|
მთავარი » 2012 » იანვარი » 21 » სიყვარულის 10 ამბავი, რომლებმაც სამყარო შეძრა
7:23 PM სიყვარულის 10 ამბავი, რომლებმაც სამყარო შეძრა |
რომანტიკული ისტორია ჩვეულებრივი არასდროსაა, ამიტომაცაა რომანტიკული და არა სხვაგვარი. მაგრამ ზოგი ამბავი ისეთია, რომ თაობების გონებასა და წარმოსახვაში დაიბუდებს ხოლმე. გავიხსენოთ, ან გავეცნოთ გასული საუკუნის რამდენიმე ასეთ შთამბეჭდავ ისტორიას: არისტოტელე ონასისი და ჟაკლინ კენედი შეუდარებელი ჟაკლინ კენედი და ოდიოზური მაჩო, იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში. რომანს, რომელიც მართლმადიდებლური წესით შესრულებული ჯვრისწერით დასრულდა, ძნელად უწოდებდით დიდ სიყვარულს – ორივეს თავისებური ანგარება ამოძრავებდა. ჟაკლინმა ქორწილის დასრულებისთანავე 3 მილიონი დოლარი , ბერძენმა მაგნატმა კი - საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ქალი და ამაღლებული რეიტინგი მიიღო. იმ ყურადღების ღირსი, რომლითაც ამ ორს მსოფლიო თვალყურს ადევნებდა, იშვიათად თუ ვინმე გამხდარა გასული საუკუნის წყვილებში. ბონი და კლაიდი დაუნდობელმა მკვლელებმა, ბანკის მძარცველებმა და მანქანის გამტაცებლებმა, ამერიკა მხოლოდ თავიანთი სისასტიკით კი არა, იმითაც გააოცეს, რომ ჰოპ-სტოპებს შორის სიყვარულით ტკბებოდნენ. მათი ისტორია იმდენად დაუჯერებელი და ამასთანავე რომანტიკულია, რომ მასობრივი კულტურის სფეროში ბონისა და კლაიდის სახელების ექსპლუატაციას საზღვარი არ აქვს. ხანდახან ეჭვიც გაგიჩნდება, მართლა არსებობდნენ თუ არაო. ლედი დიანა და დოდი ალ-ფაედი პრინცესა დიანა ბრიტანელებს იმდენად უყვარდათ, რომ არაბ მილიონერთან კავშირსაც არ უმოქმედია მის რეიტინგზე. მით უფრო, რომ მოგვიანებით გაირკვა, რომ უფლისწულ ჩარლზთან განქორწინების შემდეგ ეს მისთვის პირველი ნამდვილი სიყვარული იყო. პარიზული გვირაბის ფატალური კატასტროფის შემდეგ ათასნაირი ჭორი და ვარაუდი გაჩნდა. მკვლელობა იმ ტერორისტებმა შეუკვეთეს, რომელთაც არ სურდათ, პრინცესას შვილი არაბისგან გაეჩინაო; დოდი იმ საღამოს ცოლობის თხოვნას აპირებდაო, დიანა ფეხმძიმედ იყოო, დასაჯესო და ა.შ. მაგრამ იმ სამგლოვიარო დღეებში ყველა ჭორი ყვავილებისა და სანთლების ზღვაში ჩაიკარგა. მერილინ მონრო და ჯონ კენედი ამ სიყვარულის ამბავს ასპროცენტიანი დამადასტურებელი საბუთი არ აქვს და ზოგი მითად მიიჩნევს. მაგრამ თუ ეს მითია, მაშინ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მითი ყოფილა. ამერიკის მთავარი სექს-სიმბოლო, ჰოლივუდის ვარსკვლავი და ახალგაზრდა, მოხდენილი და თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატური პოლიტიკოსი. თუკი ჯონი მთელი ძალით აჩვენებდა საზოგადოებას, ჩვენ შორის არაფერი ხდებაო, მერილინი – პირიქით, ყველანაირად მიანიშნებდა ამ კავშირზე. ხან საათს ჩუქნიდა, წარწერით – "ჯონს, როგორც ყოველთვის, სიყვარულით”; ხანაც ამბობდა, თავს კენედების ოჯახის წევრად ვთვლიო. ბოლოს და ბოლოს, კენედი ჟაკლინთან დარჩა, მერილინი კი მის ძმაზე, რობერტზე ”გადაერთო”. ჟისკარ ესტენი და სილვია კრისტელი არანაკლები ყურადღება მიიპყრო ფრანგი პრეზიდენტის ჟისკარ დ’ესტენისა და მსახიობ სილვია კრისტელის სასიყვარულო ინტრიგამ. ეს ქალი უფრო მეტად ეროტიკულ სურათ "ემანუელში” მთავარი გმირის როლით იყო ცნობილი. რომანი ბევრი წელი გაგრძელდე და იქამდე დაიწყო, სანამ დ’ესტენი რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდებოდა. ქვეყანამ ამ კავშირის შესახებ იცოდა. წყვილი არც მალავდა რამეს – სილვია ხშირად იყო ოფიციალურ მიღებათა დიასახლისი და თავის მფარველს საზღვარგარეთულ ტურნეებშიც ახლდა. ბილ კლინტონი და მონიკა ლევინსკი მათი სკანდალური ინტრიგა ორი დღე გრძელდებოდა, მაგრამ ხმაური ერაყის ომზე ნაკლები არ გამოუწვევია. კლინტონს იმპიჩმენტიც ემუქრებოდა, თუმცა ყველაფერი ორივესთვის პოზიტიურად დასრულდა. კლინტონი მარტო ხელისუფლებაში კი არ დარჩა, ქორწინებაც შეინარჩუნა და სექს-სიმბოლოს რეპუტაციაც შეიძინა. მონიკა ლევინსკის სახელი მთელმა მსოფლიომ გაიგო და მილიონობით დოლარი გამოიმუშავა. ჯეონ მეიჯორი და ედვინა კარი ბრიტანელ პრემიერ-მინისტრ ჯონ მეიჯორს თანამდებობაზე ყოფნის დროს ჯანდაცვის მინისტრთან ედვინა კარისთან ჰქონდა რომანი. საჯაროდ ის ყოველთვის ხაზს უსვამდა თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას ამ ქალის მიმართ და როცა თავის ოლქში საპარლამენტო არჩევნებზე არ მოვიდა, ადგა და აპლოდირებაც დაიწყო. შურის ძიება საშინელი იყო. 2002 წელს გაზეთმა Times-მა კარის გულწრფელი საუბარი გამოაქვეყნა, ქალბატონმა ინტიმური წვრილმანებიც გაამხილა და ისეთი კუთხით აჩვენა ყოფილი საყვარელი საზოგადოებას, რომ მეიჯორის რეპუტაცია დასამარდა. გრეისი და რენიე III გრეის კელი, ბევრი ადამიანის აზრით, კინოს ისტორიაში ყველაზე ლამაზი მსახიობია. 1955 წელს, საფრანგეთში გადაღებებზე მან მონაკოს თავადი რენიე III გაიცნო. გრძნობა, რომელიც მათ შორის გაჩნდა, იმდენად ძლიერი იყო, რომ კელიმ კარიერას ზურგი აქცია და თავადს ცოლად გაჰყვა. მათ საქორწინო ცერემონიას ტელეკრანიდან 30 მილიონი წყვილი თვალი უყურებდა. ეს ლამაზი კავშირი საშინელმა ავტოკატასტროფამ შეწყვიტა, გრეის კელი დაიღუპა. გოლდა მაიერი და ალბერტ ფარაონი რამდენიმე წლის წინ წიგნი გამოიცა, რომელშიც საკმაოდ დამაჯერებლადაა მოთხრობილი, რომ ისრაელის სახელგანთქმულ პრემიერ-მინისტრ გოლდა მეიერს ხანგრძლივი რომანი ჰქონდა პალესტინელთან. ებრაული საზოგადოება შეძრული იყო. თუ რომანში სიმართლე დაიწერა, ისრაელში ეს თითქმის ღალატია. სინამდვილე იყო ეს ამბავი, თუ გამონაგონი, ახლაც არავინ იცის, მაგრამ აჟიოტაჟი გაუგონარი გამოიწვია. სიდი და ნენსი ჯგუფ Sex Pistols-ის წევრებმა სიდ ვიშეზმა და მისმა მეგობარმა გოგონამ ნენსი სპაჯენმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რა არის სიყვარული პანკ-როკის სტილში. ისინი ნარკოტიკული სიზმრიდან არ გამოდიოდნენ, სულ ჩხუბობდნენ და ილანძღებოდნენ. 1978 წელს ამერიკულ სასტუმროში ნენსი მკვდარი იპოვეს. მუცელში ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული. მთავარი ეჭვმიტანილი სიდი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ ის ნარკოტიკების ჭარბმა ულუფამ იმსხვერპლა. მართლა სიდმა მოკლა თუ არა ნენსი, მის გამო მოიკლა თუ არა თავი, გამოცანად დარჩა, მაგრამ სიდის და ნენსის სახელი ტრაგიკული მარგინალური სიყვარულის სიმბოლოდ იქცა.
|
კატეგორია: BooK < 33 |
ნანახია: 914 |
დაამატა: Leluka♥))
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
პროფილი |
სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
სწრაფი რეგისტრაცია
|
|