საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2012 » აპრილი » 2 » ის ისევ იცინის ( 1 )
7:43 PM
ის ისევ იცინის ( 1 )
-დედა ეს ვისი სურათია? -იკითხა 15 წლის ნუცამ, რომელსაც ხელში ახალგაზრდა წყვილის სურათი ეჭირა და კარგად აკვირდებოდა.
-მანახე და გეტყვი. -უპასუხა დედამ (მარიამმა) და სველი ხელები პირსახოცზე შეიმშრალა. ნუცამ მას სურათი გაუწოდა და ცნობისმოყვარე თვალებით დააკვირდა. მარიამმა თავისი მშობლები იცნო და უპასუხა. -ეს დედაჩემი და მამაჩემია.
-რა ახალგაზრდები არიან. -გაიღიმა ნუცამ.
-ხოო... -ჩაფიქრდა მარიამი. -ძალიან უყვარდათ ერთმანეთი... თავიანთ თავზე მეტად. წუთიერი დუმილის შემდეგ ამოიოხრა და დარდშეპარული ხმით განაგრძო. -ასე ბებია მიყვებოდა, რადგან მე ჩემს მშობლებს არ ვიცნობდი...
-და რატომ არ იცნობდი? რა მოხდა? -ჩაეძია ნუცა.
მარიამმა დაბნეული სახით საათს დახედა და ნუცას უთხრა: ახლა მაგის დრო არ არის.. სკოლაში გაგვიანდება.
ნუცა არ დაიბნა და უპასუხა: -ჯერ ერთი, ახლა ზამთრის არდადეგებია. მერე მეორე დღეს კვირაა. რა გჭირს? რაღაც დაცნეული ხარ...
-არ მინდა მაგ ამბის გახსენება, მაგრამ ადრე თუ გვიან მომიწევს, ამიტომ... -თქვა გულდაწყვეტილმა მარიამმა და სკამზე ჩამოჯდა.
ნუცამ მიიტანა დედამისთან სკამი, მიუჯდა და ყურები ცქვიტა. მარიამმა კი თხრობა დაიწყო:
-მეც შენხალა ვიყავი, როდესაც ეს ამბავი გავიგე.
მოკლედ ყველაფერი დაიწყო, როცა დედაჩემი (ნინო), იყო 17 წლის. ზაფხული იდგა. მაშინ მანქანა იშვიათი იყო, მაგრამ ჩვენ იმ უმცირესობაში შევიდოდით, ვისაც ჰყავდა. ნინო თავის მშობლებთან ერთად აგარაკზე მიდიოდა. ისინი მანქანით მგზავრობდნენ. უკვე გვიანი საღამო იყო როდესაც სახლს მიუახლოვდნენ, მაგრამ მზე არ იყო ბოლომდე გადაწურული და თავისი ალისფერი სხივებით, ძალიან მკრთალად ანათებდა გზას. ნინომ ფანჯრიდან დაინახა 19-20 წლის ბიჭი, რომელიც ფეხით მგზავრობდა. მან გაჩერება მოინდომა, მაგრამ ვერ გაბედა, რომ მამასთვის ეთხოვა. ხუთ წუთსი ისინი სახლში იყვნენ. როდესაც მათ თავიანთი ნივთები შეიტანეს სახლში, წვიმა დაიწყო. ნინომ ფანჯარაში გაიხედა, ის ბიჭი გაახსენდა ფეხით რომ მგზავრობდა და შეეცოდა. მან ქურთუკი მოიცვა და მის შესახვედრად და შემოსაპატიჟებლად გასვლა დააპირა, როცა კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ნინომ კარი გააღო და ის ბიჭი დაინახა.
-უკაცრავად, არ მინდოდა თქვენი შეწუხება, მაგრამ ისეთი წვიმაა, თითქოს ვედროდან ასხამენო, ასეთ ამინდში მგზავრობა კი ძალიან ძნელია. თუ არ შეწუხდებით, ერთი ღამით თავშესაფარი რომ მომცეთ.
ნინოს ძალიან გაუხარდა და არავისთვის უკითხავს ისე შემოიპატიჟა ბიჭი. ბიჭმა მადლობა გადაუხადა გოგონას და სახლში შევიდა. მის ხმაზე მშობლები გამოცვივდნენ.
-რა ხდება? -იკითხა შეშფოთებულმა დედამ (ნინოს დედამ).
-ეს ჩვენი სტუმარია. მას წვიმამ მოუსწრო და გზას ვეღარ აგრძელებს. თავშესაფარი მთხოვა ერთი ღამით, -უპასუხა ნინომ.
-ჯერ ჩვენთვის უნდა გეკითხა! -მკაცრი ტონით მიმართა დედამ
-შენ უარს იტყოდი?
-არა, მაგრამ...
-სად მიბრძანდებით თუ საიდუმლო არ არის? -ჩაერია მამა.
-სამუშაოდ მივდივარ დასავლეთსი. -ამაყად უპასუხა ბიჭმა.
მამა, ცოლს შეუტრიალდა და უთხრა: -კაცი სამუშაოდ მიდის. დასვენება შჭირდება. სანამ წვიმა არ გადაიღებს აქ დარჩება. -ეს გადაწყვეტილება ნინოს გაუხარდა.
-რა გქვია? -საუბარი ნინოს მამამ დაიწყო.
-დათო.
-დავით... რამდენი წლის ხართ?
-20ის.
-სად მუშაობთ, ან რად მუშაობთ?
-ჯერ არაფერს. სამუშაოს საძებნელად მივდივარ დასავლეთში.
ამასობაში ნინომ მაგიდა გააწყო და ყველა მიიპატიჟა.
-მოდი საუბარი სუფრასთან განვაგრძოთ. - დაპატიჟა სტუმარი ნინოს მამამ.
ბიჭი მორიდებით მივიდა სუფრასთან და თავისთვის დაჯდა. მათ მცირე წრეში იქეიფეს. ნინოს მამისგან დათომ დიდი პატივისცემა დაიმსახურა.
მთელი საღამო გოგოს უყურებდა. ნინოც თვალებით ჭამდა დათოს. მასაც სულ დათოსკენ გაურბოდა თვალები. როდესაც მათი მზერა ხვდებოდა, ისინი თვალებს არიდებდნენ ერთმანეთს და სხვადასხვა საგნებს უყურებდნენ. ისინი გვიანობამდე ისხდნენ სუფრასთან. შემდეგ დათომ ბოდიში მოიხადა და სუფრა დატოვა. მიზეზი კი ის იყო, რომ ხვალ ადრე უნდა ამდგარიყო.
დათო გამთენიისას ადგა და წასვლა დააპირა, მაგრამ რაღაც ძალამ არ გაუშვა. "ამ ხალხმა თავშესაფარი მომცა და დამაპურა, მე კი უმადური ვარ. გამთენიისას ვიპარები. არა... უნდა დავრჩე და მადლობა გადავუხადო..."
ნინომ თვალები გაახილა თუ არა, იმწუთას წამოხტა და მისაღებში ჩუმად გაიხედა. მან დაინახა, რომ სტუმარი გამქრალიყო, მას შეეშინდა. იფიქრა, რომ წავიდა... წავიდა და ვეღარასოდეს ნახავდა. სევდა... ნაღველი... დარდი... ყელში რაღაც მოაწვა... თვალები დაუსველდა და ცრემლის ნაკადული გადმოეღვარა. ნინომ გადაწყვიტა, რომ ჩაიკეტებოდა და აღარასოდეს გამოვიდოდა, მაგრამ როდესაც ის ლოგინზე დაწვა და ტირილის გასაგრძელებლად ბალიშში ჩარგო თავი, მას მოესმა დათოს ხმა. ის წამოხტა და ფანჯარაში გაიხედა. ახლადნამტირალევ სახეზე ღიმილი გამოჩნდა, როდესაც მან დაინახა, რომ დათო მის ეზოში იყო. მაგრამ მას უკვირდა, რატომ ეჭირა დათოს ცელი.
-მამა, რას აკეთებ? ასე როგორ შეიძლება? ის ხომ სტუმარია. -გაუბრაზდა მამამისს, როდესაც ტირილს მორჩა და ცრემლები შეიმშრალა.
-ვიცი, რომ სტუმარია, მაგრამ რა ვქნა? ეს ერთადერთი საშუალება იყო, რომ აქ გამეჩერებინა. მთელი ერთი თვე, რაც აქ ვიქნებით, ჩვენთან იმუშავებს. -ეს სიტყვები ნინოს ისე გაუხარდა, თავი ვეღარ შეიკავა და მამამისს ჩაეხუტა, რომელიც მიხვდა, რომ მი შვილს დათო მოეწონა.
ასე დაიწყო მათი საერთო ისტორია.
ისინი ხშირად საუბრობდნენ, ამიტომ მალევე გაუგეს ერთმანეთს და დამეგობრდნენ. ორივე პატივს სცემდა ერთმანეთს, როგორც მეგობარს, მაგრამ ამასთან ერთად ორივეს ერთმანეთისადმი ფარული გრძნობები ჰქონდათ, რომლებსაც როგორც თვითონ ეგონათ არ ამჟღავნებდნენ, მაგრამ დაკვირვების გარეშეც მიხვდებოდით, რომ მათ ერთმანეთი მოსწონდათ. როცა დათო ნინოს ხედავდა, უფრო მონდომებით მუშაობდა, ხოლო როცა გოგონა დაინახავდა სტუმარს, მის სახეზე ღიმილი გამოიკვეთებოდა. თუ ჰორიზონტზე დათო არ ჩანდა, არც ნინოს სახეზე იყო მიმზიდველი ღიმილი.
დათოსაც და ნინოსაც უჭირდათ თავიანთ გრძნობებზე საუბარი. გოგოს იმიტომ, რომ მისი აზრით, პირველი ნაბიჯი ბიჭს უნდა გადაედგა. ხოლო ბიჭს ეშინოდა, რომ მას ვერ გაუგებდნენ, რადგან ის მოსამსახურე იყო.
ერთ დღეს, როდესაც შედარებით გამოიდარა, გამთენიისას დათო ადგა და ჩიტების ჭიკ-ჭიკს დაუგდო ყური. მათ ხმაზე ის წყნარდებოდა, რადგან მას ბუნება უყვარდა. მოკლედ, მან მოუსმინა ჩიტების ჭიკ-ჭიკს, ჭრიჭინების ჭრიჭინს, ხეების შრიალს, რამაც გამბედაობა მომატა და ნინოს გაღვიძებას დაელოდა. როდესაც მან ოთახიდან გამომავალი ნინო დაინახ, ხელი სტაცა, გარეთ გაიყვანა და სიყვარულში გამოუტყდა. გოგო დაიბნა... არ იცოდა რა ეთქვა, ამ დროს თავსხმა წვიმა დაიწყო და თავი ვერანდაზე შეაფარეს. წვიმას სეტყვა მოჰყვა. საშინლად აცივდა. დათომ იგრძნო, რომ ნინოს სციოდა და ჩაეხუტა. ნინომ სიამოვნებისგან თვალები დახუჭა. დათოს რაღაცის თქმა უნდოდა, ამ დროს ნინომ მას შეხედა და როცა მათი მზერა ერთმანეთს მოხვდა, დათომ ნელა შეახო თავისი ცხელი ცხვირი ნინოს ცივ ცხვირს და კოცნა მოპარა. ნინო ისევ დაიბნა... არ იცოდა რა ექნა... მან ძალების მოზღვავება იგრძნო, მაგრამ ეს ენერგია ვერ გამოიყენა, ამიტომ უბრალოდ დათოს მიენდო.
ამ სცენას შეესწრო ნინოს დედა, რომელიც წინააღმდეგი იყო მათი ურთიერთობით. მან ყველაფერი გააფუჭა. მთელი რომანტიკა ჩაშალა. დათოს თავი შეაძულა. სტუმარი იძულებული გახდა, გაპარულიყო. ამის შემდეეგ არც დათო უნახავთ, არც ღიმილი ნინოს სახეზე.
ნინოს დედა მიხვდა თავის შეცდომას და ძლივს შეურიგდა თავის შვილს.
ერთი წელი ნინო თავისთვის ცხოვრობდა. არავის გულს არ უხსნიდა... არც არავის უახლოვდებოდა და არასდროს იღიმოდა.
ერთი წლის შემდეგ. ნინო გახარებული დაინახა დედამისმა და მისი ბედნიერების მიზეზი იკითხა. როგორც აღმოჩნდა, ნინოს დათო დაესიზმრა.
ერთი კვირის შემდეგ კი მათ ქუჩაში დაინახეს ერთმანეთი. როდესაც მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა, თითქოს მათ ირგვლივ ყველაფერი გაქრა. იყო მხოლოდ ღმერთი, იყვნენ ისინი, შენობები და მცენარეები. ნინო დათოსკენ გაიქცა და ჩაეხუტა. ისინი ისეთივე სითბოს და ალერსს აფრქვევდნენ, როგორც ერთი წლის წინ. მათმა სიყვარულმა წლებს გაუძლო.
-და დამთავრდა? -იკითხა გაკვირვებულმა ნუცამ, რომელიც იმდენად იყო დაინტერესებული, რომ მზად იყო საუკუნე ესმინა ეს მონაყოლი. -და მიზეზი იმისა, რომ შენ არ იცნობ შენს მშობლებს?
-მიზეზი ის არის, რომ ათ ჩემი თავი ჩააბარეს ბებიასა და ბაბუას და თვითონ წავიდნენ სამყაროს გასაცნობად. "finito la comedy” -დასასრულს ხუმრობაც მიამატა მარიამმა. ახლა ძილის დროა. დაწექი და კარგად გამოიძინე.
კატეგორია: BooK < 33 | ნანახია: 1108 | დაამატა: anita | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6
2012-04-03
6. anita anny ( anita )  
- უიიი ბავშვებო ამას ჰქვია "ის ისევ იცინის " და დამავიწყდა ამის მიწერა:D:D:D




null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz