|
მთავარი » 2012 » მაისი » 9 » P.s I Love You [ 1.2 ] ♡
1:14 AM P.s I Love You [ 1.2 ] ♡ |
სახლში მივედი დედაჩემი დამხვდა , უცებ ვივახშმე და ოთახში ავედი . კომპში ვიქექებოდი , მერე ეფიმ დამირეკა , ჩამოდიო , მეც დავთანხმდი და ჩავედი . მეტროში ვიყავით რო ეფფიმ ვიღაც მოხუც კაცს ესეთი რაღაც გაუკეთა ,
ის კაცი გაოგნებული უყურებდა , მე უკვე მიჩვეული ვიყავი ეფის ესეთ ქცევებს , უცებ ეფიმ ფეხზე ხელი გადამისვა აი მაშინ კი ნამდვილად შემრცხვა და ვუთხარი : - ეფი , იუ. მას კი უბრალოდ გაეცინა , შემდეგ ისევ ვუთხარი - ეფი, მცხვენია შენ? ეფის არც ამჯერად გაუცია ხმა , მეც თავი დავანებე . მერე რაღაც საწყობში შევედით . აქეთ - იქით ვაცეცებდი თვალებს და ვიყურებოდი , ვათვალიერებდი ამ საწყობს , უცებ საათს დავხედე , უკვე გვიანი იყო და ეფის ვუთხარი - ეფი , დრო ამოგვეწურა სახლში წასვლის დროა. - ასე მალე? კარგი სხვა რა გზა გვაქს წავიდეთ. ნახვამდის :) სახლში ჩუმად ავიპარე და ჩავწექი . დილით ადრე გავიღვიძე , მოვემზადე სკოლაში წასასვლელად. დაბლა ჩავედი , გასაღები ავიღე და მანქანაში ჩავხტი და ეფისკენ დავგაზე. მალევე გამოვიდა , ისიც ჩამიხტა მანქანაში და სკოლისკენ დავძარი .
( სკოლაში ) მანქანიდან გადმოვედით . სკოლის ეზო ცარიელი იყო , რაც საშინლად გამიკვირდა , აქ ხომ ყოველ დილას აურზაურია . სკოლაში შევაბიჯეთ და მცველს ვკითხეთ სად იყო ყველა , მან გვითხრა რომ დარბაზში იყვნენ , ვიღაც პოპულარული მოსწავლეები გადმოვიდნენ ჩვენ სკოლაში. დარბაზში შევიხედეთ, უამრავი ბავშვი იყო მოგროვილი , ვერ ვხედავდი სცენას , თუმცა ხმა ისმოდა , როგორღაც გავწი - გამოვწიეთ ბავშვები მე და ეფიმ და ვის ვხედავთ , ბატონი სომელდარი და პაულ ვესლი გადმოსულან ჩვენ სკოლაში . :დ თავიდანვე არ მომწონდა იანი , სულ მეგონა რომ თავში ქონდა ავარდნილი , თუმცა სიმპატიური კი იყო . ნუ მან ბლა ბლა ბლა გააგრძელა აი მე და ეფი კი დარბაზიდან გამოვედით და კლასში შევედით. რაღაცებზე ვჭორაობდით , ეფის ვეუბნებოდი რომ მისი ესეთი ქცევები გაგრძელება აღარ შეიძლებოდა , თუმცა ვინ მისმენდა , მალე ზარი დაირეკა და ბავშვები გამოჩნდნენ . მე და ეფი ერთად ვზივართ ხოლმე ყოველთვის და ეხლაც ერთად დავჯექით , რაღაცეებზე ვლაპარიკობდით და მასწმა დაგვინახა - პალვინ გადაჯექი ახალ მოსწავლესთან , ნეტა ამდენი საჭორაო რა გაქვთ - აუუ არა მას რა ხმას აღარ ამოვიღებთ , ოღონდ არ გადამაჯინოთ რა ; (
- მე კარგად ვიცი შენი ხმის ამოღება , დროზე იანთან . - მას იანს გვერდით უზის ადამიანი , ამიტომ ვიქნები რა ჩემ ადგილას.
- არათქო ვერ გაიგე ? პაულ გადმოდი ეფისთან წუწუნით წავედი იმ ადგილისკენ , სადაც " ჩვენი " იანიჩკო იჯდა . - გამარჯობა მე იანი ვარ - ნახვამდის . : ) - მოკლედ და ნაგლურად მოვუჭერი :დ - რა დაგიშავე რომ ესეთი ტონით რომ მელაპარაკები ?
- იცი შენთან ლაპარაკი დიდად არ მსიამოვნებს და ასევე არაა საჭირო აჩოტები ჩაგაბარო : )
- ეეიი გოგონი , ზედმეტები მოგდის იცი ? - ჰეი ბიჭუნი რადგან ვარსკვლავი ხარ ეს იმას არ ნიშნავს , რომ ყველაფერი გაგივა ჩემთან : )
- პალვინ :@ აქაც არ ისვნებ ? ( მასწი ) - მასწ , ეს იდიოტი არ მასვენებს ? - მე ვარ იდიოტი , მე ? - იანი - ხო აბა სხვას ვინმეს ხედავ აქ შენს გარდა იდიოტს ? - მორჩით :@ ორივე დირექტორთან :@ - აჰ მადლობ მისტერ სომელდარ : ) ესღა მაკლდა :@ - გაბრაზებულმა ავიღე ჩანთა და კლასიდან გავედი , იანიც გამომყვა .
- რამე დაგიშავე ? - ის რომ არსებობ - ვითომ რატომ ? - შენ გამო საკლასო ოთახიდან გამომაგდეს და ეხლა დირექტორთან მივდივარ , თან შენნაირ თავში ავარდნილ ადამიანებს ვერ ვიტან : ) - ჯერ ერთი ჩემგამო არა , შენ დაიწყე სწერვობა და პირიქით მე უნდა გეჩხუბებოდე და გენაგლებოდე : ) და მეორეც საიდან დაასკვენი რომ თავში ავარდნილი მაქ ?
- და რომ გაქვს ? - აუუ შენ ვინ ხარრ ეე ? - ვინ ვარ და შენი ბნელი კოშმარი :დ ვინ უნდა ვიყო ? ადამიანი . - დირექტორის კაბინეტთან მივედით , მან დაგვიძახა , როცა შევდიოდი იანის სიტყვებს მოვკარი ყური - Ouu , Nice Bitch .. ( ოუ , ლამაზი სწერვა ) - თქვა მან სიცილით .
დირექტორმა ორ საათიანი ლექცია წაგვიკითხა მგონი , მაგრამ ვის ესმოდა ? ერთ ყურში შევუშვებდი და მეორიდან გამოვუშვებდი . ბოლოს როგორც იქნა გამოგვიშვა , ზარი დარეკილი იყო , ამიტომ ეფის კარადასთან მივედი და მან დაიწყო ....
|
კატეგორია: BooK < 33 |
ნანახია: 1037 |
დაამატა: -Gamura^^
| რეიტინგი: 5.0/1 |
|