წმინდა ნინო – ქართველთა განმანათლებელი
27 იანვარს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ქართველთა განმანათლებლის, წმინდა მოციქულთა სწორის, ქალწულ ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. საპატრიარქოს ცნობით, ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 27 იანვარს სიონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას დაიწყებს. მსახურებების დროს ტაძარში ვაზის ჯვარს გამოაბრძანებენ. წმინდა ნინოს თმებით შეკრულ ვაზის ჯვარს სასწაულებრივი ძალა აქვს და მისი მეშვეობით მლოცველები შეწევნას იღებენ. წმინდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 (19) ივნისს აღინიშნება მისი საქართველოში შემოსვლა, ხოლო 27 (14) იანვარს – გარდაცვალება. გაზეთი „ალია" 10/2294/ 27-28 იანვარი. 2009 წ.
წმინდა ნინოს მადლი გფარავდეთ!
|