საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 28 » Miles To go
6:37 PM
Miles To go

როდესაც ეს წიგნი დაწერა, მაილი 16 წლის იყო.წიგნი ასე იწყება:''არასდროს მიყვარდა სკოლა! დიდი ხანი არ იყო იმ დღიდან გასული, როდესაც კლასელებმატვალეტში ჩამკეტეს. ჩვენს სახლში ტელეფონმა დარეკა. დისნეიდან რეკავდნენ და ლოს ანჟელესში, მათ კასტინგზე მიწვევდნენ. შუა სასწავლო წელი იყო, მაშინვე ვიფიქრე რო სკოლის დიდი ხნით გაცდენა მომიწევდა, და კიდევ-გამოვტოვებდი ჩერლიდერების კონკურს! მე ძალიან დავაკლდებოდი ჩემს ჯგუფს, რადგან საკმარისია პირამიდაში ერთი კაცი აკლდეს და ის უკვე დაშლილია..მაგრამ დედაჩემმა შეძლო ჩემი დარწმუნება, და ჩვენ ლოს-ანჟელესში ჩამოვფრინდით. როდესაც დისნეის სტუდიაში შევედით, დედამ დერეფნის კარი შეაღო და დავინახე, რომ ჩემ გარდა მისაღებში 50-მდე ჩემი ასაკის გოგონა იცდიდა. ძალიან გამიკვირდა, მე ვფიქრობდი, რომ 10 გოგოც არ დამხვდებოდა, მაგრამ... მე და დედაჩემმა ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადავხედეთ!''შემდეგ მაილი აღწერს იმ ოთახს სადაც საათობით ელოდა თავის ჯერს. შემდეგ კი წერს:''შევაღე კარი და შევედი ოთახში, ჩემს წინ 10 კაცი იჯდა. 

ცხოვრებაში პირველად ავლაპარაკდი დიდი ხნით, ვარწმუნებდი ჩემს თავს წარმატების მიღწევაში და ნერვებს ვიწყნარებდი. მთხოვეს მემღერა, მე ვიმღერე პატარა ნაწყვეტი სიმღერიდამნ MAMMA MIA. შემდეგ პატარა ტექსტიც წამაკითხეს და გამომიშვეს. როდესაც კარები გამოვიხურე, ვერ გავიაზრე რა მოხდა და ძალიან დაბნეული მივედი დედაჩემთან. მე და დედა ისევ ნეშვილში დავბრუნდით! გავიდა რამდენიმე კვირა, აღარ მქონდა იმედი, რომ ფინალში გავიდოდიი, მაგრამ ერთ დღეს დარეკა ტელეფონმა და დედაჩემმა მითხრა:''მაილი, შენ ფინალში გახვედი''ასე ამთავრებს მაილი პირველ თავს 


ემი საუკეთესო მეგობარი - ვანესა ავად იყო. ამბობდნენ, რომ საათები ჰქონდა დარჩენილი. ჩემს თავს ვარწმუნებდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და დაიმედებულმა დავრეკე საავადმყოფოში. დედამისმა მითხრა : ''მაილი, ის ღმერთმა წაიყვანა''. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს სიმართლე იყო. ის ხომ მხოლოდ ბავშვი გახლდათ? ამქვეყნად კიდევ ბევრი რამ ჰქონდა გასაკეთებელი, მაგრამ ღმერთმა წაიყვანა. მანამდე არასდროს დამიკარგავს მეგობარი და ამ ამბავმა ჩამზე ძალიან იმოქმედა.

 

იმ ღამეს ვერ დავიძინე. საათების განმავლობაში ვტიროდი და ვანესას ვიგონებდი. დედაჩემი ჩემს დაწყნარებას შემდეგი სიტყვებით ცდილობდა : '' მაილი შენ მას ბოლო რამოდენიმე თვე გაულამაზე. ის ხვდებოდა რამდენად მნიშვნელოვანი იყავი მისთვის, მაგრამ შენ მხოლოდ ახლა ხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია ის შენთვის''

 

შემდეგ კი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა მენდი, რომელსაც ძალიან დავუახლოვდი და ერთ დღესაც ვერ ვძლებ მის გარეშე, მაგრამ ის ვანესას ვერასდროს შეცვლის


შემდეგ კი მაილის აქვს დაწერილი 7 ადამიანი 

ვის გარეშეც თვლის რომ ვერ იცხოვრებს

დედა - ტიში

მენდი

 

დეიდა ენდი

ეშლი ტისდეილი

ლესლი

 

უფროსი და-ბრენდი

ბებია


ალბათ ცოტას თუ გეცოდინებათ, რომ მაილის ტატუ JUST BREATHE სწორედ ვანესასთანაა დაკავშირებული.


P.Sიმედია მოგეწონათ..ვეცდები შემდეგი თავიც დავდო..და კიდევ ეს მე არ მითარგმნია ...

კატეგორია: სიახლეები .. | ნანახია: 932 | დაამატა: Takk♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

 

სწრაფი რეგისტრაცია
ძებნა
გამოკითხვა 2
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 357
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
Top 8

null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz