დილით რომ გავიღვიძეთ ჯასტინი ოთახში არ დაგვხვდა, ძალიან გაგვიკვირდა მე და სელენას:დ სხვა ოთახებში რომ გავედით არსად არ დაგვხვდა, ბოლოს სამზარეულოში რომ შევედით ჯასტინი და ჩემი ძმა უკნიდან მოგვეპარნენ და შეგვაშინეს თურმე მთელი ეს დრო უკან დაგვყვებოდნენ და ჩვენ ვერც კი ვამჩნევდით. ჯასტინმა და ლაშამ სიცილი დაიწყეს ჩვენ გავბრაზდით –სულაც არ არის სასაცილო –აბა გუშინ კარგი იყო იატაკზე რომ მეძინა?. გვითხრა ჯასტინმა და დაგვეჯღანა :დ ჯასტინი და სელენა დღესვე უნდა წასულიყვნენ კანადაში მე გული ძალიან დამწყდა მაგრამ ჯასტინმა მითხრა რომ როცა კი მეცლება ყოველთვის ჩამოვალთო. და წავიდნენ მე კი გავემზადე და სკოლაში წავედი. გაკვეთილები სწრაფად გავიდა და სახლში წავედი. რომ მივედი ვისადილე და დავალებები დავწერე. უცებ გამახსენდა რომ რაც ამერიკიდან დავბრუნდი იმის მერე ჩემი მეგობრები არ მენახა და ეზოში ჩავედი თითქმის ყველანი იქ იყვნენ. –მეგი სად იყავი რატომ არ ჩანდი ამდენ ხანს? –ამერიკაში ვიყავი ჯასტინის კონცერტს დავესწარი და ჯასტინიც გავიცანი. გუშინ კი ემთივიზე ვიყავით მე ჯასტინი და სელენა. მერე ღამე იყო რომ მოვედით და ჯასტინი და სელენა ჩემთან დარჩნენ და ამ დილას წავიდნენ. –კი აბა გვატყუებ –გინდა დაგიმტკიცოთ რომ ჯასტინს მართლა ვიცნობ? –კი მიდი აბა რას მოიფიქრებ –მე მობილური ავიღე და ჯასტინს დავურეკე. –დიახ? –ჯასტინ მეგი ვარ როგორ ხარ? –კარგად შენ??? –მეც კარგად სელენა როგორაა??? ჩახვედით უკვე? –სელენაც კარგადაა. კი ამ წუთას ჩავედით. კარგი წავედი ეხლა მე და მერე დაგირეკავ. –კარგი წადი :დ ბავშვები პირდაღებულები მიყურებდნენ ჯერ კიდევ არ სჯეროდათ რომ მე ამ წუთას ჯასტინ ბიბერს ველაპარაკებოდი. ამ ბავშვებიდან ერთ–ერთი ყოფილი ბელიებერი იყო. მერე ბევრი ვილაპარაკეთ ყველაფერი გამომკითხეს ჯასტინზე და რომ დავიღალე სახლში ავედი. ჩავრთე კომპი და შევედი ფეისბუქში და თვითერში და ორივეგან დამხვდა ჯასტინის და სელენას წერილები და მეგობრებში დავემატებინე ორივეს:დ:დ:დ მერე კომპიუტერიც მომბეზრდა და ტელევიზორი ჩავრთე იქ კიდე ჯასტინის კლიპი გადიოდა. *** გადიოდა დრო მაგრამ ჯასტინი აღარ ჩამოსულა საქმეები ქონდა უბრალოდ ტელეფონით და სკაიპით ვლაპარაკობდით. ერთხელ სკოლაში ვიყავი, გაკვეტილები რომ დამთავრდა მე და მარი ეზოში ჩავედით რომ წავსულიყავით ჩავედით და პირი დამრჩა ღია ჯასტინი ჩამოსულიყო და გარეთ მანქანით მელოდებოდა. მე ჩემი ჩანთა და ყველაფერი მარის შევაჩეჩე და ჯასტინისკენ გავიქეცი და ჩავეხუტე –როგორ ხარ მეგ??? –კარგად შენ??? –მეც კარგად –შე ცუდო რატო არ მითხარი რომ ჩამოდიოდი –რავიცი მინდოდა სურპრიზი გამეკეთებინა –მაგ შენი სურპრიზებით მომკლავ :დ:დ:დ სკუტერი ან აშერი აქ არიან? –კი ორივე აქ არიან, კიდე რაღაც უნდა გითხრა, სკუტერი და აშერი სასტუმროში დარჩებიან მე კი შენთან უნდა ვიცხოვრო სანამ აქ ვიქნებით :დ –ვაუ რა მაგარიაა...... –ხოდა კიდე იცოდე იატაკზე აღარ დავიძინებ –კაი:დ მაგრამ თუ გამაბრაზებ ძაან კარგადაც დაიძინებ :დ –მიდი მიდი ნუ ხარ ზოზინა დროზე ჩაჯექი მანქანაში და სახლში წავიდეთ. –კარგი. მივბრუნდი რომ მარისკენ წავსულიყავი რომ ჩანთა გამომერთმია მაგრამ მარი უკვე მოდიოდა ჩემკენ და ჩანთა მომცა მეც გამოვართვი და ერთმმანეთს დავემშვიდობეთ. სახლში რომ მივედით ჩემი ძმა დაგვხვდა მარტო, –ლაშ აბა თუ გამოიცნობ ვინ ჩამოვიდა? –ვინ და ალბათ ედვარდ კალენი და უნდა შემჭამოს ხო? –ოოო მოიც რაა ნუ ცანცარებ რა სულელოო.| –კაი მიდი მითხარი აბა –ჯასტინი ჩამოვიდააა –ააა გვიკადრა?? :დ:დ:დ როგორ ხარ ჯასტინ??? –კარგად შენ??? –მეც კარგად აბა რას შვები არ უშვებ ახალ სიმღერას??? თორე მოკვდა ჩემი და ლოდინით ისე უნდა შენი ახალი სიმღერები –უიი რა კარგია რომ გამახსენე ორი წუთით დამელოდეთ ეხლავე შემოვალ მანქანაში რაღაც დამრჩა –კაი მიდი ოღონდ მალე მოდი :დ:დ:დ ჯასტინი ძალიან მალე შემოვიდა და ხელში რაღაც ეჩირა ვერ გავიგე რა იყო –აი მეგ ეს შენ ჩემი ახალი ალბომია ჯერ არსად არ იყიდება ანუ შენ ხარ პირველი ბელიებერი რომელსაც ეს ალბომი აქქვს. და ეგ ალბომი კიდე გაყიდვაში 1 თვეში იქნება –აუ ჯასტინ რა მაგარია მადლობა –არაფერს –აუ ეხლა რამე მაჭამეთ თორე მოვკვდი შიმშილით. და რაც პირველი მომხვდა ხელში ის გავუმზადე :დ როგორც კი ჭამას მორცა მაშინვე ეზოში ჩავათრიე რომ იმ ბავშვებს ენახათ ვისაც ჯერ კიდევ არ სჯეროდათ რომ ჯასტინს ვიცნობდი. როგორც კი გარეთ გავდგით ფეხი მე და ჯასტინმა ყველამ ჩვენკენ გამოიხედა და პირი დააღეს დიდ ხანს აზრზე ვერ მოდიოდნენ და როგორც კი მივუახლოვდით ჯასტინმა უთხრა –გამარჯობათ როგორ ხართ??? –კ...კ....კ... კარგად შე..... შენ??? ძლივს ამოიდგეს ენა –ჯასტინს გაეცინა და უთხრა მ...მ...მ....მეც კ...კ...კარგად :დ –კარგი ბავშვებო უნდა წავიდეთ ეხლა და მერე ჩამოვალ ოკ? –ოკ და მე და ჯასტინს დაგვემშვიდობნენ. სახლში რომ ავედით ლაშა სიცილით კვდებოდა –ვაიი... :დ საწყლები ის ბავშვები რა სახეები ქონდათ ვერ დაინახეთ? ჯასტინ ამის მერე თუ გარეთ გასვლა დაგჭირდება ქუდი ან რამე დაიფარე ხოლმე თორე ყოველწუთში სასწრაფო ივლის :დ –კარგი ვეცდები :დ:დ:დ ამ ხუმრობა ხუმრობაში დაღამდა კიდეც და ძილის დროჩ მოვიდა. ჯასტინი და ლაშა დასაძინებლად გავყარე:დ და მეც დავიძინე, წინ მაგარი დღე მელოდა რადგან შაბათი იყო და ვისვენებდი თან ჯასტინიც ჩამოსული იყო
მალე დავდებ კიდეეე...
|