პირველი ინტერვიუ ჩაწერილია და ჩემი რესპოდენტია სალომე გელაშვილი (Fuck-Gomez) მიხარია რომ სურვილი გაგიჩნდა და მიხარია რომ იყავი ჩემი რესპოდენტი მეორე ინტერვიუს კი მარი (makooo999) აიღებს ახლა კი მოდით ვნახოთ ჩვენი ინტერვიუ მოკლედ ციტა ისეთი გამოვიდა რომ პირდაპირ შეკითხვებით დავიწყე (პირველისთვის მგონი არაუშავს)
– სად ცხოვრობ? – თბილისში
– რომელ ენებს ფლობ?
– ქართული მშობლიური, რუსული, გერმანული და ცოტაც ინგლისური
– რომელი ვარსკვლავის ფანი ხარ? ან ხარ ვინმეს ფანი საერთოდ?
– კი მაილი საირუსის
– რა არის შენი ჰობი?
– ცეკვა და ბონიზე შემოსვლა
– სად გიმოგზაურია? აუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ სად ყოფილხარ?
– კი იერუსალიმში, მილანში, იტალიასა და ნიუ–იორკში
– და სად ისურვებდი მოგზაურობას?
– პარიზში და ჰოლივუდში
– შენი და სხვისი აზრით როგორი ადამიანი ხარ?
– ჩემი აზრით ცანცარა, ანცი, კეკლუცი და სხვისი აზრით მხიარული, აზარტული, და რაღაცნაირად ცელქი და ბიჭური
– ყველაზე მეტად როგორი ადამიანები გიყვარს ან არ გიყვარს? (ბუნებით)
– არ მომწონს ძალით ძერსკები და მატყუარები, მომწონს ცელქები და წყნარები ისეთები ნერვებს რო მიშლიან ხოლმე (ლია მასწის მაგვარი) :D
– რა პროფესიის გინდა რომ იყო მომავალში და რატომ?
– ჟურნალისტი,იმიტომ რომ მინდა ხალხს ახალი ამბები მოვუყვე და გავაცნო უცხო ხალხის კულტურა და სხვა და კიდევ სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის გამოც :D
– წეღან თქვი რომ მაილი საირუსის ფანი ხარ რა არ მოგწონს მასში? გულწრფელად და ობიექტურად მიპასუხე თუ შეიძლება
– მაილიში ბევრი რამე მომწონს მაგალითად მისი გამბედაობა და რეაქცია ხალხის დამოკიდებულებაზე მის მიმართ, ის იხედება ყოველთვის წინ და არ უყურებს წარსულს, იგი არის განუმეორებელი როგორც ყველა ადამიანი. მე ვიქნები ყოველთვის მისი ფანი და იგი ჩემთვის მისაბაძი მაგალითია
– ანუ მასში არაფერია ისეთი რაც შენ არ მოგწონს?
– არა
– კარგი კიდევ... დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოს რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?
– ბევრ რამეს შევცვლიდი... თითქმის ყველაფერს. არ მინდა ამ ამბების გახსენება მაგრამ რას ვიზამთ დროს მაინც ვერ დავაბრუნებთ და ვერაფერს გამოვასწორებთ რაც ყველაზე ცუდი რამაა მთელს დედამიწაზე... და ერთ რაღაცას გამოვასწორებდი პირველ რიგში... ჩემ დაბიდუბიზე მომხდარ უსიამოვნო ფაქტს :D იმდენი ვჭამე რო მერე საოპერაციო გავხდი :D
– საერთოდ მეოცნებე ხარ?
– კი თან ძალიან... სკოლაში ყოველთვის გაკვეთილზე ვოცნებობ რომ ვნახო მესი, ჩავეხუტო და სხვა სტარებიც :D ყველა მეუბნება შენზე მეოცნებე არავინ დადის ამ ქვეყანაზეო :D
– ბონიზე რას ფიქრობ?
– რავიცი კარგი ბავშვები არიან :D მაგრამ ეგაა პრობლემა რომ ყოველთვის რაღაც სისულელეზე ჩხუბობენ და კამათობენ :D რავიცი ისე კარგი საიტია და ყველანი მიყვარხართთთთთ
– მომავალში რომ გაიზრდები და სრულწლოვანი გახდები რა გინდა რომ გააკეთო? რაღაც სურვილები ხომ გაქვს არა ადამიანს?
– კი როგორ არა თან იმდენი... ვაპირებ რა წავიდე საზღვარგარეთ და იქ დავიწყო ყველაფერი 0–დან. ასევე ვაპირებ გათხოვებას :D:D:D:D ნუ ეს 20 წლის მერე :D ისე მინდა წავიდე გერმანიაში და ვისწავლო ყველაზე კარგად გერმანული, ვიყო მასწავლებელი და მივნა ვიყო მსოფლიოში აღიარებული ნომერ პირველი TecTo მოცეკვავე :D
– ადვილად ენდობი ადამიანებს? ანუ მიმდობი ხარ?
– კი ძაააააან
– და ეჭვიანი ხარ?
– კიიიიიი :D თან როგორი
– კმაყოფილი ხარ შენი ცხოვრებით?
– კიი :D ყველაფერი მაქ რაც მინდა და ყველა ადამიანი გვერდში მიდგას
– ყველა საიტი სრულყოფილი არაა ჩვენი საიტი როგორია შენს თვალში რამე არის მასში რასაც შეცვლიდი?
– არაფერსსსსს კარგია ყველაფერიიიიიი
– კარგი დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და წარმატებებს გისურვებ
– კარგადდდდდ! მშვიდობა ბონის :D Bye :) კიდევ გნახავთ :D
პირველი ჩაწერილი ინტერვიუდან გამომდინარე მგონი არაუშავდა რავიცი ალბათ არც ისე კარგი იყო თუ გინდათ რომ თქვენტანაც "ჩავწეროთ" ინტერვიუ საკმარისია რომ დაწეროთ კომენტარებში და თანმიმდევრობით ჩავწერთ მე და makooo999 ინტერვიუებს თქვენთან. შემდეგი ინტერვიუ ჩაიწერება ლელუკასთან მასთან ინტერვიუს სამშაბათ აიღებს მარი და ოთხშაბათ დაიდება თავში და არ მოხსნათ არცერთი შემდეგი ინტერვიუს დადების თანავე მოიხსნება წინები აბა ჰე წავიდა კომენტარებიიიიიიიიიი!
|