საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 28 » მედალიონი
6:29 PM
მედალიონი
შეიძლება ეს მოთხრობა ბევრმა იცოდეთ მაგრამ მე მაინც დავდებ რადგან ძალიან მომწონს და ჩემი დაწერილი
არ გეგონოთ დაკოპირებული მაქვს და თუ მოგეწონათ თავებად დავდებ აბა დავიწყოთ


<33<33<33<33<33<33<33<33<33<33<33<33

თაკო! თაკო!....გაიქცა საკლასო ოთახისკენ სახეგაბრწყინებული სოფო.
- რა მოხდა?
- ვნახე!...ვნახე!...და პირდაპირ თვალებში შევხედე!...სიხარულით ხტუნაობდა სოფო.
- თვითონაც შემოგხედა?
- ხო...აბა რა!..
- აუ...შენ რა კარგად ხარ!....გადაიხარხარა თაკომ
- თაკო...
- რა?
- ლაშას ძმაკაცს ხომ იცნობ?
- კახას?..კი ვიცნობ! რა იყო?
- მერე გამიგე რა მასზე რაღაცეები...
- ხო კაი კაი...ვკითხავ კახას...
გაკვეთილების შემდეგ გოგოები სკოლის ეზოში იდგნენ...სოფოს პრინცი რომ გამოჩნდა.
- სოფო! ნახე შენი გულის ბომბი...გადაიხარხარა თაკომ
- სად? აბა სად?
- აი იქ,ხესთან!
- ჩემი ანგელოზი...
- ცოტა აკლია..
- რა არ არის ლამაზი?
- გემოვნებაზე არ დაობენ!..
- რა თვალები აქვს...რა ღიმილი..სოფო თვალს არ აშორებდა იქვე ხესთან მდგომ ლაშას რომელიც სიგარეტს ეწოედა და თან ვიღაცას ესაუბრებოდა
- თაკო!...
- რაო პატარა?
- იცი...მიყვარს...ისე ღრმად ამოისუნთქა სოფომ,თითქოს მთელი გული ამ ერთ ამოსუნთქვას ამოაყოლა.
- გიყვარს არა,ის!..
- თაკო სულ მასზე ვფიქრობ,სულ ვოცნებობ,სულ მინდა რომ სადმე დავინახო,ყველგან მას ვეძებ...შენი აზრით რას ნიშნავს ეს?
-იმას რომ უტვინო ლაწირაკი ხარ! გაიგე? სოფო ეხლა წამოდი სახლში თორე მშია საშინლად!
რა თქმა უნდა ისინი მთელი გზა ლაშაზე საუბრობნენ.
სოფოს მე-3 კლასიდან უყვარდა ლაშა,რა თქმა უნდა ყველა დასცინოდა მის ბავშვურ გრძნობას,მაგრამ სოფო ვერადავერ ეშვებოდა ლაშაზე ფიქრს,სულ მის ლამაზ,ნაღვილიან,ლურჯ თვალებზე ფიქრობდა...თუმცა რა ჰქონდა ლაშას ნაღველის მიზეზი?!..ყოველ მეორე გოგოს უყვარდა სკოლაში..თუმცა ვერავინ ახერხებდა მისი გულის მოგებას..ლაშა სერიოზული,გულჩათხრობილი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებდა...ისე დადიოდა სკოლის დერეფნებში,თითქოს ვერავის და ვერაფერს ამჩნევსო...შეიძლება ამჩნევდა კიდეც მისდამი მოპყრობილ გოგოების კეკლუც მზერას,მაგრამ არ იმჩნევდა...ლაშა მართლა ძალიან,ძალიან სიმპათიური ბიჭი იყო: მაღალი,სპორტული აღნაგობის,ოდნავ მოგრძო ჩალისფერი თმებით,დიდი,ლამაზი ტუჩებითა და ულამაზესი ლურჯი თვალებით.
სოფო შევიდა სახლში,ისადილა,გამოიცვალა და სამეცადინოთ დაჯდა.მისი გონება კი სიე შორს იყო ახლა ალგებრაზე ფიქრისაგან.წიგნში იყურებოდა და ლაშას ლურჯ თვალებს ხედავდა. აიღო ფურცელი და წერა დაიწყო: - < ლაშა! იცი როგორ მიყვარხარ?..სულ შენზე ვფიქრობ და ვოცნებობ,ისევე როგორც ახლა...ვზივარ და ამ ფურცლებს ვუმხელ ჩემს განცდებს...ვერავის ვეღარ ვუზიარებ ამ გრძნობას,დამცინიან....ასე მგონოა,ვერასდროს შემამჩნევ!...მაგრამ...მე მხოლოდ შენით ვსულდგმულობ...იმაზე ოცნებით,რომ ერტხელ მაინც გავხდები შენი შემოხედვის,გაღიმების ღირსი...შენს სიყვარულზე ოცნებასაც კი ვერ ვბედავ...რა სისულელეა!!!...უსამართლობაა,შენნაირს რომ მე შევუყვარდე...უბრალოდ მეტისმეტად კარგი ხარ ჩემნაირი უბრალო გოგოსთვის...სად-შენ და სად_მე...მაგრამ გულს რომ ვერაფერს ვუხერხებ?!..სულ შენზე რომ მეფიქრება?!..რა ვქნა ლაშა?!...
...დაამთავრა წერა სოფომ და ფურცელი დახია..ის ყოველთვის ასე იქცეოდა,წერდა თავის განცდენს,შემდეგ კი ხევდა ნაწერებს.
მეორე დილით სოფო მიუახლოვდა სკოლის კარს,თვალებსაქეთ-იქით აცეცებდა,იქნებ შორიდან მაინც დაენახა ლაშა.ამ ფიქრებში იყო გართული,როცა
უკნიდან ძაახილი მოესმა.
- სოფო!.. დამელოდე!...დაუძაახა დაქალს თაკომ.
- როგორ ხარ?
- სოფო აღიერე,რომ მსოფლიოში საუკეთესო დაქალი ვარ!!
- რა იყო?
- აღიარე მეთქი!
- კარგი....თაკო შენ მსოფლიოში საუკეთესო დაქალი ხარ! მერე?
- ის შენი ლაშიკო 18 წლის არის, 24-ე კორპუსში ცხოვრობს მე-3 სართულზე...შეყვარებული არ ყავს...მაგრამ ერთდროს ყოველ კვირა იცვლიდა "ლოვე”-ებს...
- აუ...ჯიგარი ხარ თაკო! ვაფრენ შენზე!...აკოცა დაქალს გახარებულმა სოფომ.
ამ დროს ლაშაც გამოჩნდა ეზოში.
- ვაიმე,თაკო,ლაშა!..ნერვიულად ცქმუტავდა სოფო ა თან ცდილობდა არ გაეხედა მისკენ.
- აუ სოფო შენი ვერ გავიგე რა,ამდენი ხანია ბიჭი მოგწონს და ვერ გაიცანი..21-ე საუკუნეში ძალიან ბევრი საშუალება არსებობს ადამიანის გასაცნობათ.
- ეჰ...შენ არ გესმის თაკო!...როცა მეს ვხედავ ასე მგონია გული მიჩერდება,მუხლები მეკეცება...როგორ უნდა შევძლო მისი გაცნობა? ან რა ვუთხრა?!...
- მიდი და უთხარი: - ეი, ჩემი ძმა, ერთი კარაგად შემომხედე გოგო ვარ ბაყაყი ხო არა!..აკისკისდა თაკო
- ალბათ ბაყაყი ვარ...
- უბრალოდ ბაყაყი კი არა,გონებაჩლუნგი ბაყაყი ხარ პატარავ!...
- იცინე! იცინე ხო!...არა მართლა რა უნდა ვქნა? ხო არ მივალ,წინ ავესვეტები და ვეტყვი: - "იცი რა ლაშა? მე-3 კლასიდან შენზე ვგიჯდები და იქნებ ყურადღება მომაქციო-თქო!” ? ასე? სახეზე დარდი აუთამაშდა სოფოს.
- ისევ მე უნდა გავინძრე რა! მოვიფიქრებ რამეს!
გაკვეთილების შემდეგ გოგოები ისევ ეზოში იდგნენ,როცა მათ კახა მიუახლოვდა.
- თაკო როგორ ხარ?
- კარგად კახა შენ? გაკვეთილები დაგიმთავრდა?
- გაკვეთილებზე არ ვყოფილვარ,ძმაკაცთან მქონდა საქმე და უკვე მივდივარ!..შენ საით მიდიხარ?

- ძეგლისკენ!
- მაშინ წამო, ერთად წავიდეთ!
- კარგით გოგოებო,მე წავალ! სოფო სახლში რომ მივალ დაგირეკავ!..დაემშვიდობა თაკო გოგოებს და ის და კახა ერთად გაუყვნენ გზას.
- თაკო Gგუშინ ლაშაზე რატომ მკითხე რაღაცეები? ხო მარ მოგწონს?
- მე არა!
- ხო მარ მატყუებ? - გამომცდელი მზერა მიაპყრო კახამ გოგონას.
- არა-მეთქი!..მე-არა!..
- ჰმ...აბა ვის?
- რა მნიშვნელობა აქვს?
- მითხარი გთხოვ!..არავის არ ვეტყვი!
- კარგი! კარგი! ჩემს დაქალს!
- რომელს? რა ჰქვია?
- სოფო...
- აა...ის ლამაზი ბაშვი?
- ბავშვი არა რაა!
- ხო რა რაც არის!
- აი მოვედით...დროებით კახა...

<33<33<33<33<33<33<33<33<33<33<33

თუ მოგეწონათ დაწერეთ კომენტარებში და დღესვე დავდებ
კატეგორია: BooK < 33 | ნანახია: 1194 | დაამატა: ♡BaBi♥Smiller♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2011-12-28
- Niin Bieber, :D:D:D:D რა დებილიკო მყევხარ თუ იცი შენ :D:D:D:D




null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 12
სტუმარი: 12
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz