სახლში გვიან მივედი .. დედაჩემის მანქანაც ამ დროს მოვიდა.. კიდევ კაი შესვლა მოვასწარი და უცებ ხალათი ჩავიცვი დედაჩემი ჩემ ოთახში ამოვიდა სადაც მე ვიყავი შემომხედა და გავიდა.. მე სასწრაფოდ გამოვიცვალე და ქვევით ჩავედი
- დედა შენთან ლაპარაკი მინდა (მე)
- რაზე?
- შენ საქციელზე .. ამ ბოლო დროს ესე რატო მექცევი?? უკვე აღარსად მიშვებ და ყველაფერს მიკრძალავ როცა ადრე ყველაფრის ნებას მაძლევდი
- ესღა მაკლია შენ გაბარო აჩოტები.. ეხლა გირჩევია შენი დის ოთახი დაალაგო სულ არია ნიამ
- არაფრის დალაგებას არ ვაპირებ ვუთხარი და ჩემ ოთახში ავედი.. რატომღაც ვნანობდი დედას ცოტა უხეშად რომ ველაპარაკე მაგრამ რატომღაც არა კომპთან დავჯექი და მუსიკებს ვუსმენდი.. მერე დედაჩემი ამოვიდა
- ჩამოდი და სახლის მოხმარებაში მომეხმარე
- არ მცალია
- ჩამოდიმეთქი
- არამეთქი
დედაჩემი მოვიდა და რამოდენიმეჯერ სახეში გამარტყა
- ამხელა გოგოს როგორ მცემ? (მე)
- რისი ღირსიც ხარ იმას დაიმსახურებ.. დღეს მამაშენი რომ მოვა ყველაფერს ვეტყვი როგორი შვილიც ხარ (დედა)
- ვერაფერსაც ვერ ეტყვი.. მე არ მინდა შენთან ცხოვრება. შენი შიშით ვეღარაფერს ვაკეთებ.. არსად არ მიშვებ გინდა რომ სულ სახლში ვეგდო და ვიმეცადინო.. მოკლედ მე სახლიდან მივდივარ
- არსადაც არ წახვალ
- წავალ ვუთხარი და ტანსაცმელების ჩალაგება დავიწყე..
20 წუთში უკვე ყველაფერი მზად მქონდა.. დედას არც კი დავემშვიდობე ისე გავედი სახლიდან.. ღამის 10 საათი იყო. არ ვიცოდი სად წავსულიყავი თან წასასვლელი არსად მქონდა. პარკში წავედი და სკამზე დავჯექი.. ამასობაში ლაშამ დამირეკა.. თვალები გამიბრწყინდაა.. საკმაოდ გამიხარდა :
- როგორ ხარ (ლაშა)
- საშინლად
- რა მოხდა
- სახლიდან წამოვედი
- რააა? მოიცა სად ხარ ეხლა?
- ჩემ სახლთან ახლოს რო პარკია მანდ
- მოიცა ეხლავე მოვალ და ყველაფერი მომიყევი
- კაი
5 წუთში ლაშა მოვიდა. ყველაფერი მოვუყევი
- გაგიმართლა რომ ჩემი მეგობარი ხარ და ძაან მიყვარხარ (ლაშა)
- რას გულისხმობ? (მე)
- ჩემი მშობლები საზღვარგარეთ არიან წასულები წამო ჩემთან
- რააა???
- ხოო რა იყოო??
- ღადაობ?
- არაა რა ვღადაობ
- არა ვერ წამოვალ
- რა ვერ წამოხვალ ?? რატოო?? წამო რა
- მერიდება
- რისი გერიდება
- ლაშა მიყვარხარ
- მეც
ცოტა ხანი ესე ვუყურებდით ერთმანეთს მერე ლაშა მოვიდა და მაკოცა
სახლში ტაქსით წავედით. მთელი გზა მასზე ვფიქრობდი.
ღმერთო რა დებილი ვარ აღარ ვიცი ვინ მიყვარს. ვაიმე რა იდიოტი ვარ მე ლაშა მიყვარს ღმერთო მე ლაშა მიყვარს. მე აღარ მიყვარს არც გიო და არც თოკო ვერ წარმოვიდგენდი ოდესმე ლაშა თუ შემიყვარდებოდა მაგრამ რას ვიზამთე გულს ვერ უბრძანებ. ერთად ვივახშმეთ მერე ორივეს ძილი მოგვინდა
- სად უნდა დავიძინო? (მე)
- ჩემსთან რომ დაიძინო არ გინდა?
მე პასუხი არ გამიცია.. თუმცა რა უნდა მეთქვა არ ვიცოდი და როგორ ვუპასუხებდი
- არ გინდა მიპასუხო? (ლაშა)
მე ლაშასთან მივედი მაგრად ჩავეხუტე და ვაკოცე.. ანუ დავთანხმდი და მის გვერზე დავწექი
- გიორგი აღარ გიყვარს? (ლაშა)
- უკვე აღარ მიყვარს.. შენს გარდა უკვე აღარავინ არ მიყვარს (მე)
- ეს კაია
- ხოო
- ანანო მიყვარხარ
- მეც მიყვარხარ
ლაშას ჩავეხუტე და ისე დავიძინეთ.. ღამე ძალიან კარგად და ტკბილად მეძინა.. დილით ადრე გამეღვიძა. ლაშას ჯერ კიდევ ეძინა მის სახეს ვუყურებდი.. ძაან საყვარელი იყო. უცებ..
|