|
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 18 » ყოველდღიური წვრილმანები (3)
7:57 PM ყოველდღიური წვრილმანები (3) |
1. iPod ან მობილური მაქსიმალურ ხმაზე რომ გაქვს, მაგრამ შიგადაშიგ მაინც აჭერ ხმის აწევის ღილაკს...'
2. სახლიდან გასვლის წინ სუნამოს რომ ისხამ ისტერიკულად, აშკარად ბევრი გასხია, მაგრამ შენ მაინც აგრძელებ დასხმას რომ მაქსიმალურად სურნელოვანი იყო :)))
3. გონკებს რომ თამშობ და მოსახვევში მანქანის მიმართულებით რომ იხრები ♥
4. შაბათი ან კვირა, რომ არის და დილას, რომ გაგეღვიძება და გაიაზრებ, რომ რამდენიც გინდა იმდენი დრო გაქვს ძილისთვის ♥
5. გაკვეთილზე რომ ზიხარ და ფიქრობ: ოღონდ დღეს არ გამომიძახოს და შემდეგისთვის ვისწავლიო და მაინც რომ არ სწავლობ
http:
6. რაიმეს რომ ღიღინებ და ამასობაში გაიგონებ ძაალიან ხმამაღალ ხმას რაიმესას, უწევ ღიღინის ხმას, რეალურად უკვე ღრიალებ მაგრამ სხვას ხომ არ ესმის ! ამასობაში ითიშება ხმა და შენც წამიერად მუნჯდები
7. როდესაც შენთვის ხარ კომპიუტერთან მოკალათებული, ამ დროს კედელზე ობობას ხედავ და ნერვები გეშლება.
8. უსიამოვნო მომენტი, როდესაც ჯიბეში ტელეფონის "ვიბრო" ჩაირთვება, იტაცებ ხელს და აღმოჩნდება რომ მოგეჩვენა.
9. იმ სტატუსის წაშლა, რომელზეც არავინ დატოვა კომენტარი და არავინ "დაალაიქა"...
10. სახლში მარტო, კომპიუტერთან რომ ხარ გემრიელად მოწყობილ/მოკალათებული და ამ დროს სახლის ტელეფონი რეკავს..
11. გაზიან სასმელს რომ სვამ, და 3-4 ყლუპის შემდეგ ცოტა ხნით ჩერდები, რადგან სასაში რაღაც გიბჟუის...
12. პარკში ხილი ან ტკბილეული რომ დევს, თავი შეკრული რომ აქვს და პირდაპირ რომ ხევ კვანძის გახსნის მაგივრად...
13. მაგიდაზე "მაუსის" ბრახუნი - ერთადერთი შვება, როცა კომპიუტერი ჭედავს...
14. ტანსაცმლიდან ძაფის ერთი ქინცილა ღერი რომ ამოირღვევა,გინდა გადაწყვიტო და უარესად გერღვევინება
15. პატარა გულის შეტევა, როცა ქუჩაში უცებ დიდი ძაღლი ჩაგიქროლებს გვერდით.
16. ესემესს რომ კითხულობ, ტელეფონში იყურები და ხეს ეჯახები თავით ეგრევე, იმ მომენტში აქეთ-იქით იყურები ვინმემ ხომ არ დაგინახა და ხომ არ დაგცინის,მერე დამშვიდდები (არავის დაუნახიხარ) და მერე გრძნობ რომ გეტკინა თავი
17. სოფელში რომ ჩადიხარ და პირველი 3 დღე( ან მთელი იქ ყოფნის პერიოდი) ყველაზე მაგარი ტიპი რომ გგონია თავი :დ ნუ იმათ ფონზე ხარ კიდეც
18. როცა გეჩქარება მაინცდამაინც მაშინ რომ იკრავ აცაბაცად პერანგის ღილებს
19. მოხარშულ კვერცხს რომ გატეხავ და წესიერად არ იფრცქვნება... 20. ზამთარში დასაბანად რომ შედიხარ და გარკვეული დროის მერე ამჩნევ, რომ უკვე ერთ საათზე მეტი გავიდა და შენ ისევ გაუნძრევლად დგახარ და ცხელი წყლის ქვეშ სითბოთი ტკბები.
|
კატეგორია: სხვა .. |
ნანახია: 1071 |
დაამატა: Leluka♥))
| რეიტინგი: 5.0/1 |
|