|
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 23 » ბრიტნის ყოფილი და მომავალი ქმრები დამეგობრდნენ
2:43 PM ბრიტნის ყოფილი და მომავალი ქმრები დამეგობრდნენ |
ბრიტნი სპირსი კიდევ ერთ სერიოზულ ურთიერთობას აგრძელებს. პოპპრინცესა და ჯეისონ ტრევიკი უკვე დაინიშნნენ, ისინი 2012 წელს ქორწინებასაც გეგმავენ.
სპირსის წინა ოჯახი 2006 წელს დაინგრა. მან და ყოფილმა მეუღლემ, კევინ ფედერლაინმა, ძველი წყენა კარგა ხნის წინ დაივიწყეს და კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ.
კევინმა ჯეისონი გაიცნო კიდეც და ყოფილი ცოლის მომავალ მეუღლეზე არც ჟურნალისტებთან ლაპარაკს დაზარდა.
”მშვენიერი ბიჭია. ბრიტნი მასთან ბედნიერია, ბავშვებსაც ძალიან უყვართ, ბრიტნის ოჯახშიც გიჟდებიან მასზე. მათ მხოლოდ ბედნიერებას ვუსურვებ”- ამბობს კევინი, რომელიც თავის რიგით მეხუთე შვილზე, ასე ნანატრ ქალიშვილზე ზრუნავს.
ამის მერე არ გაგიკვირდეთ, ბრიტნის ქორწილში კევინს მეჯვარის სტატუსით თუ აღმოაჩენთ.
|
კატეგორია: სიახლეები .. |
ნანახია: 954 |
დაამატა: anny))
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
პროფილი |
სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
სწრაფი რეგისტრაცია
|
|