საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 611
მთავარი » 2012 » აპრილი » 2 » დაკარგული სიყვარული
7:28 PM
დაკარგული სიყვარული
გაიღვიძე... გთხოვ... გაახილე თვალი და ადექი... თუ ღმერთი გრწამს... -გაიძახდა თავიდან ფეხებამდე ქვიშაში ამოსვრილი გოგონა. ბიჭი უგონოდ იწვა მის წინ, სახით ალისფერი ცისკენ, ის კი, გვერდით, მუხლებზე იყო დამხობილი. ბიჭი სულ სველი იყო და ძლივს სუნთქავდა. მისი გული ჩიტივით ფართხალებდა. მასთან მყოფი გოგონა ცრემლებად იღვრებოდა...
გათენდა. ეს ზაფხულის ჩვეულებრივი დილაა. გოგონამ თვალები გაახილა და გაიზმორა. ორი წუთის განმავლობაში ის ჭერს უყურებდა და რაღაცაზე ფიქრობდა, ალბათ იმ დღის გეგმებს აწყობდა. შემდეგ მან თავი მიაბრუნა და შეშინებული წამოხტა. ოთახიდან გამოვარდა. მას ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ვიღაცას ეძებდა. აივანზე გაიხედა და, როდესაც ბიჭი დაინახა, თითქოს მოეშვა. გოგონა გავიდა ბიჭთან და ჩაეხუტა. მან ზურგზე დაადო თავი და მიუალერსა. (ალბათ, ათი საათი იქნებოდა.)
მოსაღამოვდა. წყვილმა ივახშმა და სასტუმროს ნომერში დაბრუნდნენ. ორივე წამოწვა და წიგნი დაიჭირეს ხელში. ისინი თითქოს ემდუროდნენ ერთმანეთს. ეს, ან იმის ბრალია, რომ დილიდან ბიჭი ცუდ ხასიათზე იყო, ან იმისი, რომ გოგონას ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა.
-წამოდი, ზღვაზე გავიაროთ. -შესთავაზა ბიჭმა. ალბათ, მოენატრა გოგონასთან ურთიერთობა, ან რომანტიკა აკლდა, ან, შესაძლოა, თავი დამნაშავედ იგრძნო. გოგო უხმოდ დაეთანხმა, საცურაო სამოსი ჩაიცვა და ბიჭს გაჰყვა.
რვა საათია... მზეს ხუთი თითის დადებაღა აკლია და გადაიწურება დედამიწის მეორე ნახევარსფეროს გასანათებლად. ცა უკვე ბნელდებოდა. მხოლოდ ზღვაზეღა დარჩა ალისფერი ბილიკი, რომელიც ჰორიზონტზე ვიწროვდება და მზესთან ქრება. ალაგ-ალაგ ღრუბლებსაც "ცეცხლი" უკიდის.
გოგონამ წელიდან პირსახოცი მოიხსნა და ქვიშაზე დააფინა. ბიჭი ცამოჯდა პირსახოცზე და მზეს შეხედა, ალბათ იფიქრდა, რომ, გოგო მიუჯდებოდა და სასიამოვნო დიალოგს გამართავდნენ. უკვე ის დროა, როცა ხალხი იშლება. ბოლო ოჯახი წავიდა სანაპიროდან. გოგონამ თავი უფრო ლაღად, თავისუფლად იგრძნო და თბილ, წყნარ ზღვაში ნაზად შეცურა.
ბიჭს გული დასწყდა, მაგრამ თვალი არ მოაცილა გოგონას, რომელიც ზღვას გაუთამამდა და უფრო ღრმად შეცურა. ის გასცდა სასტუმროს საზღვაო ტერიტორიას და ისევ განაგრძო მშვიდად ცურვა. თავს წყალში არ ყოფდა, არ უნდოდა თმის დასველება, მაგრამ ბოლოები მაინც ეხებოდა წყლის ზედაპირს. უცბად, მას ფეხზე რაღაც შეეხო და ტკივილი იგრძნო. ტკივილი არ იყო ძალიან მწარე, მაგრამ მოულოდნელობისგან გოგონას შეეშინდა. მან შიშისგან ფეხები სწრაფად გააქნია და სწრაფ მოძრაობას ის მოჰყვა, რომ ძარღვი გაენასკვა. ტკივილისგან იკივლა და წყალში ჩასრიალდა. ბიჭი შეშინდა და პირდაპირ გოგოს მიმართულებით შეჭრა ზღვა. მან ხელები მძლავრად მოუსვა და "კროლით" დაიწყო ცურვა. როდესაც ბიჭი სასტუმროს გასცდა, ხელებს ძალა დაატანა, ერთდროულად მოუსვა და "ბატერფლაით მისცურა იმ ადგილზე , სადაც გოგო უნდა ყოფილიყო... გოგონა არ ჩანდა... ბიჭმა ღრმად ჩაისუნთქა და თითქმის ორი მეტრის სიღრმეზე ჩაყვინთა. უგონოდ მყოფი გოგონა ზურგზე მოიკიდა და ცალი ხელითა და ფეხებით გაცურა.
ბიჭი ნაპირს მიუახლოვდა. გოგონა გონს მოვიდა. ბიჭმა ნაპირზე გაიყვანა, დააწვინა და თვითონაც მოშორებით დაწვა დასასვენებლად.
ნაპირი ცარიელია. მზე ჩადის... ორი თითიღა დარჩა და გაქრება. ნპირზე მხოლოდ გოგონა და ბიჭიღა არიან. გოგონამ ამოიოხრა და ბიჭს გახედა. ბიჭს თვალები დახუჭული ჰქონდა და ძლივსღა სუნთქავდა. გოგონას შეეშინდა. ის მივარდა ბიჭს და მისი ნაზი, თავლისფერი თვალებიდან პატარა, მარილიანმა წვეთებმა გამოჟონა. ეს წვეთები ბიჭის სხეულს დაეცა.
-გაიღვიძე... გთხოვ... გაახილე თვალები და ადექი. -გაიძახდა გოგონა. ის თავიდან ფეხებამდე ქვიშაში იყო ამოსვრილი. გოგონა ბიჭის გვერდით მუხლებზე იყო დამხობილი და ჩასძახოდა, რომ ამდგარიყო. ბიჭის გულისცემა ნელ-ნელა დუნდება... მისი ფულტვები აღარ მუშაობს და ბიჭი ვეღარ სუნთქავს.
მზე ჩადის. ერთი წუთიც და დაბნელდება. ბიჭის გული ჩერდება. გოგო ცრემლებად იღვრება. შველა არსაიდან ჩანს. უკვე გვიანია. მზე ჩავიდა. დაბნელდა. ბიჭმა სუნთქვა შეწყვიტა. გოგონა მუხლებზეა დამხობილი და ტირის...
კატეგორია: BooK < 33 | ნანახია: 1487 | დაამატა: anita | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2012-04-02
- ააუუუ ;( კარგიიაა ძლიაან




null  Takk♥
null360
null823
null600


null  Leluka♥))
null319
null1025
null64


null  ♡BaBi♥Smiller♡
null313
null726
null181


null  -Gamura^^
null239
null1153
null23134


null  KaThY❤
null154
null405
null21


null  -ტრიქსი
null152
null591
null9


null  NinY♥
null147
null724
null32767


null  -ანკა❤
null131
null513
null32658

ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ❤ ]

უფლებები დაცულია ადმინისტრაციის მიერ ♥Make a free website with uCoz