-Live,Love and Learn !
–სანდრო ოდესმე გიფიქრია მსახიობობაზე?
–კი .. ორი წელი დაგვრჩა და მერე შეიძლება მაგ პროფესიას მივყვე
–ჰმ,კარგია.იცი მეც მინდა
–ვერ ხარ გოგო შენ? იქ იცი რეები ხდება
–და თუ შენ გინდა და აპირებ,მე არ მაქვს უფლება ?
–მე ბიჭი ვარ,ანი!
–აუ კარგი რა ოცდამეერთე საუკუნეა
–ხო კარგი მე ხო მაგრამ მამა?
–რაიცი იქნებ შევაპარო,ხელი ჩავიქნიო ჩემს მომავალზე? რა არ მაქვს საიმისოდ რომ კარგი
მსახიობი დავდგე
–ან,შენ ულამაზესი ხარ და ძალიან,ზედმეტად ჭკვიანიც. მაგრამ არ გინდა ეს სფერო ნუ დაემსგავსები
სხვებს,აირჩიე ის სადაც შენს ცოდნას უკეთ გამოიყენებ
–ზარია მოვიდნენ ჩვენები,დაიცა გავალ ჩემს ოთახში წიგნს ავიღებ და გააღე მერე კარი
–მივდივარ,მატყუარა .. სულ ღამით როგორ უნდა მეცადინეობდე
–შენ ?
–ხო კარგი .. წადი დროზე
უცებ მაგიდას მივუჯექი,
წიგნი გადავშალე ვითომ კითხვა დავიწყე და ისევ ჩემი ბავშვობის
ოცნებაზე ვფიქრობდი. მეცადინეობა კი მართლაც ღამე მიყვარდა,უფრო სასიამოვნო იყო თუ
წიგნზე არ ჩამეძინებოდა...ერთ ნახევარსაათში სასტუმრო ოთახში ჩავედი ყველა იქ იყო დედა,მამა
და სანდრო
–მორჩი უკვე ანი ? (მამა
–კი რა იყო –ესე უცებ ? –ოჰ სანამ შენ მოხვიდოდი მთელი დღე ვმეცადინეობდი
(სანდროს გავხედე და ვანიშნე რომ არ გაეცინა
–ხო მართლა როგორც კი მოვიდა ბევრი მაქვსო და დაჯდა სამეცადინოდ
–რას უყურებთ ? (მე
–რაღაც ფილმია მოდი დაჯექი (სანდრო
–პოპკორნი მომე რა
–აჰაა...
ვუყურებდი და ვაკვირდებოდი როგორ ოსტატურად ასრულებდნენ მსახიობები თავიანთ როლებს,უცებ
თავი გადაღებებზე ვიგრძენი,ნერვები მეშლებოდა,მეგონა მათზე უკეთესად შევასრულებდი სცენას.უცებ
რაღაც ცუდი მომენტი მოვიდა,ნუ გასაკვირი არაფერი მაგრამ
–უიმეე რა ამას შეხედე სადა ყავს პატრონი ?! ანი კიდევ კარგი მსახიობობაზე არ გიფიქრია
(მამა
–გაგიჟდი ? (დედა
პოპკორნი დავყარე და აცრემლებული წავედი ჩემს ოთახში,ფეხების ხმაზე მივხვდი სანდრო
მოდიოდა ჩემკენ
–ან რა დაგემართა?
–ჩემს ოცნებას ვერასდროს ავიხდენ და სულ ამათი ახირებების გამო
–შეეგუე ამ ბედს
–აუ ეს ვინ არი..მანუგეშე მაინც
–აბა ტყუილად?
–დებილი ხარ
–ნუ მეძახი ეგრე თორე გავბრაზდები
–სიმართლისთვის თვალის გასწორება ძნელია.. მე უკვე გამაბრაზე
–კარგი ხოო კარგი მოდი ჩაგეხუტო ნუ მეჩხუბები
სანდრო ჩემი ძმაა (მიხვდებოდით :დ) მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ყველას შურს
ჩვენი,ყოველთვის და ძმა შორის არის ჩხუბი და საიდუმლოებები.მაგრამ ჩვენთან ეგეთები
არ მოსულა. შეძლებული ოჯახი ვართ,მამაჩემი ძალიან მიფრთხილდება და მაკონტროლებს,ეგ
კონტროლი კიდევ არ მსიამოვნებს,თუმცა სხვა გზა არ მაქვს. მე და სანდრო ტყუპები ვართ,მაგრამ
სულ არ ვგავართ ერთმანეთს. ორივე ძალიან კარგად ვსწავლობთ სულ ერთად ვმეცადინეობთ და
თან ვერთობით
–სამეცადინო ბევრია?
–არც ისე
–კაი მოდი აქ ვიმეცადინოთ .. ისინი წვებიან მგონი უკვე.
თერთმეტზე დავიწყეთ და ორისთვის მოვრჩით. მერე ჩემთან დაწვა დაეზარა გასვლა. დილას
–სანდრო არ დგები ?
–გვაგვიანდება?
–არა მარა ნელა გავისეირნოთ და ვილაპარაკოთ
–ხხ...კაი
ადგა პიჟამოთი და ტანსაცმელი აიღო,მეც გადმოვქექე
–შენ სააბაზანოში შედი და რო ჩავიცმევ დაგიძახებ (იდგა იქ
–არ შედიხარ ბიჭო ?
–ოოჰ ჩემი და ხარ კაცო მერე რა აქ ვიდგები (გაეცინა
–სულ არ გრცხვენია?
–არა რატო
–ხოდა კაი მაშინ (დავიწყე გახდა და შემაწყვეტინა
–ხო გოგო გეხუმრე რა იყო,მართლა აპირებდი ?!
–ჩემი ძმა არ ხარ ?
–რა თაობა მოდის (სააბაზანოში გავიდა როგორც იქნა და მეც მშვიდად მოვემზადე,მაგრამ
დიდხანს მოვუნდი
–ვაიმე ანი ყოველ დილით ესე ხარ?
–აბა
–საწყალო.. გამოვიდე?
–კი
–მზად ხარ?
–კი..წავიდეთ ?
ჩანთა ავიღე და ქვევით ჩავედით
–ჩვენ წავედიით (სანდრო
–გაიგებდნენ ისედაც
–არაუშავს... (სახლიდან გამოვედით. ხელი გამომიშვირა
–აბა მომკიდე და წავიდეთ
–აჰა...
–ლამაზად გამოიყურები ნეტავ ჩემი და არ იყო რა
–ეს კომპლიმენტია?
–ხო აბა
ისე სულ დამავიწყდა მეთერთმეტე კლასში ვართ...
გარეთ ბავშვები დაგვხვდნენ,სანდრომ ხელში ამიყვანა და
დამატრიალა –აბა ხომ ლამაზი დაიკო მყავს? –ბიჭებმა შემათვალიერეს
–თვალი არ დაადგათ
მე და სანდრინიო გვერდიგვერდ ვიჯექით,ისეთი არაფერი გაკვეთილზე
დასვენებაზე კაფეტერიაში ჩავედით
–ანი გშია?
–კი თან ძაან,მიდი დროზე მიყიდე რამე
–დამელოდე მაგიდასთან
დიდად არ დაუგვიანია. ჭამის დროს ხმას არ ვიღებდით ვის ეცალა. კარებში ერთი მეთორმეტე
კლასელი დავინახე,ახალი უნდა ყოფილიყო. დავაშტერდი და სანდრომ შენიშნა
–რას უყურებ
–აუ ის ბიჭი ნახე რა ბიჭია
–გოგოო!!! არა ისე მე მაგას არ ვჯობივარ?
–არა
–უიმე რა არის რა სად გაქვთ გოგოებს თვალები..აუ ნახე რა გოგომ გაიარა უუფ –რაზე კამათობთ გვრიტებო ? (ნუცა –მეც აქ ვარ რა თუ შეიძლება –ვახ ნუც რას შვრები როგორ ხარ? აი შენი დაქალი ნერვებს მიშლის
–ო დაიცა რა სანდრო...ან დაინახე ის ბიჭი კარებში ?
–აუ ეხლა ამანაც მე თავი დამანებეთ რა... (მაგიდიდან ადგა და სხვაგან გადაჯდა –ხო კაია რა თავაზიანი ძმა გყავს ადგილი დამითმო –ოო ერთი ხო იცი მაგისი ამბავი, წეღან ვუთხარი ის ბიჭი გჯობია თქო და გამიბრაზდა (
ნუცას გაეცინა,სანდროსაც კარგად იცნობდა
–მერე როგორ შემოირიგებ
–ოხ რა უნდა ერთ შოკოლადს ვუყიდი და ეგაა
–გამარჯობა შეიძლება? (ისს ბიჭი
–რათქმა უნდა არა ( არ დააყოვნა პასუხი ––––––––
___________________________________________________________
მოკლედ ბავშვებო ეს პირველი საცდელი თავი იყო რავიცი თუ კარგია მოთხრობა დააკომენტარეთ პ.ს ამას არ შევწყვეტ :დ ეს პირველი თავი არც ისე საინტერესო იყო,მაგრამ შემდეგ იწყება დიდი თავგადასავალი.. თუ 3 ადამიანს მინიმუმ მოეწონება ვაგრძელებ
|