საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2012 » იანვარი » 27 » BFF
8:28 PM
BFF

წმინდა მამათა გამონათქვამები და დარიგებები მეგობრობა-ზე.


1. საუკეთესო მოსახვეჭელი ერთგული მეგობარია.

2. ნამდვილი მეგობარი ყოველ ნათესავზე ახლობელია.

3. უმჯობესია, ყალბი ოქრო მიიღო, ვიდრე ყალბი მეგობარი.

4. გაზიარებული ნაღველი სუსტდება, სიხარული კი ძლიერდება.

5. მტრისთვის შენდობით შეგიძლია, იგი შენს მეგობრად აქციო.

6. კეთილშობილ ადამიანებს მტერში მომავალი მეგობარი უყვართ.

7. კეთილგონიერება მეგობრებს შეგვძენს, უბედურება კი - გამოსცდის მათ.

8. პირდაპირობა სიტყვაში და საქმეში ხშირად მეგობრებსაც მტრებად აქცევს.

9. რომელ ადამიანსაც შენი გული სრულად არ ენდობა, მას გულით ნუ მიეჯაჭვები.

10. ერთგული მეგობარი ზურგს არ შეგაქცევს, როდესაც ბედნიერება გაქცევს ზურგს

11. ყველას მიმართ კეთილგანწყობილი იყავი, მაგრამ მრჩევლად ყველას ნუ გაიხდი.

12. მტრის სიყვარული საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ იგი მეგობრად აქციო.

13. მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია, მტერი კი კოცნით აგავსებს.

14. ბევრი მეგობრის ყოლა დამღუპველია, ზოგი მეგობარი კი ძმაზე მოყვარულია.

15. ნუ მისცემ თავს ნებას, ღვთის მცნებები დაარღვიო ადამიანური ურთიერთობების გამო.

16. იმაზე უფრო საშიში მეგობარი არ არსებობს, ვიდრე ის, ვინც მეგობრად გაჩვენებს თავს.

17. ნუ გეყოლება ისეთი მეგობრები, რომლებსაც მეგობრობაზე მეტად სავსე მაგიდები უყვართ.

18. მტრად ნურავის სცნობ ამ ქვეყანაზე, თუნდაც იგი (ქვეყანა)ერთ მეგობარსაც არ გაძლევდეს.

19. არასოდეს მისცე თავს ნება, კაცობრივი მეგობრობის გულისათვის გარდახდე საღმრთო მცნებებს.

20. ნუ გექნება მეგობრობის უწყინარი სიხარულის იმედი, თუ მათ ღვთისმოსავ სამეგობროში არ ეძიებ.

21. ზოგიერთი მტერი, შესაძლოა, უფრო ჭეშმარიტი მეგობარი იყოს, ვიდრე - თვით უდიდესი მეგობარიც კი.

22. ნუ გექნება ნაცნობობა მზაკვარ ადამიანთან. მზაკვართან მეგობრობა ეშმაკთან მეგობრობას ნიშნავს.

23. ნუ გექნება ურთიერთობა მზაკვარ ადამიანთან. ესევითართან მეგობრობა ეშმაკთან დამეგობრებას ნიშნავს.

24. უფლის მოშიში მეგობრობას ისე წარმართავს, რომ როგორიც თვითონაა, იმგვარივე იყოს მისი მახლობელი.

25. ერიდე უფრო მეტად მეგობრების შურს, ვიდრე - მტრებისას, რადგან მტერს აშკარად შურს, მეგობარს კი - ფარულად.

26. ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს მაშინ, როდესაც ბედი სწყალობს, მას უბედურებაში მეგობრები არ ჰყავს.

27. მტრობა წყალზე უნდა დაიწეროს, რათა სწრაფად გაქრეს, მეგობრობა კი _ სპილენძზე, რათა მუდამ მტკიცედ იყოს დაცული.

28. თუ შენი მეგობარი სერიოზულ შეცდომებს უშვებს, ნუ მოგერიდება მისი მხილება - ეს მეგობრის უპირველესი მოვალეობაა.

29. ნუ იმეგობრებ ბრაზიან კაცთან და ფიცხ კაცს ნუ გაეკარები.
რათა მისი გზა-კვალი არ ისწავლო და შენ თავს ხაფანგი არ დაუგო.

30. ნუ გექნება ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც მოყვასს ზიანს აყენებს და ნუ გაიხარებ იმასთან ერთად, ვინც სხვას ბოროტებას უკეთებს.


აი ჩემი აზრი კი ასეთია: მეგობარი და მეგობრობა ისეთი რამაა რომლის გარეშეც ადამიანის ცხოვრება ვერ წარმომიდგენია ნამდვილად უბედურია ის ვისაც მეგობარი არ ჰყავს მეგობარი ყველაფერში გვეხმარება, ყველა ტკივილისა და უბედურების გადატანაში, ჭირსა თუ ლხინში ყოველთვის ჩვენს გვერდით დგას ყველა ის ვისაც 1 მეგობარი მაინც ჰყავს ბედნიერია, ბედნიერია იმიტომ რომ მას მეგობარი ჰყავს და აუცილებლად უნდა გაუფრთილდეს მას რომ არ დაკარგოს, ისევე უნდა ამოუდგე მხარში როგორც ის ამოუდგებოდა გაჭირვებისას და აგრძნობინო რომ შენ მასთან ხარ, მისი გესმის, ყველაფერს გააკეთებ მისი გულისთვის და მის თავს არავის დააჩაგვრინებ! 

მაგალითად მე უამრავი კარგი და საუკეთესო მეგობარი მყავს და მე ბედნიერი ვარ რომ ოდესღაც ისინი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდნენ და ჩემი შავ–თეთრი ცხოვრება გააფერადეს 


მგონი ეს თემა ყველასთვის მნიშვნელოვანი და საიინტერესოა თქვენი აზრით რა არის მეგობრობა ან როგორი უნდა იყოს მეგობარი? 

კატეგორია: სხვა .. | ნანახია: 1009 | დაამატა: ♡BaBi♥Smiller♡ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2012-01-28
- SmiLLer- Believer, არაა თინგეოდან დაკოპირებული ჩემი დადებულია სხვა საიტიდან




null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 23
სტუმარი: 23
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz