|
მთავარი » 2012 » ივნისი » 7 » -დამლოცავთ, მამაო ??
5:33 PM -დამლოცავთ, მამაო ?? |
-დამლოცავთ, მამაო?
-ღირსი ხარ, შვილო ჩემო?
-არა, მამაო...
-ღმერთმა დაგლოცოს, შვილო...
-დიდ არს ქრისტე ღმერთი! მამაო...
-და უძლეველი, შვილო ჩემო...
-რომ მოვკვდები სად წავალ, მამაო?
-სადაც აირჩევ, შვილო.
-ეგ როგორ, მამაო? ცოდვილი თუ მოვკვდი ხომ ჯოჯოხეთში მოვხვდები?
-შენც ცოდვას ნუ აირჩევ, შვილო ჩემო და არ მოკვდები ცოდვილი!
-მართალია მამაო, სადაც ავირჩევ იქ წავალ...
-ჯერ არ ყოფილა, შვილო, დასავლეთში მიმავალი, აღმოსავლეთში მისულიყო...
-მეშინია მამაო, გზა რომ შემეშალოს?! მზე რომ არ ამოვიდეს?
-ქრისტეს სიტყვები გიმეგზურებენ, შვილო...
-დიდ არს ქრისტე ღმერთი! მამაო...
-და კაცთმოყვარე, შვილო ჩემო...
-მაინც მეშინია, მამაო...
-რისი შვილო?
-მარტოობის და უსიყვარულობის, მამაო...
-ოო, მაგის მეც მეშინია შვილო ჩემო, მაგრამ არასოდეს არ ვართ მარტონი!
-როგორ არა მამაო, აი თუნდაც ახლა...
-არ ხარ მარტო! ღმერთია შენთან, შვილო... -რა იცით, მამაო?
-ღმერთი ყველგან და ყველასთანაა, ვინც ეძიებს მას, შვილო ჩემო!
-მამაო, თქვენ ჩემთან ხართ და გხედავთ კიდეც. თუ ღმერთიც ჩემთანაა, რატომ ვერ ვხედავ მას?
-გაახილე თვალები შვილო...
-ვხედავ მამაო...
-ჩვენთან არს ღმერთი! შვილო ჩემო..
წყარო: Poezia.Ge იმედია მაპატიებთ რომ გადავაკოპირე მაგრამ როგორც კი ეს ჩანახატი ვნახე ეგრევე სურვილი გამიჩნდა ეს ტექსტი თქვენთვისაც მეჩვენებინა :))აბა ყველამ თქვენს გულებში ჩაიხედეთ და ალალად თქვით : ამის წაკითხვის შემდეგ არ დადებდით ამ ჩანახატს ?? - თქვენი არ ვიცი მარა<3 მე კიი :)) მიყვარხააართ !! <3
|
კატეგორია: სხვა .. |
ნანახია: 1073 |
დაამატა: -ტრიქსი
| რეიტინგი: 5.0/1 |
|