|
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 30 » ტიტანიკის 3D ვერსია 6 აპრილს გამოვა
5:55 PM ტიტანიკის 3D ვერსია 6 აპრილს გამოვა |
ყველა დროის ყველაზე პოპულარული ფილმის, "ტიტანიკის" 3D ვერსია 6 აპრილს გამოვა. პროექტს ჯაიმს კამერუნი ხელმძღვანელობს. მისი განცხადებით, ფილმის ყოველი 18-წუთიანი მონაკვეთის სამ განზომილებაში გადაყვანა 18 მლნ აშშ დოლარი ჯდება. ტიტანიკის 9 ყველაზე პოპულარული სცენის 3D ვერსია უკვე გავიდა დიდ ეკრანზე. მათ შორის არის ლეონარდო დი კაპრიოსა და ქეით უინსლეტის პირველი შეხვედრა, ხომალდის ბორტზე გადაღებული მთავარი გმირების კოცნის სცენა და "ტიტანიკის" ჩაძირვა. სცენები IBC-ს სატელევიზიო გამოფენაზე, ამსტერდამშიც გაიტანეს. "არის ფილმები, რომელიც დიდ ეკრანს უნდა დაუბრუნდეს. ზოგ თაობას "ტიტანიკი" საერთოდ არ აქვს ნანახი", - განაცხადა ჯეიმს კამერუნმა. ფილმის ახალ ვერსიას კომპანია Stereo D ქმნის და მასზე 300 მხატვარ-დიზაინერი მუშაობს. კამერუნის განცხადებით, ფილმი უმაღლესი ხარისხის 3D-ში გამოვა. ტიტანიკის პირველმა ვერსიამ მსოფლიოს მასშტაბით 2 მლარდ დოლარის მოგება მოიტანა. გარდა ამისა, მას მიღებული აქვს 11 ოსკარი.
|
კატეგორია: სიახლეები .. |
ნანახია: 977 |
დაამატა: NinY♥
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
პროფილი |
სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
სწრაფი რეგისტრაცია
|
|