|
მთავარი » 2012 » მაისი » 4 » დედა 5 წლის შვილს გარუჯვას აიძულებდა
11:00 PM დედა 5 წლის შვილს გარუჯვას აიძულებდა |
აშშ-ში ასამართლებენ ქალს, რომელიც ხუთი წლის ქალიშვილს სოლარიუმში გარუჯვას აიძულებდა. პატრისია კრეტჩილი თავადაც გარუჯვის დიდი მოყვარულია. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოლარიუმში შესვლა აკრძალულია, პატრისია კრეტჩილს სოლარიუმში ქალიშვილიც თან დაჰყავდა. პოლიციას საბავშვო ბაღის აღმზრდელმა მიმართა, რომელმაც გოგონას სახეზე დამწვრობის კვალი შენიშნა. დედა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ პატარას ქუჩაში სეირნობა უყვარს.
|
კატეგორია: სხვა .. |
ნანახია: 1030 |
დაამატა: mari_miley
| რეიტინგი: 0.0/0 |
|