სიცივეა უბრალოდ ცოტათი შემცივდა,არა ასე რომ გითხრა მოგატყუებ სიცივე ძვალ–რბილში ატანს...1 სექტემბერი არასოდეს ყოფილა ასეთი სუსხიანი,ალბათ იმიტომ რომ ყოველ დილას შენი თბილი მზერა მათბოდა,არ მციოდა შენს მკლავებზე მიჭდომილს,შენი გულის ცემა ჩემსას ერთოდა,სულ ვარდისფერში ვუყურებდი ქვეყანას,არასოდეს ჩემიმჩნევია ფოთლები გაყვითლებულიყვნენ და მომჭკნარიყვნენ,ისინი ისე გვანან ჩემს გულს ახლა.დაგკარგე,ხო დაგკარგე და თან წაიყოლე მთელი ჩემი ცხოვრება,ჩემი ღიმილი შენ წამართვი,ბავშვური ბედნიერი სახე,განა ისეთი რა დავაშავე,ის რომ სიგიჟემდე შემიყვარდიი??? არა,ნეტავი თან წაგეყვანე იქ ხომ არავინ დაგვაშორებდა ერთმანეთს,იქ ხომ ბედნიერება გველოდა.მომენატრე,ეს საქანელაც როგორ გაცრეცილა,გახსოვს რა კარგი იყო ჰაერში ფრენა,ორივენი ბედნიერები ვიყავით წავიდა ბედნიერი წამები,წუთები,საათები,დღეები,თვეები და წლები.ყველაფერი ტკბილ მოგონებად დარჩა და წარსულს ჩაბარდა...ნახე ღრუბლები როგორ ბობოქრობენ ცის თაღზე,ყვავილები ჩამოხმა,ის ვარდი რომელსაც ყოველდღე მიკრიფავდი,სუნიც აღარ აქვს ისიც აღარ არსებობს...ჩამოხმა ჩემი გულივით,უშენოდ ეს ქვეყანა ჯოჯხეთს გავს,ხალხს ბოროტება და შური უციმციმებს თვალებში,აქ ღიმილი უკვე აღარ არსებობს შენთან ერთდ ჩაკვდა.შენი ესემესი აღარ მახსენებს პირველ თოვლს,ლამაზი სიტყვები აღარ მაღვიძებს –გაიღვიძე ლამაზო,შეხედე როგორ დნებიან თოვლის ფანთელები,შენსავით ლამაზები არიან,შენსავით უმანკოები,ფარდა გასწიე გამოიხედე ნახე როგორ გავთეთრდი,ჩამოდი,ერთად დავტკბეთ ბუნებით რომელიც ღმერთმა უბოძა დედამიწას,ადამსა და ევას ჩემთვის დილა აღარ არსებობს,მზის სხივები ჩემს ოთახში ვეღარ აღწევს რა ესაქმებათ იქ სადაც მხოლოდ ცრემლებია,ჩამოღვენთილი გოგონას სახე და მეტი არაფერი,არაფერი ნიშანი სიცოცხლისა...ყველაფერი გაიყინა,სუსხიან დღეებს აღარაფერი ათბობს.ჩემი სახეც ისე გაფითრდა,ძარღვებში სისხლი გაიყინა,ადამიანს აღარ ვგევარ,რისთვის უნდა ვიცოცხლო ამ დედამიწაზე,უშენოდ ცხოვრება აღარ მიღირს,მე შენსკენ მოვდივარ კარი გამიღე და თბილად მიმიღე...
მხოლოდ კელდები თეთრი კედლები წითელი ლაქებით და მეტი არაფერი.აქ არაფერია არც სკამი,არც მაგიდა,არც საწოლი,არც კარადა,არც ჭაღი, საერთოდ არაფერი,სიცარიელეა მაგრამ გული სავსეა,მხოლოდ მე დაშენ ვართ ამ ოთახში,არც კარია რომ გავიქცე,მაგრამ რას უნდა გავექცე აქ კარგად ვგრძნობ თავს,მხოლოდ შენ და მე,ხმას არ იღებ,არც მე ვამბობ რამეს მაგრამ მინდა ისევ გავიმეორო,რომ გულში ცეცხლი მინთია,რომ მიყვარხარ,თუმცა ვერ ვამბობ არ შემიძლია,ვერ ვინძრევი რომ ჩგეხუტო როგორც ადრე,მოძრაობა არ შემიძლია მაგრამ შენ ხომ აქ ხარ,ვიცი რომ ჩემი ადგილი სხვას არ დაუკავებია,ვიცი რომ სხვისი მზერით არ ტკბები,ვიცი რომ სხვას არ ათბობ ეს საკმარისია რომ წარბი გავშალო და ბედნიერი ვიყო,ლაღი ჩიტივით,თავისუფალი ზღვასავით და ზამთარში გაშიშვლებული ხესავით,ხავსიანი პატარა ხვრელით...ისევ რაღაც არღვევს ჩვენს მყუდროებას,ხო ეს მაღვიძარაა,მაგრამ შეხედე უკვე აღარ არსებობს,დაბრუნდი რა გთხოვ,ისევ დამიბრუნდი გპირდები სულ შენთან ვიქნები.ეს სიზმარი იყო და მეტი არაფერი,ახლა უკვე ოთახი სავსეა დაკუჭული მიმოყრილი ქაღალდებით,დამტვრეული კალმებით,არეული ფიქრებითა და გაყინული გულით.სიზმარი არასოდეს აღარ ბრუნდება,ხალხი ბევრია თუმცა იქიდან არცერთი ხარ,წახვედი და დამტოვე როგორც ყოველთვის სველ ცრემლებთან და პატარა შემორჩენილი გაზრდილი დარდით...
|