შენ რომ იცოდე
შენ რომ იცოდე, რას ამბობენ შენზე ღმერთები
რატომ შეშურდათ იებს შენი მორცხვი სინაზე,
თუ გამიმხელენ ეგ თვალები ოდესმე ცრემლებს
აღარასოდეს აღარ დავწერ ალბათ წვიმაზე.
შენ რომ იცოდე,რატომ სვამენ ლოთები ღვინოს
რატომ კვდებიან პოეტები შებინდებისას,
ნუ მებუტები ძალიან გთხოვ, ცხოვრებით დაღლილს
საფლავზე მოდი ყვავილებით, შერიგებისას.
შენ რომ იცოდე,როგორ მიყვარს შენი სიცოცხლე
ამ წრფელი გრძნობით უდიერად ღამეს გავათევ,
მოდილიანიც ვერ დაგხატავს ჩემებრ ლამაზად
როგორ მიყვარხარ ამ ფურცელზეც ვეღარ დავატევ.
***
სულელო...
ღამეა და ამეკვიატე,
წერილი ჩემიდან შენამდე მესიჯად,
მოვა და ერთ დილას კვლავ გაგილამაზებ,
სიყვარულს დაგიფენ სუნთქვასთან სხივებად.
ოცნებებს არ ვეტრფი და როგორც არასდროს,
ვგრძნობ, უკიდეგანო-მე, რეალისტი ვარ,
ხვალ სიო დაკეცავს გაშლილ ფრთებს სანაცვლოდ,
ვითხოვ და სიზმარშიც თვალებში ჩაგხედავ.
სულელო...
მსურდი და დღეს აგიკვიატე,
დღე არა, ღამეა, ჩურჩულის საათი,
ქვაფენილს ფეხდაფეხ, რომ ავეტიალე,
ფიქრებად კი არა, სურვილის ნაფაზით...
გრძნობებით თამაში არ-ჩემეულია,
სულელურ ფრაზებით არ მინდა მოგხიბლო,
ამ წერილს უბრალოდ, მესიჯად ვაგზავნი,
სამ სიტყვად:
მიყვარხარ!
მიყვარხარ!
სულელო.
***
- პატარა ბავშვების საუბარი:
- გოგო - გიყვარვარ?
-ბიჭი - კი, მიყვარხარ!
-გოგო - ისე როგორც დიდებს უყვართ ერთმანეთი?
-ბიჭი - არა! მე მართლა მიყვარხარ!
***
ღამეა, გარეთ ქარი ქრის ისევ,
შენ ისევ დარდობ და ძილში შფოთავ,
შენ მასზე ფიქრობ ისევ და ისევ,
მე კი შენს ფრთაშლილ ოცნებებს ვლოცავ!
წვიმის წვეთები ჩემს ხელისგულზე
შეხედე, შენი ცრემლისფერია,
თუ მიგატოვეს მარტო კლდის ქიმზე,
თუ მათთვის ეს ჯერ "არაფერია."
თუ სიზმარივით გასრულდა ნატვრა,
თუ დაუკეცეს ოცნებას ფრთები,
ლაჟვარდისფერი თუ დასწვეს ნატვრა,
თუკი ცისფერ რაშს შეხსნეს ეჟვნები...
თუ გვიან მიხვდი, რა ვუყოთ მერე,
კეთილის გვერდით ცხოვრობს ბოროტი,
თუ გვიან მიხვდი, რა ვუყოთ მერე,
გულივით კაცმაც იცის ღალატი.
გარეთ ქარი ქრის - ფოთლების სევდა,
შენ კი შენს ბედთან თამაშობ ჭადრაკს,
ქარს გაატანე ეგ შენი სევდა,
მე მოგიყვები საოცარ ამბავს.
როდესაც ქარი დაჰქრის და ავობს,
ქვითინისმაგვარ ხმას რომ გამოსცემს,
მგონია, სატრფო წაართვეს მასაც
და დღენიადაგ იმას დაეძებს...
მგონია, როცა ცას ნისლი ფარავს,
შენი დარდები ცაში გაფანტეს,
მე ნიღბიანთა ღალატი მზარავს,
ალბათ ნამუსი სადმე დაკარგეს.
გარეთ ქარი ქრის, წვიმის წვეთები
შეხედე, შენი ცრემლისფერია,
თუ გაუკოჭეს შენს ბედს ფეხები,
შენ ამაყად სთქვი: "არაფერია!"