,,შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ , მაგრამ სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი. ძალიან გადარეული, მაგრამ უჭკვიანესი მოსწავლე ვიყავი.არ იცოდნენ, რა მოეხერხებინათ ჩემთვის,,.
,, მე თვითონ ვგრძნობ ჩემს სექსუალურობას და ეს ძალიან მომწონს. ეს ჩემს მუსიკაშიც იგრძნობა. დარწმუნებული ვარ, თქვენც გრძნობთ ამას,,.
,, ვგიჟდები ჩემს ოჯახზე, განსაკუთრებით ბებიაზე და პაპაზე. არ მახსოვს, ოდესმე ეჩხუბოთ ჩემთვის, ჩემი სცენური იმიჯის გამოც კი. სამწუხაროდ, ბოლო დროს ბებია თითქმის დაბრმავდა. არასდროს არ მივიყვან მათ მოხუცთა თავშესაფარში.
,, სიზმრები შეკვეთით შემიძლია ვნახო. მაგალითად, ძილის წინ თუ ვინმეზე ვოცნებობ, ღამე ის ადამიანი მესიზმრება. თამამ სიზმრებიც ხშირად მაქვს. ალბათ იმიტომ, რომ ძილის წინ ,,რაღაც-რუღაცეებზე,, ვფიქრობ,,.
,, ადრე ძალიან ძლიერ ნარკოტიკებს ვიყენებდი. არასდროს ვწოლილვარ ამის გამო კლინიკაში. უბრალოდ, ერთხელ ვთქვი, რომ თავი უნდა დამენებებინა მისთვის.ეს მაშინ მოხდა, როდესაც მივხვდი, რომ საუკეთესო ნარკოტიკი საყვარელი საქმის კეთებაა,,.
|