საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2012 » მარტი » 15 » ლექსები
11:37 PM
ლექსები


                   შუა ღამეს...

შუა ღამეს როცა თოვდა
გული შენთან ყოფნას მთხოვდა...
შენი ქარი სხვაგან ქროდა...
გულს იმედი მაინც ქონდა...

დრო გარბოდა...დროს მიჰქონდა
მძიმე დარდი გულს გაჩრილი ...
ამღვრეული თვალებიდან
შორს მოჩანდა ,,ის აჩრდილი”
მე რომელიც შემიყვარდა...
უზომოდ რომ შემიყვარდა...

ცას ავხედე,დავინახე
ფანტელების სწრაფი ცვენა...
და იქ სადღაც ცის სიღრმეში 
უნებურად მომეჩვენა
შენი სახე...ის თვალები
რომელთ მომცეს საოცნებო...
დასახატი ის ნახატი...
ჩემი ლექსის საარსებო...
Tumblr_lzpmvyrunl1qjprrxo1_500_large
   ფიფქი იყო და ხელში ჩამაკვდა...
ფიფქი იყო და ხელში ჩამაკვდა.
ცრემლი იყო და გადმომეღვარა,
აღარ იყო და თვალში დამაკლდა-
იყო და ახლოს არ მომეკარა.
გული იყო და ამიყოლია,
ქარი იყო და გამიყოლია,
დარდი იყო და გადამიყოლა,
ზღაპარ იყო და... არა იყო რა
ათასმეერთე ფიქრით გავერთე,
ათი მცნებით და გზნებით ვიცხოვრე.
ხატი იყო და სანთლად ავენთე.
ლოცვა იყო და სული ვიცხოვნე.
დარდი იყო და ვერ შეველიე,
მარტო იყო და ვერ შევერიე,
მარტი იყო და გამომეპარა,
კერპი იყო და არ მომეკარა!
ფიფქი იყო და გულზე დამაკვდა.
სიზმრად ჩამყვა და ჩამიყოლია,
ცეცხლი იყო და ქარი დამაკლდა,
ქალი ვიყავ და... დამიყოლია...
Image-preview_large

               წვიმამ წაიღო წვეთი წყეული… წვეთებმა

წავიდა, წაიღო წვიმის წვეთებმა
ნამდვილი ნაღველი, ნანატრი ნება,
ვერასდროს ვერავინ ვერაფერს ვერ ხვდება
კაცური კაცი კაცისთვის კვდება.

ცაზე ცისფერი ცრემლი ციმციმებს
ველურად ვუმზერ ვარსკვლავს და ვარდებს,
გულში გაჩნდება გვემული გმირი
დავიწყებ დათვლას და დავთვლი დარდებს.

მივდივარ, მიმყვება მალულად მუდამ
სანუკვარ სურვილთა საერთო სია,
არასდროს აქამდე ამდენი ამბავი
გვემულ გმირებზე არ გამიგია.

მიდის მიფრინავს მარდი მერცხალი
არ უნდა, ალბათ, არაფრის ახსნა
ლამაზი ლანდი ლივლივებს ლარად
გოგონამ გული გასროლით გახსნა.

ობოლი-ობოლს ოდესღაც ომში
ეძებდა ერთგულ ერში ეული,
არ გაუმართლა არცერთ ამათგანს
წვიმამ წაიღო წვეთი წყეული…


Cat-cute-girl-photography-favim.com-332250_large

           როცა სიკვდილი სიცოცხლეს შეხვდა

 ერთხელ სიკვდილი სიცოცხლეს შეხვდა,
გაეცინა და სიცილით უთხრა:
"რისთვისღა ჩუქნი სიცოცხლეს შენსას,
ხომ იცი ერთხელ მივალ,წავართმევ,
რისთვის აცოცხლებ წუთებს,საათებს
ბოლოს ხომ იცი მე რომ წავართმევ"
სიცოცხლემ სიკვდილს ღიმილით უთხრა:
"სწორედ ის არის ყველაზე ტკბილი,
რომ ხალხმა იცის შენ რომ წაართმევ,
იციან ფასი წამის და წუთის,
არსი ცხოვრების მშვენივრად ესმით"
"კარგი გეყოფა,ნეტა რას ამბობ,
როცა მივდივარ იცი რასა მთხოვს?
ყველას სიტყვები მხოლოდ ერთია
"ცოტაც მაცადე,დამტოვე მარტო"
გგონია შენი წუთები,წლები
ერთ მათგანს მაინც ყელში ამოსდის?
განა ცხოვრება მათთვის რამეა,
როცა სიცოცხლე წამის საქმეა"
სიცოცხლემ სიტყვა აღარ აცალა:
"ადამიანი ხომ სულ ასეა,
მას ხომ ყოველთვის სულ ბევრი უნდა,
ხუთასი წელი მან რომც იცოცხლოს,
ბოლოს ხომ მაინც სიცოცხლე უნდა.
ცხოვრება ასეა,ასე იქნება,
უფალმა ღმერთმა ასე ინება,
მე ვჩუქნი,შენ მიხვალ ართმევ,
ეს არის სწორედ ცხოვრების წესი"
სიკვდილი თითქოს ერთ ხანს ჩაფიქრდა,
სიცოცხლეს თვალებში მკაცრად ჩახედა,
თეთრი ღიმილით,ფიფქისფერ სახით
იქცია ისევ მსხვერპლისკენ პირი.






კატეგორია: სხვა .. | ნანახია: 972 | დაამატა: -Blue_Gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2012-03-17
- კარგებია <3




null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz