ჯასტინ ბიბერს YouTube-ზე ორი მილიარდი ადამიანი უსმენს
კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი პირველი მუსიკოსია, რომლის შემოქმედებასაც YouTube -ზე ორი მილიარდი ადამიანი გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ ჯასტინმა რეკორდული მაჩვენებელი სიმღერაზე „Mistletoe" გადაღებული ვიდეორგოლის პრეზენტაციის შემდეგ მოაგროვა. ახალი კლიპი YouTube-ზე 27 მილიონჯერ ნახეს.
ერთი მილიარდი „ნახვა" ბიბერმა ჯერ კიდევ 2010 წლის ნოემბერში მოაგროვა; თუმცა მას მაჩვენებლით ლედი გაგა უსწრებდა.გასული თვის განმავლობაში მისი გვერდის მნახველთა რიცხვი 94 მილიონიდან 2 მილიარდამდე გაიზარდა.
ლედი გაგას და ჯასტინ ბიბერის გარდა, მილიარდი „ნახვა" მოაგროვეს რიანამ, შაკირამ, ბრიტნი სპირსმა, ემინემმა, ჯგუფმა „Black Eyed Peas" და ბიონსემ.
ჯასტინ ბიბერის ახალი ალბომი
ჯასტინ ბიბერმა 1 ნოემბრისთვის დაპირებული ალბომი "Under the Mistletoe" გამოუშვა. მასში 11 სიმღერაა შესული.
გარდა ამისა ბიბერი უკვე მუშაობს კიდევ ერთ ალბომზე - "Believe". მისი გამოსვლის თარიღად 2012 წელი სახელდება.
2012 წლამდე ჯერ დიდი დროა, ალბომი კი ჯასტინის ფანებს უკვე ელის iTunes-ზე
|