|
მთავარი » 2012 » თებერვალი » 8 » - რჩევები ჭარბწონიან თინეიჯერებს ))
10:31 PM - რჩევები ჭარბწონიან თინეიჯერებს )) |
დღეს-დღეობით ჭარბი წონა ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებაში, რაც თავს განსაკუთრებით თინეიჯერებში, მოზარდებში იჩენს.
დიეტაზე და მსგავს შეზღუდვებზე ფიქრიც სწორედ ამ დროს იწყება. თქვენ ასეთ მომენტში შეიძლება დაიკლოთ ბევრი კილოგრამები, მაგრამ გახსოვდეთ ეს ერთბაშად დაკლებაა ყველაზე დიდი ზიანი ჩვენი ორგანიზმისთვის. თანაც თუ დააკვირდებით მალე დაკლებულს ისევ მალე ინაზღაურებთ ხოლმე. როგორც იცით, სტატისტიკის მიხედვით მსუქანი ადამიანების რაოდენობით მსოფლიოში აშშ. ლიდერობს, სადაც უზომოდ დიდი ადამიანების რიცხვი მოსახლეობის 78 %-ს შეადგენს. მედიკოსები ადამიანის სიმსუქნის ხარისხს სხეულის მასის მიხედვით განსაზღვრავენ, რომელიც შემდეგი ფორმულით შეიძლება გამოითვალოს: კილოგრამებში გამოსახული წონა იყოფა მეტრებში გამოსახული სიმაღლის კვადრატზე. მიღებული კოეფიციენტით კი შეიძლება ითქვას გამხდარი ხარ, მსუქანი თუ ძალიან მსუქანი. მაშ ასე, კოეფიციენტები კი ასე გამოიყურება:
18.5 ან ნაკლები - ძალიან გამხდარი 18.5 - 24.9 - ნორმალური 25.0 - 29.9 - მსუქანი 30.0 - ან მეტი - ძალიან მსუქანი
aq amis gageba Tu gindaT http://dieta.ge/?i=5 aq shediT upro advilia )) მამაკაცებისთვის საუკეთესო მაჩვენებელი 24.8, ქალებისთვის კი - 24.3 თუ თქვენ გამოთვალეთ თქვენი კოეფიციენტი და ნორმალური წონა გაქვთ ძალიან კარგი, ხოლო თუ მაგაზე მეტი და ამას გამოთვლის გარეშეც ხვდებით ნუ დაიწყებთ დიეტებს.. თან ისეთებს, რომლებიც გავრცელებულია სხვადასხვა ადამიანებისა და არა დიეტოლოგების მიერ. მოკლედ ამ შემთხვევაში მე და არამარტო მე გირჩევთ, რომ დიეტა გამორიცხოთ (განსაკუთრებით თინეიჯერებმა).
თქვენ რომ მსგავსი შეზღუდვა გაუკეთოთ თქვენს თავს როგორიც დიეტაა, და ჩარჩოებში მოაქციოთ თქვენი კვებიც რაციონი დამიჯერეთ ამით ფსიქოლოგიურად ნამდვილად დაზიანდებით. ამიტომ თინეიჯერებს, გირჩევთ ერთ ყველაზე მარტივ რაღაცას, თავში ჩაიბეჭდეთ ფრაზა არა ის რომ პური არ ჭამო, ღამე არ ჭამო და ასე შემდეგ. პირიქით "ყველაფერი უნდა ვჭამო, ოღონდ ზომიერად".. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს პრინციპი ჩემი აზრით მხოლოდ თინეიჯერებს ეხება, რადგან ამ ასაკიდანვე უნდა მოუფრთხილდეთ თავს, შემდეგ წონაში დაკლება უფრო და უფრო გაგირთულდებათ. თუ თქვენ ვერ დაკმაყოფილდით ცოტა რაოდენობის საკვებით, მაშინ აუცილებლად დაიწყეთ ვარჯიში. რა თქმა უნდა არაჩვეულებრივია სპორტით დაკავება, ცურვა, ტრენაჟორები მაგრამ 1 საათიანი სირბილიც კი საუკეთესო ვარიანტია თქვენთვის. ეცადეთ ჭამის შემდეგ მიღებული კალორიები დახარჯოთ და მოძრაობაში გაატაროთ დრო. ასევე აუცილებლად ამოიღეთ კვების რაციონიდან მაგალითად ქუჩაში ლობიანისა და პიცის ყიდვა და მსგავსი რაღაცეები. დღეში კი 3 ნაჭერ პურზე მეტს ნუ შეჭამთ. (აქვე მინდა გითხრათ რომ პურის არ ჭამა თმის ცვენას იწვევს) ასევე ერთი საინტერესო ფაქტი, როდესაც ჭამთ არ უნდა მიირთვათ უკაცრავად და გაძღომამდე. მიირთვით ცოტა რადგან ტვინს ინფორმაცია ამის შესახებ 20 წუთის შემდეგ მიეწოდება. ასე რომ მოთმინება გმართებთ, მერე აღარც გეშიებათ.
მთავარია საკუთარი თავი დაარწმუნო იმაში, რომ შენ ამას შეძლებ. არ უნდა ჩაუჯდე ყოველ ორ საათში ერთხელ კომპიუტერს, ჭამის შემდეგ ან დილით ან საღამოს ყოველთვის გადი გარეთ და დახარჯე კალორიები. მიირთვი ზომიერად!
ახლა კი ვნახოთ სხვდასხვა მედიკოსების აზრი დიეტასთან დაკავშირებით:
" დიეტა, და მით უმეტეს, თვითნებურად დადგენილი კვების რეჟიმი უარყოფით შედეგს იძლევა როგორც წონის კორექციის მხირვ, ასევე ირღვევა ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა და მოსდევს რიგითი პრობლემები."
"არ უნდა მივიღოთ ზედმეტი ნახშირწყლები, მიღებული კალორიები უნდა დაიწვას ფიზიკური აქტივობების ხარჯზე. საკვები უნდა მივიღოთ 4-5 საათში ერთხელ."
"დიეტა ძალიან ცუდ მდგომარეობაში აგდებს ადამიანის ფსიქიკას. შიმშილი იწვევს დიდ ნერვიულობას. ამ დროს ადამიანი უფრო ისტერიული და გულჩვილია"
" ადამიანები რომლებიც იცავენ დიეტას ფორმის შესანარჩუნებლად, აუცილებლად მოიმატებენ წონაში. ადამიანი ვერ იცლის თავისთვის რომ 10 წუთი ივარჯიშოს, ფსიქოლოგიაში არსებობს მოსაზრება, რომ ნევროზზე სწორი კვება დადებითად მოქმედებს. შეიძლება უცნაურია, მაგრამ სახის კანიც კი კვებაზეა დამოკიდებული. დიეტა არ არის მოვლა, პირიქით ის დამღუპველია, ჩემი რჩევაა იკვებეთ 4 საათში ერთხელ და დიეტების ნაცვლად, ფიზიკური აქტივობით დაკავდით"
Good Luck
____________________________________________________________________________________________________ Gadmokopirebulia vici magRam gTxovT aR washaloT
|
კატეგორია: სხვა .. |
ნანახია: 1150 |
დაამატა: Leluka♥))
| რეიტინგი: 0.0/0 |
|