”S & M-ის” შემდეგ ვიფიქრეთ, რიანა ჭკუას ისწავლიდა, მაგრამ სულ ტყუილად. მისმა ახალმა კლიპმა, ”We Found Love” მორიგი სკანდალი გამოიწვია.
რიანასა და კელვინ ჰარისის კოლაბორაცია საფრანგეთში აიკრძალა. ვიდეოს გაშვების უფლება ტელეარხებს მხოლოდ ღამის საათებში აქვთ, რადგან, ცენზორთა განცხადებით, ვიდეოში, აშკარად, ნარკოტიკებისა და თვითდესტრუქციული ქცევების პოპულარიზაცია ხდება.
”S & M-ს” თავის დროზე BBC-ის რადიოში სახელი შეუცვალეს და ”Come on” დაარქვეს - რადიოწამყვანებს მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს უფლება, ის ეთერში გაეშვათ, რადგან S & M იშიფრება როგორც სადო-მაზოხიზმი.
რაც შეეხება რიანას, მომღერალს ფრანგულ სკანდალზე კომენტარი არ გაუკეთებია - შემსრულებლი ხომ სწორედ სკანდალური ვიდეოებით ახერხებს მაყურებლის მიზიდვას.
რიანა ცოტა ხნის წინ ლონდონს ეწვია სადაც პროექტ Jingle Ball-ისა და ტურნეს ფარგლებში კონცერტი გამართა. მომღერალმა რამდენიმე სიმღერა შეასრულა და შემდეგ თვითერზე დაპოსტა, რომ აღფრთოვანებული იყო კონცერტით. შესრულების რა მოგახსენოთ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ რირი ცეკვით უფრო ცდილობდა მაყურებლის აყოლიებას ვიდრე სიმღერით. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ბარბადოსელმა ლამაზმანმა ტურნეს მსვლელობისას სამჯერ შეიცვალა თმის ფერი.
|