|
მთავარი » 2012 » მაისი » 9 » Never Stop Smiling ♡
8:57 PM Never Stop Smiling ♡ |
უცბად გამეღვიძა , მივხვდი რომ გვერძე ვიღაც მეწვა , მე ხომ სულ მარტო მძინავს . ვდგები და რას ვხედავ რომ ჩემს გვერძე ჯასტინი წევს მისაღებში მაგიდაზე კი ლუსი და ეშლი ზიან და ჩვენ გვიყურებენ . - რა გაცინებთ ? მგონი სასაცილო აქ არაფერია . ეს ის არ არის რაც თქვენ გგონიათ .
- არა , ენ აღიარე რომ ჯასტინი ძალიან მოგწონს .
- მომწონს ? არა ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ . მეტი არაფერი .
- ხო , მეგობრები რომელსაც უკვე ნაკოცნი აქვთ ერთმანეთისთვის .
-
რა ? რა სისულელეა შენ საიდან იცი ეს ?
-
მთელი პრესა ამაზე ლაპარაკობს და შენ გეგონა რომ ეს ჩვენ ყურამდე არ მოვიდოდა ?
- პრესა ? ილაპარაკონ , მე ეს სულაც არ მაინტერესებს . არ მაქვს არაფერი დასამალი , შეიძლება ახლო მომავალში მე და ჯასტინი უკვე სერიოზული წყვილი გავხდეთ [ ვთქვი და გავიღიმე ] .
-
თამამი სიტყვებია ენ , ძალიან მინდა რომ შენ და ჯასტინი ერთად იყოთ იმიტომ რომ ერთმანეთს ძალიან უხდებით , და თუ ის გიყვარს არ უნდა დამალო და თამამად უნდა თქვა რომ მასთან ერთად ყოფნა გინდა .
-
ამ თემაზე , მე და ჯასტინი დავილაპარაკებთ .
- ძალიან კარგი , ადექი ვისაუზმოთ მე შენ ჯასტინმა და ლუსიმ . ლუსი შხაპს იღებს მანამდე შენ ჯასტინი გააღვიძე მე კი საუზმეს მოვამზადებ . ისე , ხო ხვალ შენი ძმა ჩამოდის .
-
ჯასტინ , გაიღვიძე . დაახლოებით სამჯერ გავუმეორე იგივე და მაინც არ იღვიძებდა არ ვიცოდი რა მექნა და ტუჩებში ვაკოცე .
- მემგონი ამან , მაინც გიშველა .
- მიშველა ? რა იყო 2 წამიანი კოცნა ცოტა კიდევ მაინც გაგეგრძელებინა .
-
რა სულელი ხარ , ადექი უნდა ვისაუზმოთ მერე კი სადმე გავისეირნოთ მე და შენ გინდა ?
- დიდი სიამოვნებით პრინცესა , კიდევ კაი რომ ფეხი აღარ გტკივა . მოკლედ მე და ჯასტინიც ავდექით , მანამდე ეშლის საუზმე უკვე მომზადებული ჰქონდა . ვისაუზმეთ შემდეგ კი ჩემს ოთახში ავედი გამოვიცვალე და ესე ჩავიცვი .
რომ ჩამოვედი ქვევით დავინახე რომ ლუსი ეშლი ჯასტინი , ჰარი და კიდევ მათი მეგობრები ქვემოთ იჯდნენ . - რა ხდება ? ამათ აქ რა უნდათ ? - მოკლედ , ენ გადავწყვიტეთ რომ ჩვენი საკუთარი ვიდეო გადაგვეღო ჯასტინის საყვარელ სიმღერაზე '' So call me maybe '' . - არამგონია რამე გამოვიდეს . - ენ , ჯასტინს ეს ძალიან უნდა და იქნებ დაგვთანხმდე ? - ხო კარგი , კარგი . მოდი ვიდეოსთვის მზადება დავიწყოთ . მოკლედ , ბევრი ვიცინეთ ბევრი ვიცეკვეთ და ბოლოს ვიდეო კარგი გამოგვივიდა . შემდეგ კი Youtube ში ავტვირთვეთ .
ამასობაში შემოგვიღამდა ყველა თავის სახლში წავიდა მე და ჯასტინმა კი გადავწვიტეთ გაგვესეირნებინა . ლუსის და ეშლის ჩაეძინათ . ავედი ჩემს ოთახში გამოვიცვალე და ქვემოთ ჩავედი . - რა ლამაზი ხარ . - რას ამბობ , ძალიან . - ჩემთვის პრინცესა ხარ . - კაი გავწითლი ჯასტინ , წავიდეთ . ლონდონის ქუჩებში მე და ჯასტინი ხელჩაკიდებულები ვსეირნობდით და თან ვლაპარაკობდით . - ენ , მინდა რომ რაღაც სერიოზული გკითხო . - გისმენ , ჯასტინ . - იცი ? მინდა რომ ერთად ვიყოთ და ჩემს მიმართ რამე გრძნობა გაქვს ? - ჯასტინ . არ ვიცი როგორ გითხრა და ამ 2 თვის განმავლობაში შემიყვარდი . ამას დიდი ხანია გიმალავ , მაგრამ დღეს რადგანაც ასეთი კითხვა დამისვი მგონი სათანადოდ გაგეცი პასუხი . შენ რას ფიქრობ ჩემზე ? - მე ჩემ სათქმელს ამ წუთას გეტყვი .
2 წუთიანი დუმილი , და მისი ტუჩები ჩემს ტუჩებს შეეხო .
- მიყვარხარ . დავემშვიდობე . ფიქრები რას არ გადაწვდა .. წარსული , აწმყო , მომავალი . გამეღიმა . გრძნობდი, როგორ მევსებოდა გული სითბოთი და სიყვარულით და . ვღიმილიანობდი მეც .
|
კატეგორია: BooK < 33 |
ნანახია: 1037 |
დაამატა: -Bunny❤
| რეიტინგი: 5.0/2 |
|