|
მთავარი » 2012 » მაისი » 14 » ჩანახატები
|
დედა..შენც მტოვებ…; ((
დე,ნუღარ ტირი რა გთხოვ... მელეპარაკე ისევ... და ისევ მომეფერე.. მე შენს ყველა შეხებას ვგრძნობ..მომიყევი შენზე..დე,ძალიანმაინტერესებსროგორი ხარ..ლამაზი იქნები... მერე ყველას ვეტყვი რომყველაზე ლამაზი დედამყავს... მე შენში ვიზრდები... და შენ მიზრდი ჩემსსამყაროს...გთხოვ აღარ იტირო დედა....მე შენს ცრემლებსაც ვგრძნობ.. სევდასაც..და ჩემს სივრცეშიც აღწევს შიში....და მეც მეშინია დედა...შენი ცრემლების მეშნია და იმ სასოწარკვეთილი სიტყვების ღამით რო მეჩურჩულები...მერე რა რომ მამა წავიდა... ნუ ტირი... მე გეყოლები დედა..მომიყევიისეპირველად რომ მიყვებოდი... როგორ გიხაროდა დე ჩემი თავი შენში...როგორაღფთოვანებით მეუბნებოდი რომ იფიქრებდი ჩემს სახელზე და ყველაზემაგარსახელს დამარქმევდი...ამბობდი რომ მამის თვალებიუფრომომიხდებოდა...და აუცილებლად შენი ღიმილი მექნებოდა,რადგან როცამუცელზეიყურებოდი სულ იღიმოდი..გეგონა,ვგრძნობდი ამ მზერას...ვგრძნობდი დედა...!..მამა არ უნდა წასულიყო..მამას ხომ ასე უყვარდი... მე არ დამაბრალო დე.. და არ იტირო მამის გამო...მამამ ჩემი თავი დაგიტოვა..ახლაც გამალებით გიცემს გული.. და ჩემი პაწია გულიც აჩქარებულია...მე მეშინია დედა... მეშინია რომ ვეღარ გნახავ... და ვერც ყველას ვეტყვი,რომ ლაამზი დედა მყავს..ჩემისივრცეპატარავდება შენი სევდით.. სუნთქვა მიძნელდება დამოუსვენრადვწრიალებ..მაგრამ არც ეს წრიალი გამომდის ისე რომ შენ არშეგაწუხო.. გუშინხომ გიკვირდა რატომ გტკიოდა ასე ხშირად მუცელი..მე ვიყავიდედა... ჩემისევდა გტკენდა... შენიდან ჩემში შემოღწეული სევდა და ჩემიშიში..ვიცი,გიყვარვარ!...მედაბადება მინდა... მინდამითხრარომ მამის თვალები მაქვს და შენი ღიმილი..მინდა ჩამეხუტო და ამჩახუტებისას სულ ის სიახლოვე გავიხსენო შენშიყოფნისას რომ შენთანმაკავშირებდა...არ მომკლა დედა..! ვიცი ცხოვრებაში უცილებლად გაგახსენდები ერთხელ მაინც და მაშინ იგღძობ როგორ გჭირდებოდი თურმე...არ მომკლა დედა!შენ ხომ ბედნიერი იყავი ჩემით... შენ ხომ გიხაროდა ჩემი სოცოცხლე შენში..შენს სხეულში...შენს სამყაროში...მამას არ უნდოდა ბედნიერება და იმიტომ წავიდა.. მამა ვერასდროს იგრძნობს ბედნიერებას სრულყოფილად...დაბადება მინდა დედა! დღეს ხომ პირველად მნახე როგორი ვარ..და მაშინაც ატირდი...ისევ შეიკუმშა ჩემი სივრცე და მივხვდი..დღეს ხომ გითხრა ექიმმა რომ ძალიან ჯანმრთელია შენი შვილი...შენ ისევ აცრემლდი დედა...და ვიგრძენი ისევ...შენი შვილი ვარ დედა!...გახსოვსროგორმიყვებოდი რომ ყველაზე მეტად გეყვარებოდი ...მაშინ მიხაროდა დამაშინ ვერაღწევდა შიში ჩემს ნაწილში.. მაშინ არც ვიცოდი როგორი იყოშიში... მაშინარც ტკივილი ვიცოდი...შენ აღარ მელაპარაკები დე.. აღარ მეფერები..მხოლოდ ტირი და ჩუმად მეჩურჩულები...დედა მე სიცოცხლე მინდა...გუსინ ყველაზე დიდხანს ტიროდი..არც კი დაგიძინია....გუშინ მთელი ღამე მეფერებოდი...გუშინ მთხოვე პატიება....და მე მივხვდი,რომ ვეღარ გნახავ ვერასოდეს..და ვეღარ ჩაგეხუტები....შენც მიდიხარ დედა..შენც მტოვებ…
|
კატეგორია: სიახლეები .. |
ნანახია: 1066 |
დაამატა: ana-ana
| რეიტინგი: 5.0/1 |
|