ჯასტინ ბიბერმა პარიზში კონცერტის დროს ტვინის შერყევა მიიღო. ამის მიუხედავად მომღერალმა კონცერტი ბოლომდე ჩაატარა. სხვა ტურების გადადებას ჯერჯერობით ის არ აპირებს. საქმე იმაშია, რომ სიმღერის დასრულების შემდეგ დასასვენებლად გასული ბიბერი გამჭვირვალე მინას დაეჯახა თავით. რა თქმა უნდა სასაცილოდ ჟღერს მაგრამ ყველაფერი უფრო რთულად აღმოჩნდა ვიდრე წარმოიდგენთ, მან გონება რამოდენიმე წუთით დაკარგა. ექიმებმა დაადგინეს, რომ ჯასტინმა ტვინის შერყევა მიიღო.
სოციალურ ქსელში ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ყველაფერი კარგადაა და არც ერთი კონცერტის გადადებას არ აპირებს. "კანადელები მაგრები ვართ მინასაც კი დავუპირისპირდი" განაცხადა ჯასტინმა. როგორც ჩანს მაგრი ტვინის შერყევა არ მიუღია
იმედია ყველაფერი კარგად იქნება!!!