სელენა გომესმა და მისმა რჩეულმა ჯასტინ ბიბერმა ვარცხნილობა შეიცვალეს.
სელენამ თმა ლურჯად შეიღება და შიგადაშიგ წითელიც გამოურია. რაც შეეხება ბიბერს, მანაც თმა შეიღება.
ამ უკანასკნელის საქციელმა ძალიან გააღიზიანა მისი ფანები და Twitter-ზე Follower-ების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.
როგორც გაირკვა ბიბერი მონაწილეობას იღებს ფილმში და სწორედ ეს გახდა მისი ვარცხნილობის ცვლილების მიზეზი.
*** ჯასტინ ბიბერის არ იყოს ჯიმ ქერიმაც შეიცვალა ვარცხნილობა.
49 წლის მსახიობა თმა გაიზარდა და ქერად შეიღება. რაღა თქმა უნდა ამის მიზეზიც ახალ ფილმში მიღებული როლი გახლავთ.
ქერი მონაწილეობას იღებს კომედიაში სახელწოდებით ”Burt Wonderstone”. სადაც მსახიობი ილუზიონისტის როლს შეასრულებს.
რაც შეეხება მის პარტნიორებს ფილმში ისინი ოლივია ვაილდი და სტივ ბუშეი გახლავთ.
*** რამდენიმე დღის წინ "ოქროს გლობუსის” დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომლის მთავარ მოვლენად საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში Madonna-ს ”Masterpiece”-ის გამარჯვება გახდა.
პოპის დედოფლის კონკურენტი ამავე ნომინაციაში Elton John-ისა და Lady Gaga-ს ერთობლივი სიმღერა გახლდათ.
Madonna-ს გამარჯვებამ განაწყენებული დატოვა Elton John-ი და მისი მეუღლე David Furnish-ი. ამ უკანასკნელმა აღშფოთება ვერ დამალა და განაცხადა ”მადონას ამ ნომინაციაში გამარჯვება ცხადყოფს თუ რა უღირსი დაჯილდოებაა ოქროს გლობუსი”. თუმცა სკანდალი მხოლოდ ამით როდი შემოიფარგლა. მანამდე დევიდმა Facebook-ზე პოსტი გააკეთა შემდეგი შინაარსით "Madonna. Best song???? Fuck off!!!"
არც მადონას დაუკლია კრიტიკა და ლეიდი გაგა გააკრიტიკა სამადლობელ სიტყვაში. დევიდმაც მის გამოსვლას სასოწარკვეთილი ქალის გამოსვლა უწოდა.
მადონამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა ”არაუშავს, მომდევნო წლამდე დამელაპარაკება ელტონი, მე მას ვაღმერთებ და იმედი მაქვს სხვა ნომინაციებში მოახერხებს გამარჯვებას.”
|