ბრიტანული ბენდი ცოლდფლეი და ბარბადოსელი შემსრულებელი რიანა, ერთობლივ სიმღერაზე - "Princess Of China” კლიპს გადაიღებენ.
ინფორმაციას თავად კლიპის რეჟისორი ავრცელებს. ასე რომ სულ მალე საკმაოდ კარგ ვიდეო კლიპს უნდა ველოდეთ.
შეგახსენებთ, რომ სინგლის გამოსვლიდან სულ ცოტა ხანში იგი რამდენიმე ჩარტის მოწინავე პოზიციებზე ერთდროულად მოექცა. თუმცა სინგლს წარმატება ჯერ კიდევ წინ აქვს, როგორც წესი ვიდეო კლიპის გამოსვლის შემდეგ სიმღერის პოპულარობა ერთიორად იზრდება ხოლმე.
|