საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2012 » იანვარი » 30 » Ke$ha Bio
9:35 PM
Ke$ha Bio

კეშა როუზ სებერტი (ინგლ. Kesha Rose Sebert; დ. 1 მარტი, 1987,ლოს ანჯელესი) — ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი. 
ჩემი ალბომით მე მსურს, ადამიანები გავაბედნიერო. ვფიქრობ, ჩემი მუსიკა ერთგვარი დღესასწაული იქნება ახალგაზრდებისა და, მთლიანად, სიცოცხლისათვის", – ასეთი თამამი განცხადება დაურთო თავისი პირველი ალბომის — Animal-ის პრეზენტაციას კეშამ, რომლის სინგლმა – „Tik Tok", წერტილი დაუსვა ბრიტანული „ნიჭიერის" ვარსკვლავის – სიუზან ბოილის ექვსკვირიან ლიდერობას ჩარტებში.
ამერიკელი მომღერალი კეშა როუზ სებერტი, 1987 წლის 1 მარტს ლოს ანჯელესში დაიბადა.იგი დედასთან კომპოზიტორ პიბ სებერტთან და უფროს ძმებთან – ლაგანთან და ლუისთან ერთად ცხოვრობდა. სებერტების ოჯახი მძიმე ფინანსურ კრიზისს განიცდიდა და 1991 წელს პიბიმ ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში, ამერიკული ქანთრის სამშობლოში, თავის მშობლებთან საცხოვრებლად გადასვლა გადაწყვიტა, სადაც გაიარა კიდეც კეშას ბავშვობამ. პიბი ადგილობრივი ხმის ჩამწერი სტუდიების ხშირი სტუმარი იყო და მას მუდამ თან ახლდა კეშა, რომელიც სკოლისგან თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს სტუდიებში ატარებდა. სკოლაში კი კეშა ყველასგან გამორჩეული იყო: იისფრად შეღებილი თმისა და უზარმაზარი, მეწამული ფერის შარვლის ტარების გამო, კეშას ხშირად იძახებდა თავის კაბინეტში დირექტორი შენიშვნის მისაცემად, ხოლო თანაკლასელები მასთან ურთიერთობაზე უარს აცხადებდნენ, რადგან, ექსტრავაგანტური გარეგნობის მომავალ ვარსკვლავს მარსიდან ჩამოფრენილად მიიჩნევდნენ. 
17 წლის ასაკში კეშა დაბრუნდა ლოს-ანჯელესში, სადაც გაიცნო მუსიკოსები და პრომოუტერები მაქს მარტინი და დრ. ლუკი, რომლებმაც მას თანამშრომლობა შესთავაზეს. პოპულარობის გზაზე დამდგარ კეშას თავდაპირველად მრავალი პრობლემა აწუხებდა, უპირველეს ყოვლისა კი, ეს იყო უბინაობა. დამწყები მომღერალი ახალგაცნობილ მეგობრებთან ერთად პატარა ოთახს ქირაობდა ლოს ანჯელესის გარეუბანში, საიდანაც ქირის გადაუხდელობის გამო ხშირად აგდებდნენ და კეშას არაერთხელ აქვს ღამე გატარებული მეგობრების ავტომობილებში. ასევე, კეშას ფინანსური პრობლემებიც ჰქონდა და მუსიკის წერისგან თავისუფალ დროს, ძირითადად ღამით, ის ოფიციანტად მუშაობდა ერთ-ერთ სასადილოში, გარდა ამისა, ტელემარკეტშიც უკეთებდა რეკლამას სხვადასხვა საქონელს, საიდანაც დამატებით შემოსავალს იღებდა. კეშა ბევრს მუშაობდა სტუდიაში, წერდა სიმღერებს და თანამშრომლობდა პროდიუსერებთან, მაგრამ მის მიმართ ინტერესს არ იჩენდნენ. სხვათა შორის, პირველად კეშას სახელი მუსიკალურ სამყაროში მაშინ გაჟღერდა, როდესაც დამწყები მუსიკოსი ვარსკვლავ პრინსის სახლში შეიპარა და მისთვის თავისი სიმღერების დისკის გადაცემა სცადა, მაგრამ „პრინცის" დაცვამ თინეიჯერი კეშა სახლიდან გამოაგდო.

2006 წელს კეშას დაწერილი მუსიკა პირველად გამოჩნდა ამერიკულ ტელევიზიაში, სხვადასხვა ტელეშოუებსა და სერიალებში. იმავე პერიოდში მან მონაწილეობა მიიღო ავსტრალიური ჯგუფის – „ზი ვერონიქის" სინგლის შექმნაში, რომელიც პოპულარული გახდა მწვანე კონტინენტზე. გარდა ამისა, კეშას ეკუთვნოდა ბექ-ვოკალი ბრიტნი სპირსის სიმღერაზე – „Lace and Leather", ხოლო პოპ-სცენის კიდევ ერთმა დამწყებმა ვარსკვლავმა, კეტი პერიმ, კეშა სულაც სათამაშოდ მიიწვია თავის კლიპში.[1] სიმღერას „I Kissed a Girl" წარმატება ხვდა წილად თინეიჯერებში, ხოლო მუსიკალურ სამყაროში ლაპარაკი დაიწყეს კეტი პერისა და კეშას არატრადიციული ორიენტაციის შესახებ. კეშამ და კეტიმ ერთმანეთი ლოს ანჯელესის ერთ-ერთ კლუბში გაიცნეს და მას შემდეგ განუყრელი მეგობრები არიან. მათ ახალისებთ ის ფაქტი, რომ ისინი ყველას ლესბოსელები ჰგონია. სხვათა შორის, ერთ-ერთ ინტერვიუში კეშამ არ დამალა და განაცხადა, რომ მისთვის საუკეთესო მეგობრები „ცისფერები" არიან, რადგან მათ არ იციან ღალატი და საიდუმლოს შენახვაც ქალებზე უკეთ შეუძლიათ. 
პირველი პოპულარობა კეშასთან მოვიდა რეპერ ფლოუ რაიდთან ჩაწერილი სინგლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ გაწეული სამუშაოსთვის კეშამ ანაზღაურების მიღებაზე უარი განაცხადა და რაიდს მხოლოდ ლეიბლის პატრონებთან შეხვედრის ორგანიზება სთხოვა. 2009 წლის დასაწყისში კეშამ, როგორც იქნა, მიაღწია და გააფორმა კონტრაქტი „RCA Records–თან" და იმავე წლის აგვისტოში შედგა მისი დებიუტი დიდ სცენაზე „ლოლაპალუზას" ფესტივალზე, ხოლო ოქტომბერში მუსიკალურ მაღაზიებსა და რადიოებში კეშას პირველი სინგლი – „Tik Tok", რომელმაც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ააფეთქა ჩარტები, ჟურნალ „ბილბორდის" 2009 წლის ბოლო, დეკემბრის ნაციონალურ ჩარტში „ტოპ-ასეულის" პირველ პოზიციაზე განთავსდა და ლიდერობიდან სიუზან ბოილი ჩამოაგდო. 
საახალწლო დღესასწაულების შემდეგ, კეშამ, რომლის სახელის ინგლისურ ვარიანტში, ლათინური S-ის ნაცვლად დოლარის ნიშანი იწერება, გასაყიდად პირველი სტუდიური ალბომი გამოუშვა, სახელწოდებით „Animal". აღსანიშნავია, რომ სიმღერები ალბომისთვის შვიდი წლის განმავლობაში იწერებოდა და, საბოლოოდ, დაახლოებით 200 კომპოზიციიდან, კეშამ პირველი ალბომისთვის 14 საუკეთესო შეარჩია.
კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1118 | დაამატა: Leluka♥)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

 

სწრაფი რეგისტრაცია
ძებნა
გამოკითხვა 2
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 357
კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
Top 8

null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 13
სტუმარი: 13
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz