როგორც ის ამტკიცებს, არც სკრაბს სწყალობს დიდად და არც პილინგს მიმართავს. ცდილობს არც კოსმეტიკური საშუალებებით დაიტვირთოს სახე და მხოლოდ დამატენიანებელ კრემს ისვამს დილით.
”თუნდაც წინ წითელი ხალიჩა მელოდეს, მაინც ჩვეულებრივ რეჟიმში ვცხოვრობ - უბრალოდ, კარგად გამოძინება და კარგ ხასიათზე ყოფნა სილამაზის ყველაზე დიდი საიდუმლოა” - ამბობს 41 წლის მომღერალი.
ჯენიფერ ლოპესი და მარკ ენტონი 3 წლის ტყუპებს ზრდიან. მართალია, მომღერლის ახალი ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, მას ცელულიტი აშკარად აწუხებს, მაგრამ სახის კანი ნამდვილად უნაკლო აქვს.