|
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 18 » ყოველდღიური წვრილმანები (2)
7:39 PM ყოველდღიური წვრილმანები (2) |
1. უსიამოვნო მომენტი, როდესაც ექსკალატორზე ასვლის რიგში მეგობართან გვერდიგვერდ დგახარ, თუმცა მას შემდეგ, რაც შედგებით, თქვენს შორის 4-5 ადამიანი აღმოჩნდება ხოლმე... 2. უსიამოვნო მომენტი - როცა იმდენი ხანი გრძელდება რეკლამა, რომ გავიწყდება რას უყურებდი . 3. კიმპიუტერთან ორნი რომ სხედხართ, მას პაროლი რომ შეყავს და რომ არ იცი საით გაიხედო... 4. სახლში ერთი ტელევიზორი რომ არის და ყველას სხვადასხვა არხის ყურება რომ უნდა 5. გასულა 3 წუთი ისე რომ დებილივით refresh ს აჭერ ხოლმე თითქოს უფრო სწრაფად იმუშავებს კომპი 6. დილით რომ გაიღვიძებ, გარეთ ცივა, გეზარება ადგომა და ამ დროს გაგახსენდება რომ შაბათია 7. ქუჩაში ვიღაც (უმეტესად მოხუცი) რაღაც უცნაურად რომ გიყურებს, რომ ხვდები რაღაცის თხოვნა ან კითხვა რომ უნდა და წინასწარ არიდებ თავს და სხვა მხარეს იხედები... 8. მაგიდის ქვეშ ვიღაცის ფეხს რომ შეეხები, და მომენტალურად ორივე უკან წევთ. 9. ცხელ ჩაის რომ დალევ და მერე სულ ენა გეწვის 10. გზის პირას რომ დგახარ და "მარშუტკას" ელოდები, ან გზაზე გადასვლა გინდა და ამ დროს სხვა მარშუტკა/ავტობუსი გიჩერებს წინ... 11. უსიამოვნო მომენტი, გარეთ რომ გუნდაობენ და გვერდით ჩავლისას რომ გეშინია, ერთმანეთს არ ააცილონ და შენ არ მოგხვდეს. 12. მეგობარს Youtube-ს ვიდეოს ლინკს რომ მისცემ და შენ თვითონაც შედიხარ თავიდან საყურებლად...
|
კატეგორია: სხვა .. |
ნანახია: 1075 |
დაამატა: Leluka♥))
| რეიტინგი: 5.0/1 |
|