21 მარტს პაპარაცებმა რიანა ჰოლივუდში, ეშტონ კატჩერის სახლიდან გამოსვლისას დააფიქსირეს. რა აკავშირებთ ახალგაზრდებს? ალბათ, არა მარტო პოპულარობა, არამედ გატეხილი გულებიც.
ალბათ, 24 წლის ბარბადოსელი ლამაზმანი 34 წლის ეშტონს შუაღამისას იმიტომ ესტუმრა, რომ საკუთარი გამოცდილება (რიანა 2 წლის წინ სკანდალურად დაშორდა მუსიკოს კრის ბრაუნს) გაეზიარებინა. გულითადი საუბარი დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა.
პორტალ TMZ-ის ინფორმაციით, რიანა საკუთარი ავტომობილით, რომლის საჭესთანაც პირადი დაცვა იჯდა, კატჩერის სახლს შუაღამისას მიუახლოვდა და იქაურობა გამთენიისას დატოვა.
ცნობისთვის, ეშტონ კატჩერის სახლი იყიდება... 10 მილიონ დოლარად. თუმცა რიანას ვიზიტი სახლის კლიენტის სტუმრობას ნამდვილად არ ჰგავდა...
შესაძლოა, ეშტონი და რიანა პირად ცხოვრებაში წარუმატებლობის გამო დამეგობრდნენ - რიანას ხომ დღემდე არ მოშუშებია ექს-მეგობართან, მუსიკოს კრის ბრაუნთან სკანდალური დაშორებისგან მიღებული იარები. ცნობისთვის, 2 წლის წინ მეგობარმა მამაკაცმა მომღერალი სასტიკად სცემა.
კატჩერსაც აქვს გასაზიარებელი: ის დარწმუნებული არ არის, რომ დემი მურთან ურთიერთობის აღდგენა ღირს. დემი მური კი თავის მხრივ მზად არის, მეუღლეს ღალატი აპატიოს და ოჯახში მიიღოს.
იქნებ ეშტონი და რიანა - ახალი წყვილია?
|