მაშინ 5 წლის ვიყავი . ანუ 11 წლის წინ , მაგრამ ყველაფერი ისე მახსოვს როგორც გუშინდელი დღე . არა ისე როგორც 1 საათის წინ მომხდარი ამბავი .
მაშინ გლდანის სხვა მიკროში ვცხოვრობდი პირველ სართულზე , ბაღის შემდეგ ეზოში ჩავდიოდი და ტალახში ვთამაშობდი როგორც 5 წლის ბავშვს შეეფერებოდა . ჩემ კორპუსში ცხოვრობდა ჩემზე ერთი წლით დიდი ? არა ზუსტად არ მახსოვს მარა დიდი კი იყო . სამაგიეროდ სახელი მახსოვს მას ლევანი ერქვა , გაურკვეველი ფერის თმა ქონდა , არც რიჟა , არც ქერა , არც შავი , რაღაც სხვაა , ულამაზესი თაფლისფერი თვალები . რომ შემომანათებდა გული ბაგაბუგს მიწყებდა და სახეზე წითელი ფერი მედებოდა . ამისდა მიუხედავად მაინც ვთამაშობდი მასთან ერთად , თუმცა სხვა გზა არ მქონდა მაშინ მე მანქანები მიზიდავდა და ამიტომაც საერთო ენა მასთან გამოვნახე .
ერთხელაც როცა ჩუმად ეზოში გამოვიპარე, ლევანი სადარბაზოსთან დამხვდა . - წამო ნათიას ბებოს ბაღში ვითამაშოთ . - კარგი , ოღონდ ჩემ დათუნიას წამოვიყვან (არადა რა დათუნია ის იყო , ძველი დახეული და საშინელი ფერის ) - ყველგან მაგას რატომ დაატარებ ? - იმიტომ რომ ჩემი შვილია . - და მამა არ ყავს ? -მამა? ( ისე დავფიქრდი ვიტომ ქმარს ვეძებდი ) არ არ ყავს .
- მაშინ მე ვიქნები , და მეც გავზრდი . გამომართვა დათუნია და მამაკაცური დარიგება დაუწყო . - სკოლაში კარგად უნდა ისწავლო , ბებია და ბაბუა არ გააბრაზო , ბაღში არ იჩხუბო და ბევრი არ იტირო . მე ის მართლა შემიყვარდა . ეს სიყვარული ისეთი ლამაზი და ერთადერთი იყო , რომელსაც ვერასდროს ვეღარ გაიმეორებ . მაგრამ ჩემი სიყვარული მალე დამთავრდა . მე სხვაგან გადავედი . შორს არა მაგრამ მაინც ვერ ვნახულობდი . მაგრამ როცა ბედი არსებობს, მაშინ ნამდვილ სიყვარულს არ დაკარგავ . წინა წელს ( ანუ 11 წლის შემდეგ ) გახსოვთ ალბათ რა ცხელი ძაფხული იყო . სახლში ვერ ვჩერდებოდი და გარე გარე დავწანწალებდით მე და ჩემი მეგობარი . ერთხელაც გადავწყვიტეთ თბილისის ზღვაზე წავსულიყავით ( იმისდა მიუხედავად რომ არ ვიცოდით სად იყო ) .
გადასასვლელზე გადავდიოდი როცა ერთი სახე მომხვდა თვალებში . - არა , გულში დავიკივლე . ეს ის იყო რომლის დავიწყება 11 წელი ვერ მოვახერხე . ლევანი . იმ გრძნობას რომელსაც ჩემი გული გრძნობდა უცხო იყო . მე ის თავიდან შემიყვარდა . გაჩერებაზე წიდ დავუდექი , რადგან სახის ჩვენება არ მინდოდა , თუმცა ჩემი სახე ისეთი წითელი იყო როგორც . როგორც , სისხლი . - ანა რა გჩირს ? -არაფერი . ხმა არ ამოიგო . - რა ? კაი და მაინც რა გჩირს ? - მერე გეტყვი ეხლა გაჩუმდი .
მე ვგრძნობდი რომ ლევანი უკნიდან მიყურებდა , თითქოს მიცნო მაგრამ ბოლომდე ვერ მიცნო , თუმცა მე გამოვიცვალე 11 წლის განმავლობაში , ის კი ოდნავადაც არ შეცვლილა . ეს ავტობუსიც ჩემდა ჭირად აგვიანებდა . ლევანი კი თვალებით მჭამდა , ავტობუსი ისევ აგვიანებდა , ლევანი თვალებით ისევ მჭამდა . ასე სულ რაღაც 20 წუთი ვიყავით . მაგრამ ის ჩემზე ადრე წავიდა . მინდოდა თვალებში ჩაეხედა რომ ეგრძნო ისევ მიყვარდა , მაგრამ მხოლოდ მაშინ შემავლო თვალი როცა მანქანა დაიძრა . მის სახეზე გაკვირვება ამოვიკითხე , მან კი ალბათ თვალებზე მომდგარი ცრემლები . ისევ შემიყვარდაა . მაგრამ ვიგრძენი რომ ეს წუთიერი შეხვედრა ბოლო იყო , ამისშემდეგ ის სამუდამოდ უნდა დამევიწყებიდა , თუმცა ძნელია ესე ერთი ხელის მოსმით გაანადგურო 5 წლის ასაკში შეძენილი სიყვარული .
მინდა გითხრათ რომ პირველი სიყვარული ყველაზე ლამაზია , რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ .
შენ შეგიძლია დახუჭო თვალები მაშინ . როდესაც არ გინდა რაღაცის დანახვა . თუმცა შენ არ შეგიძლია დახურო გულის კარები მაშინ , როდესაც არ გინდა შეიგრძნო სიყვარული .
შეეცადო დაივიწყო ადამიანი , რომელიც გიყვარს იგივეა , გახსოვდეს ადამიანი , რომელსაც არასდროს შეხვედრიხარ .