კეტი პერი საკუთარ თავზე რომანის დაწერას გეგმავს, სამი ცნობილი გამომცემლობა კი მისი გამოცემის უფლების მოსაპოვებლად უკვე იბრძვის. ამ დროისათვის შეთავაზებული თანხის მაქსიმუმი ერთ-ერთი მათგანისგან 2 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. უკვე ცნობილია, რომ ფილმში დეტალურად იქნება აღწერილი კეტისა და მისი ყოფილი მეუღლის, რასელ ბრენდის ურთიერთობა, რაც შეეხება პერის კარიერულ მხარეს, მისი ამ დროისთვის ბოლო ალბომია 2010 წელს გამოცემული ”Teenage Dream”, საიდანაც რამდენიმე სიმღერა მსოფლიო დონის ჰიტი გახდა, მათ შორის არის ”Teenage Dream”, ”Firework”, ”E.T.” (კენი უესტთან ერთად) ”Last Friday Night (T.G.I.F.)”, ”California Gurls” (სნუპ დოგთან ერთად”) და ა.შ.
|