"ბილბორდმა" გასული წლის ყველაზე პოპულარული შემსრულებლები გამოავლინა.
პირველი ადგილის მფლობელი Rihanna გახდა. მისი სიმღერა We Found Love 8 კვირის განმავლობაში იყო ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე.
მომდევნო ადგილს Adele იკავებს სიმღერით Rolling In The Deep. მან 7 კვირის განმავლობაში მოახერხა ჩარტის სათავეში ყოფნა.
მესამე ადგილს ყველაზე პოპულარულ შემსრულებლებში კი Lady Gaga იკავებს. Born This Way-მ 6 კვირა გაძლო პირველ პოზიციაზე.