|
მთავარი » 2012 » მაისი » 12 » ის ისევ იცინის ბოლო თავია
10:16 PM ის ისევ იცინის ბოლო თავია |
"დღეს მარიამის მეხუთე დაბადების დღეა და ბედნიერი უნდა ვიყო, მაგრამ ეს ასე არ არის. უბედური ვარ. არაფრის თავი არ მაქვს. ღამეებს თეთრად ვათენებდი საავადმყოფოში. დათოს მანქანა დაეჯახა და დღე და ღამ ვლოცულობდი, რომ გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ... მაგრამ ის აღარ არის... ის საავადმყოფოში დაიღუპა. ჩემს თვალწინ. ავარიის შემდეგ ძლივს გონს მოვიდა, მაგრამ მხოლოდ ორი სიტყვა თქვა "უკანასკნელი ფოთოლი" და სუნთქვა შეწყვიტა. მისი ფანჯრიდან სარს შემოხვეული ვაზი ჩანდა, რომელიც ზამთრის ყინვისგან კვდებოდა, მასზე ერთი ფოთოლიღა იყო შერჩენილი, ხოლო როდესაც დათომ სუნთქვა შეწყვიტა, ვაზიც მასთან ერთად მოკვდა.
ამ წერილს მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ იმედი მაქვს, რომ ჩემი მშობლები მაპატიებენ თვითმკვლელობას. ჩემს ცხოვრებას დათოს გარეშე არანაირი აზრი არ ააქვს და ამიტომ გადავწყვიტე ეს. მაგრამ ყველაზე მეტად ამას ვწერ ჩემი მარიამისთვის, რომელსაც ყველაზე დიდი ტკივილი მივაყენე ამ საქციელით. მარიამ, მე შენ მიყვარხარ და იმედი მაქვს მაპატიებ." კითხვისას ნუცა ტიროდა. ფურცლის ბოლოს კი სისხლი დაინახა, რამაც გააუარესა მისი მდგომარება. ერთი ცრემლი... მეორე... მესამე... ნუცას სარდაფში ჩაეძინა და მთელი ღამე იქ გაატარა. დილით სარდაფიდან გაშტერებული თვალებით ამოვიდა და დედასთან სკამზე ჩამოჯდა. მას თვალები გაშტერებული ქონდა, თან ცრემლი მოსდიოდა და თან იღიმოდა. -ნუცა რა გჭირს? -შეეშეინდა მარიამს.
-დედა ვიცი, რომ ნინომ თავი მოიკლა. -დუმილის შემდეგ თქვა სევდიანი ხმით ნუცამ. მარიამი ჩამოჯდა და ნუცას შეხედა. მას გულისყური დაძაბული ჰქონდა, რადგან ხვდებოდა, რომ ნუცას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა. -მე ის ვნახე დედა... ნინო დამესიზმრა... -ნელ-ნელა თვალები გაუწყლიანდა და ბოლოს ღიმილით თქვა. -მე ის ვნახე... "ის ისევ იცინის"
|
კატეგორია: BooK < 33 |
ნანახია: 1033 |
დაამატა: anita
| რეიტინგი: 5.0/2 |
|