საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 16 » სარკეში ხშირად უნდა ჩაიხედო!
9:27 PM
სარკეში ხშირად უნდა ჩაიხედო!
-არ მესმის რატომ ხარ ასე უგულო? (ტირილით მიმართავს სალი)
-უგულობა რა შუაშია? (არ ნებდება ბექა)
-რა შუაშია და კრეტინი ხარ! იდიოტი! ააააა ცუდად ვარ
-იცი რა? ეგ ყველაფერი შენ თვითონ ხარ.
-მე უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა რომ მიყვარდი.
-ჰმმ კაი ახლა ხომ ვიცი?
-რატომ ხარ ასეთი ცინიკოსი?
-სულაც არ ვარ ცინიკოსი.
-ხარ და ნუ უარობ.
-თავში საერთოდ როგორ მოგივიდა რომ შეიძლება ოდესმე შემყვარებოდი?
-რატომ ასეთი ცუდი ვარ?
-სახლში სარკე არ გაქვს? საკუთარ თავს შეხედე რას გავხარ.
-რატომ? მე ჩემი თავი მომწონს.
-ეტყობა ყველაფერთან ერთად ელამიც ყოფილხარ.
-რატომ უხეშობ ასე?
-რატომ და იმიტომ რომ არ მიყვარხარ და არც არასდროს არ მეყვარები.
-მართლაც რომ უგულო ხარ და მეტი არაფერი.
-სულაც არა.

-არ მესმის მე ხომ არც ისე ცუდი ადამიანი არ ვარ?
-როდის შეიგნებ იმას რომ 14 წლის ბიჭს სულაც არ ჭირდება შენნაირი ადამიანი.
-ასე რატომ მექცევი? რამე დავაშავე?
-კი დააშავე რომ გაჩნდი ის დააშავე. ჩემს ნერვებზე თამაშობ შე უბედურო? ხომ იცი რომ მაინც არაფერი გამოგივა.
-საერთოდ არც კი მესმის როგორ შემიყვარდი?
-ეგ სულ მკიდია და არც მაინტერესებს. შე საცოდავო არასდროს არავინ არ შემოგხედავს რას გევხარ? წარბები და ულვაშები მაინც გაიკეთე თუ გინდა ბრიტვას გათხოვებ
-რა კრეტინი ხარ ღმერთო ჩემო?
-ისეთი ვარ როგორიც მინდა. შენ კი სწორედ ასეთი შეგიყვარდი არა?
-ასე რატომ ლაპარაკობ? შეგეძლო პირდაპირ გეთქვა რო არ მოგწონვარ და ვსო.
-ხო არ მომწონხარ, არც მომეწონები არასდროს და არც არავის მოეწონები არასოდეს.
-ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ?
-იმიტომ რომ თვალებში კარგად ვიყურები. შენც იგივეს გირჩევ ილუზიებში აღარ იცხოვრებ.
-ფუ ჩემი რა მათხოვარი ხარ.
-მათხოვარი მე კი არა შენ ხარ. ისე კი უკვე მყავს შეყვარებული რომელიც ძალიან მიყვარს და ამიტომ შემეშვი რა?
-ვინ?
-რაში გაინტერესებს ვინ? კარგი თუ მაინც არ იშლი. ნინი ხო ხო შენი კლასელი ნინი ხანდახან თვალებს თუ უფრო კარგად გაამხელდი შეამჩნევდი ხოლმე რა…
-ფუ ნინი? საზიზღარი გოგოა.
-სულაც არა, ძაან მაგარი ტანი აქვს, ქერაა.. მეტი რისი ნატვრა შეიძლება?
-მარტო ამით არ შეიძლება გოგოების არჩევა.
-მე ვის ავარჩევ და ვის არა ეგ შენი საქმე არაა რა?
-კარგი მაშინ წარმატებები, ახლა მიხარია კიდეც რომ გადადიხარ ვეღარასდროს გნახავ.
-ჰმმმ ეგ ყველაზე მეტად მე მიხარია დამიჯერე მახინჯო. ახლა მეჩქარება საერთოდ არ მესმის შენთან რატო ვლაპარაკობ?
-მე რავიცი ეგ შენი საქმეა სულ კარგად მეყოლე.
-ნუ ბლატაობ რა? ისე კი სანამ წავალ ერთ კარგ რჩევას მაინც მოგცემ. სარკეში ხშირად ჩაიხედე გთხოვ? უფრო რეალისტი გახდები.

10.10.2011
-გამარჯობა… შენც ამ უნივერსტეტში ჩააბარე?
-კი აქ ჩავაბარე. და ვიცნობთ ერთმანეთს?
-კი რაღაც ეგეთ პონტში, ერთ სკოლაში ვსწავლობდით 4 წლის წინ.
-რომელი ხარ? ვერ გიხსენებ.
-ბექა ვარ სალი.
-რომელი ბექა?
-ბექა გრძელიშვილი.
-აა ხო გამახსენდა ბექა.
-ასე რატომ შეგეცვალა სახე?
-უბრალოდ არ ველოდი აქ თუ გიხილავდი.
-ხოო.. მართალია მაშინ ძალიან ცუდად მოგექეცი. პატარა ბავშვი ვიყავი.
-ხოო.. ხოო… რა თქმა უნდა აღარც მახსოვდა.
-არა მართლა ძალიან მრცხვენია. მაინც მოზარდი ვიყავი სალ… ფუუ რომ ვიხსენებ საკუთარი თავის მრცხვენია.
-არა არ ღირს ამაზე ბევრი დარდი. თითქმის აღარც მახსოვდა.
-არა სალლ მართლა ძაან ბოდიში. ისე დასანანია როგორ ვერ გამჩნევდი? მართლა რა ნიჭიერი იყავი და რა კარგი.
-მადლობა.
-და კიდევ ძალიან ლამაზი იყავი მართლა. ახლაც ულამაზესი ხარ მართლა.
-მადლობა ვიცი, შენ და ნინიმ რა ქენით ერთად ხართ ისევ?
-არა რა ერთად? საშინელი გოგო იყო ნერვები აღარ მივარგოდა.
-ხოო.. მე გაფრთხილებდი… მაგრამ?
-ხოო ხოოო ნეტავ მართლა შენთვის დამეჯრებინა? და ნეტავ მართლა შენთან დავრჩენილიყავი?
-ახლა უკვე გვიანია.
-რატომ? იქნებ არც ისე? შეგვიძლია გავისეირნოთ სადმე დაგპატიჟებ ჰა? რას იტყვი?
-იცი დიდი სიამოვნებით მაგრამ??
-რა მაგრამ?
-სალი საყვარელო სად დაიკარგე გეძებდი. აღარ მოდიხარ? (გუგამ სალი ჩაიხუტა და აკოცა) -ისე ეს ახალგაზრდა ვინ არის? არასდროს მინახავს? არ გამაცნობ?
-ამმ ეს ბექაა გაიცანი, ბავშვობის მეგობარი.
-სასიამოვნოა (გაიცინა გუგამ)
-ჩემთვისაც. (მხარი აუბა ბექამ)
-ბექ ახლა წავედი მე იმედია კიდევ გნახავ.
-კარგი სალ შემეხმიანე,
-ისე დიდი მადლობა უნდა გადაგიხადო იმ რჩევისთვის რაც მომეცი. სარკეში ხშირად ვიყურებოდი და მივხვდი იმას რომ ისეთი ბიჭების ღირსი ნამდვილად არ ვიყავი როგორებიც მომწონდა. მე გაცილებით მეტს ვიმსახურებდი ყოველთვის და ახლა უბედნიერესი ვარ რადგან გუგა მყავს. ხშირად შენც უნდა ჩაგეხედა ხოლმე ბექა სარკეში და მიხვდებოდი ვისთვის შეგეხედა.ახლა კი უკვე გვიანია. წარმატებებს გისურვებ…
კატეგორია: Love .. | ნანახია: 965 | დაამატა: KaThY❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2011-12-16
- ბრავო ვინც ეს დაწერა !! <3 ძალიან მომეწონა !! არ მქონდა წაკითხული ! ))




null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 12
სტუმარი: 12
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz