მომღერალი კეტი პერი კბილებს დღეში ექვსჯერ იხეხავს. ვარსკვლავმა აღიარა, რომ მუდამ თან აქვს ახალი კბილის ჯაგრისების მთელი შეკვრა.
"ჩვენ კბილის ჯაგრისების გარეშე არსად დავდივართ. ბავშვობაში კეტის პრობლემები ჰქონდა კბილებთან დაკავშირებით და ახლა განსაკუთრებით ყურადღებიანია", - განაცხადა ვარსკვლავის ახლო მეგობარმა showbizspy-თან საუბარში.
მომღერალმა აღიარა, რომ კბილების ხშირად გახეხვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბრიტნი სპირსის თეთრი კბილების ელვარებამ თვალი მოსჭრა.
"ძალიან მინდოდა ბრიტნი სპირსის მსგავსი კბილები მქონოდა. მე მის მუსიკალურ ვიდეოებზე გავიზარდე", - განაცხადა მომღერალმა.....