: 1065 |
დაამატა: TaaK
| რეიტინგი: 5.0/1 |
|