სუნამო - ეს არის სუნების რთული კომპოზიცია. პარფიუმერები არომატის დახასიათებისას იყენებ სიტყვას "თაიგული” ან "აკორდი”. აკორდი თავის მხრივ იყოფა 3 ნოტად - საწყისი, ზედა - რომელიც იგრძნობა სუნამოსთან პირველი გაცნობისას; საშუალო ანუ ძირითადი, რომელიც რამდენიმე ხნის შემდეგ იგრძნობა და საბოლოო, საბაზისო, რომელიც ღრუბელივით გეხვევათ მთელი დღის განმავლობაში. ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები სხვადასხვანაირად ირჩევენ პარფიუმერულ ნოტებს:
კურო, ლომი, მორიელი და მერწყული ამჯობინებენ მდგრად სურნელს, რომელიც არ იკარგება დროის გასვლის შემდეგ.
ვერძი, კირჩხიბი, თხის რქა და სასწორი ამჯობინებენ პირველად ნოტს, პირველ შთაბეჭდილებას სურნელისაგან.
ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი და თევზები ამჯობინებენ რომ ადამიანებმა იგრნონ მათი სურნელის შლეიფი, უკანასკნელი ნოტი, რათა სურნელი სხვა ადამიანების მეხსიერებაში დარჩეს.
გასაგებია, რომ ქალებსა და მამაკცებს სხვადასხვანაირი დამოკიდებულება აქვთ კოსმეტიკის მიმართ. თუ მამაკაცების დამოკიდებულება სურნელის მიმართ ერთობ შეფარდებითია, ქალებისათვის ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ქალებს ყვავილების მსგავსად საკუთარი, განუმეორებელი სურნელი აქვთ, სადაც ყოველი ნოტი თავისი პატრონის ხასიათის ნიუანსებსა და სულის დახვეწილობაზე მეტყველებს. ამის გათვალისწინება კი აუცილებელია, როცა საჩუქრად სუნამოს ირჩევთ.
ვერძი (21.03 – 20.04)
მათ მკვეთრი, მაგარი სურნელი უყვართ და ხშირად იყენებენ სპორტულ ხაზს. ასეთი სუნამოების მთავარი ამოცანაა - იმპულსის მიცემა, გამოღვიძება, დაპყრობა. ამ ქალს სუნამო გარშემომყოფებისაგან უნდა გამოყოფდეს, რათა ყველამ შეიგრძნოს მისი სურნელი და დაინახოს, რამდენად არ გავს იგი სხვებს და რამდენად ძლიერია იგი თავისი ქალური სილამაზით.
კურო (21.04-21.05)
ამ ქალებს მოტკბო სურნელი უყვართ, ყვავილების, ხილის არომატი და ბალახების კომპოზიცია. ამასთან, როგორც წესი, ისინი ეჩვეიან რომელიმე ერთ სურნელს და გამუდმებით ყიდულობენ მათთვის საყვარელ ერთსა და იმავე სუნამოს. მათ ძალიან იზიდავთ ტკბილეულის, ვანილის, პუდრის, ტკბილი წყლის სურნელი. ერთი სიტყვით - ტკბილი ქალები არიან.
ტყუპები (22.05-21.06)
ამ ნიშნის ქალები ამჯობინებენ ტყის, ბალახის, სიოს სურნელს და ხშირად იცვლიან სუნამოს. ასევე ყურადღებით ადევნებენ თვალყურს საპარფიუმერო მოდას და ორინტირდებიან ახალგაზრდულ არომატებზე.
კირჩხიბი (22.06-23.07) ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები სუნამოს არჩევისას ორინტირდებიან საკუთარ თავზე და საკუთარ განწყობაზე. მათ ხშირად ეცვლებათ გემოვნება, მაგრამ ხშირად ანიჭებენ უპირატესობას უბრალო, ბუნებრივ კომპოზიციებს. უყვართ ჩვეული სუნები, ბალახის, მინდვრის, ყვავილების. კირჩხიბები ამჯობინებენ ისეთ არომატებს, რომლებიც ხაზს უსვამენ ქალურობას და სირბილეს. დიდი დროით ეჩვევიან ერთსა და იმავე სუნამოს.
ლომი (24.07-23.08)
ქალი ლომები სუნამოსა და არომატის შერჩევაში კაპრიზულები არიან, როგორც ნამდვილი დედოფლები. ყოველთვის რაღაც უნიკალური სჭირდებათ, ძვირფასი და დახვეწილი. არომატი ერთად-ერთი და განუმეორებელი უნდა იყოს, რომელიც განგმირავს ყველას, ვინც მის მფლობელთან კონტაქტში შევა. ხშირად გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს ან ღრუბლებს აცილებული ფასი, ან უნიკალური სურნელი, ან უნიკალური ფლაკონი და რა თქმა უნდა, ლომებს უყვართ, როცა ან სუნამოს ჩუქნიან, ან ძვირფას კოსმეტიკას.
ქალწული (24.08-23.09)
ქალწულები პირველ რიგში საკუთარი სხეულის სისუფთავეზე ზრუნავენ. კოსმეტიკით და სუნამოთი ისინი საკამოდ იშვიათად სარგებლობენ, რადგან უპირატესობას სუფთა სხეულის სურნელს ანიჭებენ. ხოლო თუ მაინც შეარჩევს სუნამოს, ეს აუცილებლად იქნება რაიმე ძლივს შესაგრძნობი არომატი.
სასწორი(24.09-23.10)
სასწორი ქალები თუმცა ყველაფერს პატივს სცემენ, რაც სილამაზესა და მოდასთანაა დაკავშირებული, მაგრამ შეუძლიათ ზომიერების დაცვა და ცდილობენ რაიმე ერთი სტილი დაიცვან. თუ მათ რაიმე არომატი მოეწონებათ, ის, როგორც მინიმუმი გარშემომყოფებს უნდა მოსწონდეთ. კრიტიკული შეძახილის მოსმენისთანავე სასწორი მაშინვე იპოვის მიზეზს ამ სუნამოს თავიდან მოსაშორებლად. ისინი ხშირდ ანიჭებენ უპირატესობას მშვიდ, მსუბუქ და დახვეწილ სურნელს, მაგრამ ეს რა თქმა უნდა გრაციოზული და ძვირფასი სუნამო უნდა იყოს.
მორიელი (24.10-22.11)
მორიელი ქალები უპირატესობას ანიჭებენ ღრმა და გამჭოლ სურნელს. სურნელს, რომელიც განგმირავს პარტნიორს, განაიარაღებს და პარალიზებას მოახდენს. არჩევენ ისეთ სუნამოებს, რომლებიც ხაზს უსვამენ მათ სექსუალურობას, მიმზიდველობას, მაგრამ ამას არა დემონსტრატიულად და გამომწვევად გააკეთებენ, არამედ ფარულად, იდუმალების მიღმა, რათა მამაკაცი გაებას მათ მიერ ეშმაკურად დაგებულ მახეში. ამიტომ მორიელები ირჩევენ უჩვეულო, მისტიურ სუნამოებს, რომელიც ერთდროულად გამჭოლიც იქნება და ტკბილიც აშკარად გამოხატული აღმოსავლური არომატით.
მშვილდოსანი (23.11-21.12)
ქალ-მშვილდოსნებს ხშირად სუნამოების მთელი კოლექცია აქვთ, როგორც წესი, ძვირფასი, პრესტიჟული და ცნობილი ფირმების. უყვართ სუნამოს დიდი რაოდენობით პკურება, რათა ყველასათვის დაუყოვნებლივ გახდეს ნათელი მათი სილამაზე და ფუფუნება. მათთვის მთავარია - იმიჯი. მათ უყვართ მოგზაურობა, ხოლო ახალი ადგილები - ახალი არომატებია, ახალი სუნამოები!. არც არის გასაკვირი, რომ არ იციან მიჩვევა და არასოდეს იყიდიან ერთსა და იმავე სუნამოს ორჯერ. მათ შეუძლიათ ერთნაირი სიმსუბუქით იპკურონ როგორც ძალიან ტკბილი, ასევე გრილი სუნამო და ამასთან ძალიან ადვილად არჩევენ იაფფასიან სურნელს ძვირფასისაგან.
თხის რქა (22.12-20.01)
ქალი-თხის რქები სურნელებას ძალიან მშვიდად ხვდებიან და პირველ რიგში რესპექტაბელურობას, კლასიკასა და სტილს აფასებენ. ისინი ძალიან დიდხანს და საგულდაგულოდ ეძებენ თავის სურნელს და ‘’ერთგულება’’ მის მიმართ შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე შეინახონ. თხის რქები უპირატესობას ანიჭებენ მაგარ სუნს, როგორც ტკბილს, ასევე ზღვის ან ხის სურნელს.
მერწყული (21.01-19.02)
ქალი მერწყულები საკმაოდ ხშირად იცვლიან გემოვნებას. თუმცაღა მათი სუნამოების დიდ სიაში ვერ იპოვით მსუყე, მძიმე არომეტებს. ძირითადად კი მოდას მისდევენ და ყოველთვის არიან პარფიუმერული სიახლეების საქმის კურსში, ადვილად მიდიან ექსპერიმენტებზე, მაგალითად, შეუძლიათ ერთდროულად ორი სუნამო იპკურონ.
თევზები (20.02-20.03)
ეს ქალები ისეთ სუნამოს ირჩევენ, რომელიც ხაზს გაუსვამს მათ სინაზესა და სისუსტეს. როგორც წესი, ეს არის ტკბილი, ყვავილების, ნაზი და რბილი არომატები. თევზები ხშირად იცვლიან გემოვნებას, ხშირად სენტიმენტალურები არიან, შეუძლიათ სუნამო მხოლოდ იმიტომ აირჩიონ, რომ იგი ახსენებდეს რაღაც ძალიან ახლობელსა და საყვარელს, ან რაიმე სხვა სულიერი მოზასრებებით, ან რომანტიული ოცნებებით. ალბათ ამავე მიზეზების გამო ისინი უპირატესობას ანიჭებენ ექსკლუზიურ და უჩვეულო სუნამოებს, იმის მიუხედავად, რომ მათთვის ძნელია გაარჩიონ საკუთარი მისწრაფება და რეკლამის ზემოქმედება.
იმედია მოგეწონათ :*
|