ჰოლივუდის ვარსკვლავი, მეგან ფოქსი აცხადებს, რომ კომედიური ჟანრის ფილმები იზიდავს. ფოქსი მიიჩნევს, რომ კომედიამ "მეგობრები ბავშვებთან ერთად" მის კარიერაში სიახლე შეიტანა. გადასაღებ მოედანზე კარგად გაერთო და შესანიშნავად გრძნობდა თავს.
"თუკი არჩევანის საშუალება მექნება დრამასა და კომედიას შორის, უკანასკნელს ავირჩევ. როლზე მუშაობის დროს ერთობი და ეს ნამდვილად შესანიშნავია", - განაცხადა მსახიობმა პრესისთვის გაკეთებულ კომენტარში.
მსახიობმა აღიარა, რომ არქეოლოგია აინტერესებს. "ძალიან მინდა არქეოლოგიურ ექსპედიციაში მივიღო მონაწილეობა. სიამოვნებით ვეწვეოდი ეგვიპტესა და სირიას", - განაცხადა მან.