ლინდსი ლოჰანის ცხოვრების ბოლო ეტაპი ელიტური ქალისთვის შეუფერებლად შეიძლება დახასიათდეს: მსმელი, ნარკომანი, დებოშების მომწყობი, სარეაბილიტაციო ცენტრების ხშირი სტუმარი და მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ შეიძლება ითქვას - მსახიობი.
დღეს ამ ზემოთ ხსენებულ ეპითეტებს კიდევ დაემატა "მძღოლი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა".
Sayers Club-ში გატარებული მხიარული ღამის შემდეგ ლინდსიმ სახლში წასვლა თავისი ახალი "პორშეთი" გადაწყვიტა.
პარკინგიდან გამოსვლისას უამრავი ცნობისმოყვარე და ფოტოგრაფ-პაპარაცი დაეხვია. ოფიციალური ვერსიით, ლოჰანის ავტომობილი მეზობელი კლუბის, Hookah Lounge-ის მენეჯერს დაეჯახა.
რა დაემართა მენეჯერს, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ლინდსი რომ სასწრაფოდ გაეცალა შემთხვევის ადგილს, აშკარაა.
იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული ჩივილს გადაწყვეტს, ლინდსის სერიოზული პრობლემები შეექმნება. მას შემთხვევის ადგილიდან მიმალვაში დაადანაშაულებენ, თან იმ ფონზე, როცა მსახიობი პირობით სასჯელს იხდის.
შეგახსენებთ, სასამართლომ ეს განაჩენი ლოჰანს მას მერე გამოუტანა, რაც გასული წლის თებერვალში ის სამკაულების ქურდობაში დაადანაშაულეს. მანამდე კი მსახიობი ორჯერ დააკავეს ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის....
|