გული რწმენით მევსებოდა,
ტაძარი მრევლს ვერ იტევდა
ცივი ზამთარი ღამეს ითევდა,
ყველა ოჯახში ენთო სანთელი
ცაზე ბრწყინავდა სვეტი ნათელი,
უფალი იშვა საოცარ ღამეს
როგორ არ გინდა სამოთხის გწამდეს,
ზარები რეკენ ყველა ტაძარში
მადლმა დაფარა თბილის ქალაქი,
ღმერთმა გვაჩუქოს ყველას წყალობა
ტაძრიდან ისმოდეს ჩუმი გალობა,
მას შევავედროთ ჩვენი გულები
რწმენა გვიბოძოს ყველას ულევი,
ჩვენც წმინდანებთან ერთად ვილოცოთ
მძიმე ცოდვები მუდამ ვიგლოვოთ,
გალობით ერთმანეთს შობა ვახაროთ
და ქართველობით კვლავ ვიამაყოთ.
♥
დღეს შობაა გილოცავთ ყველას.იმედია ფანჯარაზე სანთლის დანთება და უფლის ოჯახში შემოპატიჟება არავის არ დაგავიწყდებათ.