-რა კარგი ისტორია იყო... ნეტავი მეც შევძლო ასეთი სიყვარული. -ემოციები გამოხატა ნუცამ და თან თავი მოიკატუნა, ვითომ დაიჯერა ასეთი დასასრული. -ძილინებისა. -ტკბილი ძილი შვილო. როდესაც ნუცა ოთახში ავიდა, მაღვიძარა დააყენა ყოველი შემთხვევისთვის და გაიფიქრა: "სადაც სურათი ვნახე, იქ სადღაც რვეული იყო, "ჩემი მოგონებები" ერქვა." მაშინ არა, მაგრამ ახლა მაინტერესებს." როდესაც მაღვიძარამ წკრიალი დაიწყო, ნუცამ თავი წამოყო. ის ჩუმად გამოძვრა ოთახიდან, სარდაფში ჩავიდა, რვეული მოძებნა, ბოლოსკენ გადაფურცლა და კითხვა დაიწყო. "დღეს დათო მესიზმრა..." -ოო.. გაფუჭებულია... -გაბრაზდა ნუცა და გვერდი გადაფურცლა. "ეს უბედნიერესი დღეა ჩემს ცხოვრებაში. დათომ ხელი მთხოვა და მალე ქორწილი გვაქვს..." ნუცა სულ უფრო და უფრო სწრაფად ფურცლავდა, სანამ არ მოკრა თვალი სახელ "მარიამ"_ს "დღეს ვიმშობიარე. საშინელი თკივილები გადავიტანე, მაგრამ შედეგი ისეთი იყო, რომ მივხვდი, რომ ტკივილი არაფერი იყო იმ ბედნიერებასთან, რომელიც ვიგრძენი, როცა გოგონა შემომიყვანეს. მისთვის შესანიშნავი სახელი, "მარიამი" ავარჩიეთ." ნუცამ გადაფურცლა ბოლო გვერდზე და წაიკითხა"
|