საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2013 » ივნისი » 28 » დიახ, მე ეს გადარეული შემიყვარდა!=1=
2:49 AM
დიახ, მე ეს გადარეული შემიყვარდა!=1=
დიახ, მე ეს გადარეული შემიყვარდა!
გამარჯობათ! მე ანა მეტრეველი გახლავართ, 17 წლის, ვცხოვრობ თბილისში მშობლებთან ერთად, ზოგადად რაც ჩემს თავზე შემიძლია გითხრათ ის არის, რომ მე ვარ, როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ , ერთი გიჯი გადარეული გოგო, მართლაც ესეა ამას ყველაფერში გამოვხატავ ლაპარაკის დროსაც და ჩაცმის სტილითაც ეს იმას ნიშნავს რომ არანაირი კაბები არანაირი მაკიაჟი არანაირი სამკაულები და ასე შემდეგ........ გარეგნულად კი ვარ ერთი საშუალო სიმაღლის გამხდარი მომწავანო მოთაფლისფერო დიდი თვალებიანი და მუქი გრძელი წაბისფერ თმიანი გოგონა...........დიდად გახსნილი ადამიანი არ გახლავართ, არც მეგობრები მყავს ბევრი მაგრამ ვინც მყავს როგორც იტყვიან „მუშა“ მეგობრები არიან, გაჭირვების და ლხინის ჟამს გვედში დგომა იციან. რა თქმა უნდა საუკეთესო მეგობარიც მყავს, მას ირაკლი ჰქვია, ჩემზე ერთი წლით უფროსია, სასაცილოა და ხალხს უმეტეს შემთხვევაში შეყვარებულები ვგონივართ რაზეც ხშირად ვხალისობთ.
–ანასტასია ადე ირაკლი გიცდის დროზე– როგორც ყოველთვის ერთიდაიგივე სითყვებით მაღვიძებს ჩემი საყვარელი დედიკო, იმის იმედით რომ მის ნათქვამზე უპრობლემოდ ავდგები, მაგრამ ამ წადილს ვერასდროს ისრულებს ერთი მარტივი მიზეზის გამო, მე და ჩემს ბალიშს თავდავიწყებით გვიყვარს ერთმანეთი, ამის გამო დედას ტყუილის მოფიქრება სჭირდება ხოლმე, რომ მე ავდგე და როგორც ყოველთვის მატყუებს რომ ირაკლიმ გაიღვიძა და ეგ კი არა უკვე მე მეოდება, ჰაჰ დავიჯერე ხომ იცით, ირაკლი ჩემზე უარესია ამ საკითხში .
–ხო კარგი მაგრამ დამეხმარე ჩემით ვერ ვდგები.
_ოხ ტასო, ტასო, როდის უნდა გამოსწორდე დედი?
––დედა ეგ ხომ იცი შეუძლებელია._ ვპასუხობ ნახევრად მძინარე ყურებამდე გაღიმებული სახით. მოკლედ ავდექი გავემზადე და ესე გამოვეწყვე :

როგორც კი გავემზადე ირაკლისთან წავედი რომელიც ჩემს მეზობლად ცხოვრობდა.
კარები ხათუნა დეიდამ (ირაკლის დედამ )გამიღო.
–გამარჯობათ ხათუნა დეიდა.
–გაგიმარჯოს ტასუნა ! როგორ ხარ?
–თქვენი აზრით?
–ოოო! რთული გამოსაცნობი არ არის, დღეს ორშაბათია, სკოლა გაქვს და ადრე ადგომა მოგიწია, ეს იმას ნიშნავს რომ უნდა გიფრთხილდნენ ასეა ხომ?
–აი ამიტომ მიყვარხართ, ასე კარგად რომ მიცნობთ– მივედი და ლოყაზე ვაკოცე –თქვენ როგორ ხართ?
– ღვთის წყალობით არაფერი მიჭირს კარგად ვარ. 
–იმ სულთამხუთავს ისევ ძინავს არა?
–ხო ვერაფრით ვერ გავაღვიძე ეგებ შენ მაინც მიშველო რამე. :დ
– არა რის პრობლება გაიწიეთ სპეციალისტი მოდის.
ეს ვთქვი თუ არა ღრიალით შევვრარდე ბატონ ირაკლისთან და თავზე დავახტი.
–აეეეეეეე სულთამხუთავო ადე დროზე თორემ, შენს გამო ატესტატს აღარ მაღირსებენ.
–აუ ანი 5 წუთიც რა.
–აეგდე თორემ წამოვიდა შენი თავის მიმართულებით გაყინული წყალი.
–ხო კარგი , აბა ეხლა გაშპი აქედან მაცადე ჩაცმა.
–მივრბივარ თორემ შენს დანახვაზე შეიძლება საუზმე ვეღარ შევირგო.
_დედა ასეთი მოსიყვარულე ადამიანი პირველად ვნახე, გადი დროზე.
–მივრბივაააააააარ!
როგორც იქნა გამოვიდა
_ აბა საით სისასტიკის განსახიერებავ _მომიგო გაღიზიანებულმა რადგან ძილი არ ვაცადე.
–ესეიგი ჯერ სკოლაში გამიყვან ჩემო პრინცო, მერე მომაკითხავ ორისნახევარზე და პირდაპირ ცეკვაზე გამიყვან მერე კი თავისუფალი ხარ ბატონო, მაგრამ მერე საღამოს იცოდე რბოლებზე მეც მოვდივარ და ყველანაირი წუწუნის გარეშე დღეს მე მივიღებ მონაწილეობას თორემ ამოვვარდი ფორმიდან და თანაც უკვე სამი კვირაა თქვენი ცოდვით ვკვედები კი არ ეჯიბრებით ერთმანეთს არამედ დაზოზინობთ, უი ხო მართლა დღეს გოგოებთან ვერ გაერთობი მე მოვდივარ და აბა ისე როგორ.
– ოე, ოე, რა გჭირს რადიო გადაყლაპე?_მკითხა გაღიზიანებულმა ჩემი მოთხოვნებიდან გამომდინარე , მაგრამ ვერც შემეწინააღმდეგა რადგანაც მერე იცოდა ამას კარგი არაფერი მოყვებოდა და თანაც ხომ გაგიგიათ „მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ და ის მაინც ტყისკენ იყურებოდაო“ ზუსტად ჩემზეა ნათქვამი.
როგორც იქნა სკოლაში მივაღწიე, მაგრამ არც იქ მელოდა კარგი დღე სულ რაღაც ერთ თვეში სკოლას ვამთავრებდით „სამუდამოდ“ თან მიხაროდა და თან მეზარებოდა რადგან ბოლო ზარამდე იმდენი საქმე გვქონდა დაგროვილი რომ არ ვიცი რამეს მოვასწრებდით თუ არა.
კლასში შესულს ერთი ამბავი დამხვდა, ბოლო ზარის ორგანიზებაზე იყო ერთი ამბავი, მე როგორც კი შევედი ჩემმა კლასელმა მარიამმა უმწუთასვე დაიყვირა:
– აი მას მომღერალიც ვიშოვეთ – ჩემზე მიუთითა დამრიგებელს.
მასწ_ – რა? მართლა? ანა შენ სმღერა შეგიძლია?_ მკითხა გაოცებულმა, პასუხი უნდა გამეცა მაგრამ არ მაცადეს გამოხტა კიდევ ერთი არამკითხე მოამბე.
დათო– მღერის და თან როგორ მღერის მას გაგიჟდებით.
მასწ – ხო და ყველაფერი გადაწყვეტილია ანა შენ იმღერებ ღონისძიებაზე.
–ეგებ ჯერ ჩემთვისაც გეკითხათ – ძალიან გავღიზიანდი ჩემს მაგივრად რომ რაღაცა გადაწყვიტეს – მე არ ვაპერებ სიმღერას და შენ ქალბატონო ( მივმართე მარიამს) ჯერ მე მკითხე მინდა თუ არა სიმღერა და მერე ილაპარაკე.
მარი– კარგი რა ანა გთხოვ იმღერე რა – მარიმ მთხოვა თუ არა მოყვა აქეტ–იქიდან ბავშვების ხვეწნა მუდარა მეც მათი თავი არ მქონდა და ამიტომ დავთანხმდი.
–კარგით, მაგრამ იცოდეთ რა უნდა ვიმღერო მას მე ავარჩევ და არანაერი პრეტენზიები იცოდეთ გასაგებია?
დათო – კარგი გასაგებია ! მიყვარხარ! _ მითხრა ხუმრობით მაგრამ თურმე ეს მე მეგონა მხოლოდ რომ მეხუმრებოდა და ასეც მეგონებოდა, რომ არა გიგის (კლასელის) წამოძახილი.
გიგი_ ეგ უკვე კარგა ხანი ვიცით ძმაო– ტქვა და სიცილი დაიწყო, დათო კი ერთ ადგილას აიწურა და ჭარხალივით გაწითლდა.
სიმართლე გითხრათ დათო ამ მომენტში ძალიან შემეცოდა, ამიტომ მის დახმარება გადავწყვიტე.
– გიგი ნუ უჩხრიკინებ რა რაღაცეებს თორემ წამოვიდა მუშტი შენი სიფათის მიმართულებით, იცოდეთ ეხლა აღარავინ შემაწუხოთ ისედაც თავი მისკდება ეს ვთქვი თუ არა ყურსასმენები გავიკეთე და დროებით მოვწყდი ამ სამყაროს და გადავეშვი ოცნებების ზღვაში.
როგორც იქნა დამთავრდა გაკვეთილები და როგორც ყოველთვის ირაკლის მანქანისკენ კისრის ტეხვით გავიქეცი ,

გზაში თამუნამ (კლასელმა) გამიბა საუბარი.
– აი შეყვარებულმაც მოგაკითხა.
– ვაიმე თამო არ არის ეგ სულთამხუთავი ჩემი შეყვარებული ვა .
– კაი რა ანი ვის ატყუებ დავიჯერო არ მოგწონს მაინც ის ხომ ისეთი ........ როგორ გითხრა ისეთი სიმპატიურია.
– ადამიანოოო ეგ არის იმენა ჩემი არაბიოლოგიური ძმა , ბავშობიდან ვმეგობრობთ იმდენა „ტრუსიკის ძმაკეცებიო“ გაგიგია ეგ გამოთქმა? ხო და ეგ ჩვენზეა ნათქვამი მაგრამ იმ განსხვავებით რომ ერთმანეთის ტრუსებს არ ვიცმევდით :დ ისე რა მოგწონს მაგ მახინჯის?
_ ანი თავი რამე ხომ არ მიარტყი? როგორც შენ მას უწოდებ „ტრუსიკის ძმაკაცი“ ძალიან მაგარი ტიპია .
ვერ ვუარყოფდი ირაკლი მართლაც რომ სიმპატიური ტიპი იყო,

მაგრამ მე როგორც მისი ოფიციალური მწვალებელი ყოველთვის ვაბრაზებდი და საბრთხობელას ვეძახდი, ეს ერთგვარი კომპლიმენტი იყო ჩემი მხრიდან.
– ჰა თამო ჩაგიწყო საქმე ამ სულთამხუთავთან?
–არა მადლობა მე უბრალოდ ავღინშნე რომ სიმპატიური ვინმეა და რომ თვალები უნდა გაახილო მეგობარო.
–გახელილი მაქ მეგობარო და მაგიტომ გეუბნები რომ ჩაგიწყობ საქმეს გპირდები მაგრამ დღეს ვერა საქმეები მაქ :დ :* კარგი აბა კარგად წავედი მე მისტერ ვალენტინთან ეხლა :დ
– კარგი აბა ხვალამდე :* ისე ვერ მეტყვი რა უნდა იმღერო ღონისძიებაზე?
– პირდაპირ მაოცებ თამო! შენი აზრით ჩემგან რამე კარს უნდა მოელოდე ამ შემთხვევაში?
– ასეც ვიცოდი! კარგი აბა კარგად.
მე როგორც იქნა ირაკლიმდე მივაღწიე.
– აბა მწვალებელო რა ხდებოდა დღეს სკოლაში?
– აუ კატასტროფა ! მოკლედ მე ბოლო ზარის ღონისძიებაზე სიმღერა შემტენეს მერე გავიგე რომ დათოს ვყვარებივარ და აუ პროსტა რა– ამ ყველაფერზე ირაკლი სიცილით იგუდებოდა – და შენთან რა ხდებოდა სულთამხუთავო?
– აუ ჩემთან მოვკვდი მოწყენილობით ისე იცოდე შენს ბანკეტზე მაგრად უნდა გავერთო.
–არც მე ჩამოგრჩები ძმობილო.
– აუ ტასო იცი დღეს ვინ დამირეკა?
– კი ვიცი ნათელმხილველი ვარ!
– ნუ იგესლები გოგო! ნუ მოკლედ დღეს მამაჩემმა დამირეკა და მახარა ქორწილი მაქო სადღაც შენი ბანკეტიდან ერთ კვირაშია დანიშნული ქორწილი ([შენიშვნა ] ირაკლის მშობლები გაშორებულები არიან, ბატონი ნიკოლოზი კი ჰოლივუდში ცნობილი პროდიუსერია )
– არც კი ვიცი რა გითხრა! მოგილოცო ?
– არა არ არის საჭირო :დ მამამ ასე მითხრა შენი შეყვარებული წამოიყვანე თანო და წამო რა შენ, ვინმე გოგოს წაყვანის მაგივრად მირჩევნია ისევ შენთან ერთად ვიგიჟო.
– არ არის პრობლემა ჩემგან, მაგრამ ჩემი მშობლების დარწმუნება შენზე იყოს.
– ჩემზე არა მამაჩემს ვეტყვი ვიცი სანდრო ბიძია ( მამაჩემი) უარს არ ეტყვის.
– ხო და მაშინ კალიფორნია მოვდივართ!_ ვიყვირე მთელ ხმაზე.
ასე მხიარულებაში მიილია მთელი ერთი თვე, ბოლო ზარიც მშვენიერი გამოგვივიდა მე მაინც მომიწია სიმღერა, მაგრამ მე რის ანი ვიყავი რამე რომ არ გამეფუჭებიან ბოლოჯერ მაინც სკოლის კედლებში, ამიტომ როდესაც ჩემს სიმღერაზე მიდგა საქმე ყველა ეგონა, რომ რაიმე წყნარს, გამოსამშვიდობებელს, გულისამაჩუყებელს, რაიმე ქართულს ვიმღერებდი, მაგრამ შეცდნენ, ამის მაგივრად Deep Purple Highway Star ვიმღერე, ნეტავ გენახათ მასწავლებლებს რა რეაქცია ჰქონდათ ამ ყველაფრის შემყურე, აი მოსწავლეები და დანარჩენი საზოგადოება კი აღტაცებით მისმენდ,ა ირაკლი როგორც ყოველთვის ეხლაც ჩემს გვერდში იდგა ეს პირობითად მას რომ შევხედე ყურებამდე გაღიმებული მიყურებდა იმ მომენტში ისევე როგორც მამაჩემი, ისიც ჩემით ამაყობდა რასაც ვერ ვიტყვი დედაჩემზე, რომელსაც გაოცებისგან თვალები დაეჭყიტა და ალბათ ამდენი ხალხი რომ არა მწარედ დამტუქსავდა ჩემი დაუორჩილელობის გამო.
როგორც იქნა სანატრელი ბანკეტის დღე დადგა მე კი ასე მეცვა

თმები კი ასე მქინდა გაკეთებული:

ირაკლი კი ასე გამოიყურებოდა:

_ირაკლი კუბო გაამზადე დღეს ვერთობი მოლომდე_ გადავულაპარაკე ჩემს კავალერს როცა რესტორანში შევედით
–მე ნუ მავალებ მაგას სხვა ვინმეს სთხოვე რადგან მეც იმავეს ვაპირებ დაიკო.
–ხო და მაშინ ვერთობით ბოლომდე! _ ვიყვირე მთელ ხმაზე რაზეც ყველას სიცილი აუტყდა.
მოკლედ რომ გითხრათ იმ დღეს ბევრი დავლიე, იმდენი რომ ჩემს სიცოცხლეში არ დამილევია და ცხოვრებაში პირრველად დავთვერი ,აღარაფერი მახსოვდა და მერე დედამ მომიყვა რა გმირობები ჩავიდინე.
თურმე ისე დავმთვრალვარ, რომ ჩვენი ქიმიის მასწავლებლისთვის რომელიც საკმაოდ სიმპატიური ახალგაზრდა მამაკაცი გახლავთ, სიყვარული ამიხსნია და თან ეს ყველაფერი საჯაროდ, სცენაზე ავსულვარ და იქიდან დამიწყია მისთვის სიყვარულის ახსნა ეგ არაფერი შემდეგ ჩემი კლასელი გოგოების ამოსულან სცენაცე რომლების ჩემზე ნაკლებ მდგომარეობაში არ ყოფილან მათაც იგივე გაუკეთებიათ, ბევრი ვიცეკვე, ვიმღერე კიდეც ნუ მოკლედ მე და ჩემმა სულთამხუთავმა მთელი რესტორანი ავიკლით როგორც ვგეგმავდით.
აი ახა კი თვითმფრინავში ვზივარ და განვლილ გიჟურ და ტკბილ წლებს ვიხსენებ, რომლებისც გაფრინდნენ და აღარასდროს დაბრუნდებიან უკან.
– აუ რას გავერთობით– მთელი ენთუზიაზმით წარმოთქვა ირაკლიმ.
– ნუ იტყვი აუ თან წარმოიგინე მთელი ზაფხული.
–ანა შენზე ვნერვიულობ, რატომ არ გინდა რომ ჩემს სახლში იცხოვრო?
–ამაზე ხომ ვილაპარაკეთ უკვე? რათ მინდა ბიჭო მე რა არ მაქ სახლი თუ რა? ბიძაჩემმა ანდერძით ტყულად კი არ დამიტოვა ის სახლი ?
–მერე რა აუ გთხოვ წამო რა ჩემთან.
–იკაააა არა მეთქი მაცადე რა ძვლივს მარტო ვარ შემარგე თავისუფლება!
როგორც იქნა ჩავედით ჩასვლისთანავე ბატონი ნიკას მძღოლმა ჩემს სახში მიგვიყვანა რომელიც მალიბუს სანაპიროსთან ახლოს იყო:

იმ დღეს ძალა გამოცლილი ვიყავი და არაფრის თავი აღარ მქონდა.
აი მეორე დღიდან დაიწყო ჩვენი კიდევ ერთი გიჟური და დაუვიწყარი თავგადასავალი.
მეორე დღეს რაღაც სასწაულით დილით ადრე ავდექი და რახან მარტო ვიყავი გადავწყვიტე ცოტახანი მალიბუს სანაპიროზე გამესეირნა ჩემთვის მშვიდად და წყნარად, მაგრამ არც ეს დამცალდა, როდესაც პლიაჟზე მივსეირნობდი დავინახე რომ ჩემსკენ გოგოების ჯგუფი მორბოდა წივიკ კივილით, მე კი ასეთი მოულოდნელობით გაკვირვებულმა ვერაფრის გაკეთება ვერ მოვახერხე თითქოს გავითიშეო, გოგოებმა კი ისე გადამიარეს როგორც სატვირთო მანქანა უმოწყალოდ გადაუვლის ზღარბს რადგანაც იგი ვერ შეამჩნიეს.
გონს მაშინ მოვეგე როდესაც გოგოები ჩემგან კარგა მოშორებით იყვნენ და რომ დავინახე რას უფროსწორად რომ ვთქვათ ვის მისდევდნენ ორმაგად გავბრაზდი, თურმე მალიბუს სანაპიროზეე ბატონი ჯასტინ ბიბერი შეუნიშნავთ და მისკენ მირბოდნენ კისრის ტეხვით ამ დროს კი ერთი
ძალიან პჭერმეტყველური კითხვა დამებადა „ რა ეშველება ამდენ ტვინ გამოცლილ ადამიანს?“
ამ კითხვაზეც უცებვე მიპასუხა ჩემმა მეორე მემ „ არც არაფერი“.მოკლედ რომ ვთქვათ მალიბუში ჩემი პირველი გასეირნება სრული ფიასკოთი დამთავრდა და ამასთან ერთად ტრამვირებული დავრჩი, სახლში კოჭლობით მივდიოდი და თან ხმამაღლა ქართულად ვილანძღებოდი, ალბათ გამვლელებს გიჟი ვეგონე.
სანამ ირაკლი არ მოვიდა ჩემთან მანამდე სახლიდან ცხვირი არ გამიყვია იმით შეშინებულს, რომ კიდევ რაიმე ცუდი არ დამმართნოდა .
როცა ჩემი სულთამხუთვი მოვიდა ჩემთან მე საშინელ ხასიათზე ვიყავი და ჩხუბი დავუწყე.
– სად ჯანდაბაში გდიხარ აქამდე?
–მადლობა მოკითხვისთვის. თავად როგორ გიკითხოთ.
–კარგად ყოფნის რამე მემჩნევა? მაგარი ძმაკაცი ხარ შენც რა, დამტოვე ამ სასტიკ სამყაროში გადარეულების ხელში მარტოდ მარტო.
–ისადა ანა შემთხვევით სანაპიროზე ხომ არ გახვედი და უცხო ბიჭებისგან რაღაც ბალახი ხომ არ გიყიდია რომ დაგელია?
– შენ ხომ არ ჭედავ ეეე რა ბალახი რა ბიჭები? ნუ მიშლი ნერვებს თორემ შეიძლება ნიკოლოზის ქორწილში ცხვირ გატეხილი მიხვიდე.
–არ იტყვი დილიდან რას იყეფები?
–დილიდან? შენ 3საათს დილას ეძახი? რა და გეფიცები ის ბიჭი ჭირის დღესავით შემზიზღდა.
_ანა ვინ ბიჭი შეგზიზღდა? ვინმემ რამე ხომ არ გაწყენინა? მითხარი ვინაა და მერწმუნე ხვალამდე ცოცხალი ვერ მიატანს.
–აუ შენღა მაკლდი რა. ვის ვერ ვიტან და ჯასტინ ბიბერს, მაგის გამოა ეხლა ფეხი რომ მტკივა.
_დაიცა შენ მომღერალ ჯასტინ ბიბერს გულისხმობ? გაფიცებ ყველაფერს ჯასტინის განობა როდისღა მოასწარი?
–ხო მაგას ვგულისხმობ, არ გამიცვნია, დღეს დილით სანაპიროზე ვსეირნობდი და თურმე ეგეც იქვე ახლოს იყო და მაგისმა ფანებმა გადამთელეს. ისადა უკაცრავას მაგ თვითკმაყოფილი იდიოტის სახელი ისე ახსენე თითქოს შენი ძმაკაცი იყოს, რა ხდება?
–არა საიდან მოიტანე.......პხ...............რა სისულელე ანდა საიდან? ისე შენ ბედი მქონია უნდა თქვა :დ აბამაჩვენე ძალიან გტკივა?
–ხო ძალიან!– მეც შევიფერე და სიტუაცია გავაბუქე არადა საერთოდ აღარ მტკიოდა.
–ვაიმე ანი...... ეს რა დღეში გქონია ფეხი......სასწრაფოდ ექიმთან უნდა წაგიყვანო.
– რაა? არა მადლობთ აღარ მტკივა! –ეს ვთქვი თუ არა სასწრაფოდ ფეხზე წამოვხტი.
–შენ მე რამეს მომატყუებ გოგო/? ბოლობოლო ამდენი წელია გიცნობ.
–ხო რავიცი მეთქი ცდა ბედის მონახევრეაო ხომ გაგიგია ხო და მეც ვცადე რა.
–ანი ბოდიში ეხლა რაც უნდა გითხრა, მაგრამ შენთვის აჯობებს რომ წინასწარ იცოდე.
–ჰა მიდი დაკაჭე ხომ იცი მე უშიშარი გოგო ვარ!
–დღეს მამაჩემთან წვეულება იმართება და იქ აჩიც იქნება. ––––––––––ამ სახელის გაგონებაზე ელდა მეცა, აჩი ჩემი ძველი შეყვარებული იყო თუ არც იყო ნუ პრინციპში არ იყო ჩემი შეყვაებული. აგრიეთ არა? მოდით მაშინ მოკლედ აგიხსნით სიტუაციას. მე და აჩიმ ერთმანეთი 2 წლის წინ ირაკლის საშუალებით გავიცანით, ისე მოხდა რომ ერთმანეთი შეგვიყვარდა ნუ მე მეგონა ასე, მოლედ ერთ დღეს აჩიმ სიყვარული ამიხსნა, (მას ეკუთვნის ჩემი პირველი კოცნა რომელიც მან ძალით მომპარა და პირველი გულის ტკენაც, მე არ დავუჯერე რადგან მაშინ ისეთი ლამაზი არ გახლით როგორის ეხლა ვარ, ორი წლის წინ ჭარბი წონა მაწუხებდა) ხშირად მახსენებდა რომ ვუყვარდი ერთხელაც ირაკლის დაბადებისდღეზე გადაწყვეტილი მქონდა რომ მეც გამემხილა ჩემი გრძნობების შესახებ, მაგრამ ის წვეულებაზე თავის ახალ შეყვარებულთან ერთად დაგვადგა, ალბათ ხვდებით მერე როგორ წარიმართებოდა სიტუაცია. მოდით ეხლა დავუბრუნდეთ ჩემსა და ირაკლის საუბარს.
–რააა? ირაკლი რას მეკაიფები?
–არა გეფიცები დღეს შემხვდა მამაჩემის სახლში და თქვა რომ საღამოს ეგეც იქ იქნება.
–ჯანდაბა! კანდაბა! ჯანდაბა!...........ადე დროზე მაღაზიებში გამიყვანე და მერე სალონში, მაგას ვაჩვენებ როგორ უნდოდა ჩემი მასხრად აგდება.
–დაიცა ანი ეს შენ ხარ? რაღაც მაღაზიებიო სალონებიო? ყურებს არ ვუჯერებ!– ნეტა გენახათ სახე რა სასაცილოდ დამანჭვოდა, რომ არა აჩის ამბავი ალბათ სიცილისგან იატაკზე გავწვებოდი, მაგრამ ეხლა მაგის დრო არ იყო.
– ირაკლი დაიმახსოვრე მე პირველ რიგში ქალი ვარ და შენც კარგად მოგეხსენება თუ ქალი გამწარებულია აქ უკვე აღარაფერს აქვს მნიშვნელობა_ ვუთხარი თუ არა ზურგზე შევახტი– ახლა კი მაღაზიებისკენ ჩემო ბუცეფალო!
–არა რა ხომ ვამბობ შენ არაფერი გეშველება! ჩამოდი შე ბეგემოტო ჩამწყდა წელი!
ამ თამაშ თამასში მაღაზიებიც მოვიარეთ და სალონსაც ვესტუმრე, უკვე მოსაღამოებილი იყო როდესაც იკამ მომაკითხა ჩემს დანახვადე ერთ ადგილას გაშეშდა და ინგლისურად მომმართა
– უკაცრავად ეტყობა სახლი შემეშალა ბოდიშით!
–აუ ირაკლი ნერვებს ნუ მიშლი რა ისედაც ვერ ვარ კარგ ხასიათზე.
–მოიცა შენ ანა ხარ?
–არა ბებიაშენი გულნარა! რა იყო ბიჭო რამე მოწიე?
–მოწევა რათ მინდა ისე მაგრად გამოიყურები.– ამის თქმის მიზეზი ნამდვილად გექნებოდათ თქვენც, რომ გენახეთ.
აი ეს კაბა მეცვა

თმები კი ასე მქონდა გაკეთებული

წვეულება ბატონი ნიკოლოზის სახლში იმართებოდა რომელიც უფრო სასახლეს გავდა :

როდესაც სახლში შევედი დავინახე რომ წვეულებაზე ბევრ ცნობად სახეს მოეყარა თავი.
–ოჰო შეკრებილა ელიტა– გადმომჩურჩულა ირაკლიმ, რომელსაც ცოტა არ იყოს მოწყენილი ხმა ჰქონდა.
–სამაგიეროდ ამ ელიტამ არ იცის როგორია ნამდვილი გართობა.
–გეთანხმები! სამაგიეროდ ხვალ ავიწყვიტოთ.
–ძმა ხარ იკუშ.
ნიკოლოზი – თქვენ რას ჩურცულებთ გვრიტებო?_ მოგვიახლოვდა ირაკლის მამა
ირაკლი – იმას რომ მოწყენილობისგან ლამისაა სული გაგვძვრეს.
მე – ირაკლი რა წესია? – მხარი ისე მწარედ გავკარი რომ სიმწრისგან სახე დაემანჭა.– ამ სულელს ყურადრებას ნუ მიაქცევთ ბატონო ნიკოლოზ! როგორ ბრძანდებით?
–ნიკოლოზი– დაიცა შენ ანი ხარ? ჩვენი ანი? _ მის გაოცებულ სახეზე გამეცინა რადგან ბატონ ნიკოლოზს 5წელია არ ვუნახივარ.
მე– დიახ მე ვარ
ნიკოლოზი – ვაუ! არც კი ვიცი რა გითხრა როგორ გაზრდილხარ და დამშვენებულხარ. მე ბოლოს რომ გნახე მახსოსვს პატარა საყვარელი პუტკუნა გოგო იყავი. როგორ გაზრდილხარ და გალამაზებულხარ, ძვლივს გიცანი. –მომიგო აღტაცებულმა ღიმილით, მე და ირაკლი სიცილს ძვლივს ვიკავებდით მისი გაოცებული სახის შემხედვარე –– ეჰ ნეტა ჩემს შვილს სად აქვს თვალები გვერდით ასეთი გოგო ლამაზი და კარგი გოგო ჰყავს და შენც არ მომიკვდე დასდევს სხვა გოგოებს.– აი ამაზე მართლა ვეღარ შევიკავე თავი და ხმამაღლა დავიწყე სიცილი ნიკოლოზმა კი კითხვით სავსე თვალები შემომანათა _ სასაცილო ვთქვი რამე?
ირაკლი –არა მამა უნრალოდ უკვე ასე მართლა აღარ შეიძლება ბევრს ვგონივართ შეყვარებულები და ეხლა შენც იგივე რომ დაიწყე.... დამერწმუნე ეს უკვე მართლა სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.
ნიკოლოზი – ეჰ ჯობია მე დამიჯეროთ არ წააგებთ.
მე – სხვა დროს იყოს ბატონო ნიკოლოზ .
ნიკოლოზი – კარგით მე დაგტოვებთ!
ირაკლი– მერე გნახავთ!
სიმართლე გითხრათ ეს წვეულებას კი არა უფრო დაკრძალვას უფრო გავდა წყნარი მუსიკა და ერთმანეთში მოჩურჩულე ხალხი რომელთაც ხელში შამპანიურის ჭიქები ეჭირათ და გულმოდგინეთ საუბრობდნენ ამა თუ იმ თემაზე.
– აუ ირაკლი მართლა აღარ შემიძლია აქ ყოფნა თავი დაკრძალვაზე მგონია
–მეც შენს დღეში ვარ...... აუ იცი რა ვქნათ ?
– რა ?
– რა და გავიპაროთ ნუ ღელავ მაინც ვერავინ შეამჩნევს ჩვენს წასვლას, ხო და ერთ კლუბში წავიდეთ ეხლა იქ ჩემი ძმაკაცები არიან. ჰა გაწყობს?
– აქ ყოფნა ყველაფერი მირჩევნია, მაგრამ ჩვენ შეგვიშვებენ რო? როგორც ვიცი აქ 21წლამდე აკრძალულია კლუბებში შეშვება.
_ შენ მაგაზე ნუ წუხარ ჩემო წურბელავ , ხომ გაგიგია „ ფული ჯოჯოხეთს ანათებსო“ ხო და აქაც იგივე პრინციპით მოქმედებს სისტემა.
–მერე რაღას ვუცდით?
_არც არფერს.
ისის იყო რომ უნდა გავსულიყავით სახლიდან რომ ნაცნობმა ხმამ გაგვაჩერა.
აჩი– საით გაგიწევიათ გვრიტებო?
ირაკლი – ახლა რაღა გინდა აჩი? _ მიუგო გაბრაზებულმა, საერთოდაც მინდა ავღნიშნო რომ რაც მე მატკინა გული ბატონმა აჩიმ მას შემდეგ ირაკლისთანაც დაეძაბა ურთიერთობა.
აჩი – რა იყო რა ვთქვი ასეთი? ისე ირაკლი ამ ლამაზ გოგონას არ გამაცნობ? _ მზერა ჩემზე გადმოიტანა და ხარბად ამათვალიერა.
მე– ეხ აჩი, აჩი რა გულმავიწყი ყოფილხარ, არადა ერთ დროს სიყვარულს მეფიცებოდი.
აჩი – ანა? ეს შენ ხარ?
მე – ხო რა გაგიკვირდა?
აჩი– არა არფერი........ უბრალოდ ძალიან შეცვილხარ, უფრო გალამაზებულხარ– ეს თქვა თუ არა შემკენ წამოიწია რათა გადამხვეოდა მაგრამ ისევ ჩემმა სულთამხუთავმა მიხსნა და ჰალსტუკით გასწია ჩემგან მოშორებით, ეს კი ისე გააკეთა რომ ლამის გაახრჩო.
ირაკლი– ეხლა მომისმინე ბიჭო! ანისთან ახლოს გავლილიც კი არ დაგინახო თორემ ჩათვალე მკვდარი ხარ.
მე– კაი იკა მოეშვი რა ამ საცოდავ არსებას გვაგვიანდება უკვე.
კლუბისკენ მიმავალ გზაზე ირაკლიმ საუბარი გამიბა.
– ტასო იცი შენთვის პატარა სიურპრიზი მაქვს.
– რას გეგმავ ? დაფქვი დროზე ბოროტების მბრძანებელო.
– საიდან მოიტანე რომ რამე მაქვს ჩაფიქრებული?
–საიდან და როცა რაღაც სისაძაგლეს გეგმავ მაშინ ყოველთვის ტასოს მეძახი.
– რა სისულელეა არაფერს ვაპირებ დღეს რაც გადაგხდა ისიც საკმარისია.
–კარგი მაგრამ დაიმახსოვრე მე შენ ყოველთვის გაკვირდები.
–არის უფროსო.
როდესაც კუბში შევედით ყველაფერი როგორც იტყვიან სასტიკად მომეწონა
–ანა წამოდი ვიღაც უნდა გაგაცნო_ მეც უსიტყვოდ გავყევი და როცა მივედით დანიშნულების ადგილას ირაკლიმ ბიჭებს მიესალმა და მერე მე მომიბრუნდა
ანა ჩემი ძმაკაცი მინდა გაგაცნო .... ანი გაიცანი ჩემი ძმაკაცი ჯასტინ ბიბერი.– თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ მის დანახვაზე რა დამემართა ადგილზევე გავშეშდი ............

ჯასტინი – გამარჯობა ანა! შენზე ბევრი მსმენია._ და ხელი გამომიწოდა მე კი ვიდექი გაშტერებული, ჩემი შემხედვარე ჯასტინმა ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული სახით გახედა ირაკლის და ჩუმად უჩურჩულა – არ მითხრა რომ ესეც ჩემზე გიჟდება. – ამის გამგონე ირაკლის კი ისტერიული სიცილი წასკდა .
ირაკლი – კაი რა ძმაო რას მეღადავები, ამას მოსწონხარ შენ?;.......ჰაჰაჰაჰა....... მადლობა თქვი შენს გაცნობაზე ასეთი რეაქცია რომ აქვს, მოსწონხარ კი არა ჭირის დღესავით ეჯავრები.
ჯასტინი– კი მაგრამ რა დავუშავე?
მე – რა და ფეხი იდიოტო– ჩავები მეც საუბარში_ შენ კი ბნელეთის მოციქულო (მივმართე ირაკლის) ეს არ შეგრჩება.
ჯასტინი– უკაცრავად მაგრამ ვერ ვხვდევი რა ფეხი?
ირაკლი – რა და ბიჭო დღეს დილით სანაპიროზე რომ დატასაობდი შენს გამო შენმა ფანებმა ამას გადაუარეს რომ მოგსდევდნენ და დღეს მთელი დღე კოჭლობდა– ამაზე ჯასტინს სიცილი აუვარდა, მე კი ისე გავმწარდი რომ ჩემი ქუსლიანი ფეხსაცმელი მაგრად დავადგი ფეხზე ისე მწარედ რომ განწირულმა ამოიკვნესა.
მე – აი ეს კი მართლა სასაცილოა _ ვთქვი კმაყოფილებით აღსავსემ– წავედი მე დავლიე აბა თქვენ იცით ბიჭებო კარგად გაერთეთ – და ირონიული ღიმილი შევანათე მისტერ ბიბერს რომელსაც სახე სიმწრისგან გაწითლებოდა.
მეორე დილით ჩემს სახლში იატაკზე გამეღვიძა, თავი საშინლად მისკდებოდა და ყველაფერი მტკიოდა იატაკზე წოლისგან. როგორც იქნა მოვახერხე და ავდექი და რას ვხედავ ბატონი ირაკლი ჩემს სასადილო მაგიდაზე გაწოლილიყო და კაი გვარიანადაც ხვრინავდა.
– ირაკლი ადე – დავუწყე წვალება, რომ გამეღვიძებინა და 10 წუთიანი დაუღალავი ცდის შემდეგ როგორც იქნა თვალები გაახილა და შემომხედა, რომ შემომხედა შეშინებული წამოვარდა და იყვირა შემდეგ თავი ვეღარ შეიკავ, ინერციით იატაკისკენ წავიდა და მოადინა ზღართანი.
–აუ ბიჭო რა გაღრიალებს ისედაც მისკდება თავი.
–ვაიმე ანი რას გავხარ იცი? ბოროტი მოჩვენება მეგონე.
– აუ ირაკლი ნუ ატრაქტორებ რა ! წუხანდელი რამე გახსოვს?
_ბოლოს ის მახსოვს რომ შენ და ჯასტინი ბარის ეგრედწოდებულ სტოიკაზე იყავით ასეულები და ერთმანეთს ეცეკვებოდით მე კი სურათებს გიღებდით.
–შენ ეკაიფე ბიჭო მეზობლად რომ მაყვალა ბებო ცხოვრობს იმას, დაგიჯერე ხომ იცი რას არ უნდა გახეული მთვრალი ვყოფილიყავი მაგ იდიოტთან არასდროს ვიცეკვებდი დაიმეხსოვრე ა რ ა ს დ რ ო ს ! გასაგებია?
– აბა ეს მე ვარ? – გამომიწოდა მისი ტელეპონი სადაც გუშინდელი ჩვენი გმირობები იყო გადაღებული







უცებ კი მთელ ხმაზე ვიღრიალე
–არააააააააააააააა! შანსი არაა ირაკლი მითხარი რომ ეს მე არ ვარ გთხოვ_ გავუწოდე ტელეფონი სადაც მე მე და ჯასტინი ვიყავით გამოსახულნი ბარის ეგრედწოდებულ სტოიკაზე მოცეკვავენი.
– კი სუსტად შენ და ჯასტინ ბიბერი ხართ _ მომიგო კაყოფილმა ნიშნის მოგებით
– ვაიმე არ თავს მოვიკლავ ! ფუუუუუუუ! და შენ ამის მერე ძმაკაცი ხარ? როგორ მომეცი ამის უფლება?
–ძმაკაცი რომ ვარ ზუსტად მაგიტომაც.
–უხ შე შე შე დამპალო ვეგ გიტან.
–– ჰაჰ მადლობა მეც მიყვარხარ ღრუტუნ, კარგი ეხლა წავედი მე და 1 საათში მოვალ, ორივე ძალიან დაღლილები ვართ და რელაქსაციისთვის კარგი იქნება მზის აბაზანები.
– და თუ გინდა ნუღარც მოხვალ შე მოღალატე.
ერთ საათში მართლაც გამოჩნდა ირაკლი და ეხლა უკვსანაპიროს ასღებად დავილაშქრეთ:
_აუ ირაკლი რა დროს წოლაა წამო რა სერფინგის დაფები ვიქირაოთ და ჰაიდა..– როგორც ყოველთვის დავიწყე წუწუნი.
–შენ ხომ კაცს არაფერს აცლი რა, მაგიტომაც შეგარქვი მწვალებელი, ხო კარგი წამოდი ჯანდაბას შენი თავი წამოდი წამოდი.
– აი ეს უკვე ჩემი ბიჭია , დედა რომ იცოდე როგორ მიყვარხაააარ!
–გადი შე აფერისტო.
როგორც იქნა მივაღწიეთ სერფინგის დაფების მაღაზიასთან, მაგრამ უცებ ჩვენს უკან ნაცნობი ხმა გაისმა.

ჯასტინი– ჰეი ირაკლი!– ჩვენც მისკენ შევტრიალდით– ვაუ პრინცეზა შენც აქ ყოფილხარ მოვიდა და გადამეხვია მაგრამ მე უმალ მოვიშორე.
მე – შენ თავი რამეს ხომ არ მიარტყი? რა სიყვარულის ბუშტი გაგისკდა ერთი?– ჯსტინმა გაკვირვებულმა შემომხედა.
ირაკლი – ყურადღებას ნუ მიაცევ ჯასტინ ეს სულ ასე იქცევა .
ჯასტინი – აჰამ! გასაგებია ! რავიცი გუშინ კი კარგად მიხსნიდა სიყვარულს?
მე – რაა შენ გიხსნიდი სიყვარულს შანსი არააა ! ალბათ მოლანდებები მჭირდა და შენს მაგივრად კახა მელანდებოდა.
ჯასტინი– კი კი დაგიჯერე ხომ იცი აი! ისე კახა ვინ არის?
ირაკლი– მართალს გეუბნება ძმაო მართლა კახა ეგონებოდი, ეგ რომ თვრება სულ ეგ კაცი ელანდება ყველგან.
ჯასტინ – ხოდა ვინ არის მერე ეგ კაცი ვერ მეტყვი.
ირაკლი – ვინ და მისი ქიმიის მასწავლებელი. –ამის ტქმა და ბიჭების სიცილი ერთი იყო მე კი საშინლად გავბრაზდი.
მე – კი აბა ძალიან სასაცილო ხომ იცი რა, იცით რას გეტყვით კახა თქვენ ორივეს ერთად აღებულს მილიონჯერ გჯობიათ.
ჯასტინი– მილიარდჯერ არა? – ამაზე უფრო მეტად აუტყდა სიცილი.
ირაკლი – არა ბიჭო გეშლება ტრილიონჯერ უნდა გეთქვა– ამაზე უფრო უმატეს სიცილს.
მე – აჰა ეგრე არა? კარგი მაშინ ხმა არ გამცეთ საერთოდ, ნახა ორმა თვითკმაყოფილმა იდიოტმა ერთმანეთი .– მე სასწრაფო წესით ვიყიდე და იქაურობას გამოვეცალე, ბიჭები კი მთელი დღე უკან დამყვებოდნენ და შერიგებას მთხოვდნენ.
ირაკლი– კაი რა ანასტასია შემირიგდი რა მოგივა ვიხუმრე მეტი ხომ არაფერი.
მე– არა !
ჯასტინი– კაი რა რა ვთქვით ასეთი?
მე – შენ საერთოდ ხმას ნუ იღებ რა!
ჯასტინი – ეეეეე კაი რა გეყო! შეგვირიგდი რა გთხოვ.– ისეთი საწყალი სახე მიიღო რომ თვით ჩემი რუსულის მასწავლებელსაც კი მოულბობდა გულს.
მე – კარგი ერთი პირობით შენ ბატონო ჯასტინ ჯემ მოსხმულ ჩამოსასხმელ ნაყინს მიყიდი ეხლავე და შენი კი ბნელეთის მბრძანებელო(მივმართე ირაკლის) ადგები და შოკოლადის ნაყინს მიყიდი ისე არავითარ შემთხვევაში აე შეგირიგდებით.
ჯასტინი ირაკლი –კარგი მოსულა. –იყვირეს ერთად და გახარებულები წავიდნენ მისის შესასრულებლად, მაგრამ მათ ხომ არ იცოდნენ რა მზაკვრული გეგმა მქონდა ჩაფიქრებული.
ჯასტინ– აი მოგიტანეთ _ მან და ირაკლიმ გამომიწოდეს დამსახურებული ნაყინი და კმაყოფილები მიღიმოდნენ მე კი გავინაზე.
მე – ვაიმე ბიღებო რა საყვარლები ხართ ვერც კი წარმოიდგენთ მაგრამ ამ ყველაერს რაჭაც აკლია_ ამ დროს მათი მორთმეული ნაყინი ორივეს თმებში ავუზილე და ვთქვი – აი თურმე რა გაკლდათ ეხლა უკვე სრულყოფილები ხართ! – ეს ვთქვი თუ არა უკანმოუხედავად გავიქეცი.
ჯასტინ– ახ შე პატარა პარაზიტო.– თქვა თუ არა ისიც უკან დამედევნა ამ დროს ირაკლის ხმაც გავიგე.
ირაკლი –ჯასტინ შენ მაგას მიხედე მე ამას მოვიშორებ თუ არა მოვალ .
მე უკვე სიცილისგან სირბილიც აღარ შემეძლო ამით კი ჯასტინმა ისარგებლა და დამიჭირა.................
კატეგორია: BooK < 33 | ნანახია: 2358 | დაამატა: sali21 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2013-06-28
- კაია გააგრდძელეე რა happy :*




null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz