საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 26 » ყოველდღიური წვრილმანები (6)
10:33 PM
ყოველდღიური წვრილმანები (6)
1. ავტობუსი ან მეტრო რომ "წაატორმუზებს" და რეფლექსურად ხელს რომ უცხოს ავლებ
2. დღის ბოლოს ქვითრებით, ავტობუსის ბილეთებითა და კიდევ ათასი უაზრობით გატენილი ჩანთა
3. მაინცდამაინც ის ნომერი "მარშუტკა" რომ იგვიანებს, რომელიც ყველაზე მეტად გაწყობს...
4. დილით, ახალ გაღვიძებულზე, რომ ვერ აზროვნებ, ვერ მეტყველებ, ტელეფონზე უფროსი გირეკავს და აუცილებლად რომ უნდა უპასუხო
5. ერთ ჭიქა მზესუმზირას რო იყიდი და გამყიდველი თავისი დიდსულოვნების ხარჯზე რამდენიმე მარცვალს კიდევ წააყრის.
6. რვეული რომელშიც უკნიდან წინ უფრო მეტი წერია ვიდრე პირიქით
7. გულის უსიამოვნო აჩქარება, როცა ჯიბეზე ხელს დაიდებ და მობილურს ვერ გრძნობ... თურმე მეორე ჯიბეში გიდევს...
8. წამიერი დაფიქრება - მსურს, თუ არა ქვითარი?
9. ქუჩაში რამის ჭამისას ძაღლი რომ აგედევნება და საწყალი თვალებით რომ გიყურებს... რომ შეგეცოდება, ცოტას მოუტეხავ და დაუგდებ, ის კი მხოლოდ დასუნავს, არ შეჭამს და გაიქცევა...
10. "ქარიშხალი" მეტროს გამოსასვლელში...
11. ვიდეოებს რომ ვდებ,რაც იციან და მოსმენილი აქვთ,იმას ალაიქებენ,რაც არ ეცნობათ სახელით,არც უსმენენ
12. "ფლეშკას" რომ უკუღმა აერთებ...
13. ფურცელზე სათაურის წერისას ხაზზე ადგილი რომ არ გყოფნის და იძულებული ხარ პატარა და ვიწრო ასოებით დაამთავრო წერა.
14. Youtube-ზე ჩართული სიმღერის მოულოდნელი შეწყვეტა მისამღერის დაწყების წინ, რადგან "ბოლომდე არ ავსებულა"...
15. ინსტინქტური შეკითხვა "რა?" მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გაიგე..
16. კოკაკოლის (ან სხვა გაზიანი სასმელის) დასხმისას ქაფის ჩასვლას რომ უცდი..
17. ფილაქანზე სიარულისას რომ ცდილობ ხაზს არ დაადგა ფეხი და კვადრატების შუაგულში გაიარო...
18. რვეული...თავიდან რომ ასფურცლიანი იყო
19. რეკავს მაღვიძარა, დგები, იცვამ, ჭამ... მერე ისევ მაღვიძარა რეკავს და ხვდები, რომ ჩაცმისა და ჭამის პროცესი მხოლოდ სიზმარი იყო...
20. ჩატში გასაგზავნად გამზადებული მესიჯის წაშლა, როცა ხედავ, რომ მოსაუბრე წერას იწყებს...
21. "ფრენდების" სიხარულის აღმნიშვნელი სტატუსებით გადაჭედილი ვოლი.. "დამთავრდაა, როგორც იქნაა, ძლიივს, მორჩაა, თავისუფლებაა"...
22. სახლიდან გასულს, კიბეებზე მშობლის შეკითხვა "პლასტიკური მოგაქვს?"
23. უბრალოდ ფრაზა : "მაგითი ისევ შენ დაგაკლდება, თორემ მე რა, მე ისედაც ვიცი ეს"
24. 2-3 წამიანი სიჩუმე, პატარა ბავშვის წაქცევასა და ტირილის დაწყებას შორის..
25. გრძნობა მას შემდეგ, დაცემინებას რომ აპირებდით და არ გამოგივიდათ...
კატეგორია: სხვა .. | ნანახია: 1040 | დაამატა: Leluka♥)) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2011-12-27
- მეგი მაღრაძე, აუცილებლადდ <333




null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz